Anamorphosée

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Anamorphosée

სტუდიური ალბომი - მილენ ფარმერი
გამოცემის თარიღი 17 ოქტომბერი, 1995
ჩაიწერა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი პოპი, როკი
ხანგრძლივობა 57:47
ლეიბლი Polydor
პროდიუსერი ლორან ბუტონა
მილენ ფარმერი – ქრონოლოგია

Dance Remixes
(1992)
Anamorphosée
(1995)
Live à Bercy
(1997)
სინგლები ალბომიდან Anamorphosée
  1. „XXL“
    გამოვიდა: 19 სექტემბერი, 1995
  2. „L'Instant X“
    გამოვიდა: 12 დეკემბერი, 1995
  3. „California“
    გამოვიდა: 26 მარტი, 1996
  4. „Comme j'ai mal“
    გამოვიდა: 1 ივნისი, 1996
  5. „Rêver“
    გამოვიდა: 16 ნოემბერი, 1996
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]

Anamorphoséeფრანგი მომღერალ მილენ ფარმერის მეოთხე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1995 წელს, ლეიბლზე Polydor. ალბომი ჟღერადობით განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან. კრიტიკოსების შერეული შეფასების მიუხედავად ფირფიტა გახდა კომერციულად წარმატებული. ავიდა პირველ პოზიციაზე საფრანგეთის ალბომების ჩარტში და ორი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციას. ალბომის ოფიციალური გაყიდვები შეადგენს 1 400 000 ასლს.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადებიუტო ფილმ Giorgino-ს წარუმატებლობის შემდეგ მომღერალი წყვეტს კინო თანამშრომლობას ლორან ბუტონასთან. მილენი მიდის ლოს-ანჯელესში და იწყებს სიმღერების წერას ახალი ალბომისთვის.[2] ინსპირაციის წყარო გახდა ციტატა Le Livre tibétain de la Vie et de la Mort, სოგიალ რინპოჩეს წიგნიდან.

შეხედულება ცხოვრებაზე შეიცვალა ამერიკაში წასვლის შემდეგ. მილენმა აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ უკვე არ ეშინოდა სიკვდილის და ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებდა.[3] ლორანი შეუერთდება მას 1995 წლის მარტში, 11 კომპოზიციის შესაქმნელად.

ჯეფ დალგრენს (რომელმაც ითამაშა ჯორჯ ვალი ფილმში Giorgino) ჰქონდა დიდი ზეგავლენა ალბომის მუშაობაზე. ფარმერი უკმაყოფილო იყო დალგრენთან თანამშრომლობით და ალბომის დასასრულებლად მოიწვია ლორან ბუტონა.

Anamorphosée ჩაიწერა სტუდიებში A&M studios და Record One, ლოს-ანჯელესში. ლორან ბუტონამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ფირფიტის ჩაწერას, ამოირჩია საუკეთესო ამერიკელი მუსიკოსები, მათ შორის: ბერტრან შატენე, რომელიც ადრე მუშაობდა ვანესა პარადისთან.[4]

ლირიკა და მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინა ალბომებთან შედარებით Anamorphosée გამოირჩევა მძიმე ჟღერადობითა და ხმაურიანი ბგერებით. შეიცავს როკის ელემენტებს. სიმღერის ტექსტები მარტივია, მაგრამ, ამავე დროს, იდუმალი. წინა ალბომებთან განსხვავებით, ნაკლებად გვხვდება მწუხარებისა და იმედგაცრუების თემა სიმღერებში.[4][5]

პირველად თავის შემოქმედებაში მილენმა თავად დაწერა მუსიკა - სიმღერისთვის Tomber 7 fois.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„California“4:59
2.„Vertige“5:29
3.„Mylène s'en fout“4:31
4.„L'Instant X“4:46
5.„Eaunanisme“5:08
6.„Et Tournoie...“4:29
7.„XXL“4:26
8.„Rêver“5:22
9.„Alice“5:21
10.„Comme j'ai mal“3:53
11.„Tomber 7 fois...“4:50
12.„Laisse le vent emporter tout“4:00

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება გამოცემის თარიღი გაყიდვები
(საფრანგეთი)
სერტიფიკაცია პოზიცია
საფრანგეთი ბელგია საფრანგეთი ბელგია შვეიცარია
1995 XXL სექტემბერი 19, 1995 150,000 1 3 11
L'Instant X დეკემბერი 12, 1995 220,000 6 12
1996 California მარტი 26, 1996 110,000 7 22
Comme j'ai mal ივნისი 1, 1996 90,000 11 21
Rêver ნოემბერი 16, 1996 110,000 7 12

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მილენ ფარმერი  – ვოკალი, ტექსტი ("Tomber 7 fois..."-ის ტექსტი და მუსიკა)
  • ლორან ბუტონა  – პროდიუსერი
  • ჯეფ დელგრენი  – გიტარა
  • აბრამ ლაბორიელი  – ბას გიტარა
  • დენი ფონგეიზერი  – პერკუსია
  • პოლ რამირეს დელ პიუ  – ფლეიტა
  • კეიტ მარკოვიცი  – დამატებითი ვოკალი სიმღერებში "L'Instant X" და "Comme j'ai mal"
  • ბერტრან შატენე  – ჩამწერი, პროგრამისტი
  • მაიკ სკოტელა/ კენ ვილენევი/ ლარი შალიტი  – ასისტენტ(ები)ი
  • ფრედ ატალი  – პროგრამისტი
  • A&M Studios, Record One  – ხმისჩამწერი სტუდია
  • Thierry Suc  – მენეჯმენტი
  • Herb Ritts / Visages  – ფოტო
  • Henry Neu for Com'N.B  - დიზაინი
  • ანდრე პერიატი, ბერნი გრუნდმანი  – პროგრამისტი
  • Requiem Publishing  – გამომცემლობა

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები და გაყიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
საფრანგეთი (SNEP)[15] ალმასი 1,363,300[16][17][18]
შვეიცარია (IFPI Switzerland)[19] ოქრო 25,000x
ჯამში
ევროპა (IFPI)[20] პლატინა 1,000,000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic review
  2. France Soir, სექტემბერი 19, 1995, "Mylène Farmer, Anamorphosée", Richard Gianorio Devant-soi.com (Retrieved მარტი 24, 2008)
  3. Télé 7 Jours, No. 1849, "Mylène Farmer : son étrange confession", Fabrice Guillermet Devant-soi.com (Retrieved მარტი 24, 2008)
  4. 4.0 4.1 Le Dictionnaire des Chansons de Mylène Farmer, Benoît Cachin, 2006, Tournon Ed., p. 59-61
  5. L'Intégrale Mylene Farmer, Erwan Chuberre, 2007, City Ed., p. 37-38 (ISBN 978-2-35288-108-7)
  6. Mylène Farmer – Anamorphosée French. Ultratop & Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 აპრილი 2016. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  7. Hits of the World. Billboard. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  8. Mylène Farmer – Anamorphosée (Album) French. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  9. Mylène Farmer – Anamorphosée. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  10. Rapports annueles 1995 French. Ultratop. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  11. Rapports annueles 1995 – albums francophones French. Ultratop. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  12. Classement Albums – année 1995 French. SNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 დეკემბერი 2013. წაკითხვის თარიღი: 28 17 ივნისი 2016.
  13. Classement Albums – année 1996 French. SNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 დეკემბერი 2013. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2014.
  14. Rapports annueles 1997 French. Ultratop. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  15. French album certifications – Mylène Farmer – Anamorphosée ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  16. Les Meilleures Ventes de CD / Albums "Tout Temps" French. InfoDisc. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  17. Jonathan Hamard. (3 იანვარი 2016) Mylène Farmer : quel est son album le mieux vendu ? French. Webedia. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი 2016.
  18. France best selling albums ever: Anamorphosée by Mylène Farmer (1995). ChartMasters (20 თებერვალი 2016). წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი 2016.
  19. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Farmer; 'Anamorphosee'). Hung Medien.
  20. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 1997. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Anamorphosée&oldid=3579058“-დან