„L’Amour n’est rien…“ — ფრანგი მომღერალ მილენ ფარმერის მეოთხე სინგლი, ალბომიდან Avant que l'ombre.... გამოსცა ლეიბლმა Polydor, 2006 წლის 27 მარტს. სინგლმა პირველად გაიჟღერა რადიოში 2006 წელს, როდესაც მომღერალი კონცერტს მართავდა პარიზში. კომპოზიციამ დაიმსახურა დადებითი შეფასება რადიოსგან და იქცა წლის ჰიტად.[1] მუსიკალური ვიდეო, რომელშიც გამოყენებულია სინგლის რადიო ვერსია გადაიღო ბენუა დი საბატინომ, მულტიპლიკატორმა და მილენის ახლო მეგობარმა.[2]
სხვა ვიდეოებისგან განსხვავებით L’Amour n’est rien… მარტივია და არ გამოირჩევა სიუჟეტით. ფარმერი მღერის შავ ფონზე, იხდის ტანსაცმელს და ცეკვას იწყებს.[3]