Point de suture — ფრანგი მომღერალ მილენ ფარმერის რიგით მეშვიდე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2008 წლის 25 აგვისტოს. ალბომი მთლიანობაში შეიცავს ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას. Point de suture გახდა კომერციულად წარმატებული საფრანგეთში, რუსეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში. ალბომიდან ხუთი სინგლი გამოვიდა: Dégénération, Appelle mon numéro, Si j'avais au moins..., C'est dans l'air, Sextonik. მათგან ყველა მოხვდა პირველ პოზიციაზე საფრანგეთის სინგლების ჩარტში. გაიყიდა 650 000-ზე მეტი ასლი.
კომპანია Universal Music-ის პრეზიდენტმა, პასკალ ნეგრემ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფარმერი გამოუშვებდა ახალ ალბომს 2008 წელს.[1][2] 19 ივნისს კი ფრანგულმა რადიომ RTL გამოაცხადა ალბომის გამოშვების თარიღი, 25 აგვისტო. 30 ივნისს კი Virginmega-ამ ალბომის სახელწოდება, Point de suture, ბუკლეტი და სიმღერების სია გამოაქვეყნა.[3] ახალი ფირფიტის მხარდასაჭერად გაიმართა 30 კონცერტი საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიასა და რუსეთში. კონცერტზე არ შესრულებულა სიმღერები: Looking for My Name, Reveiller le monde, Ave Maria და Sextonik.
ალბომის სახელწოდება შთაგონებულია ალ პაჩინოს ციტატით, ფილმიდან „კარლიტოს გზა“.[4] მთავარი ყდის ილუსტრაცია მოამზადა იაპონელმა ფოტოგრაფმა ტანი აცუშიმ. ბუკლეტზე გამოსახულია თოჯინა ჭრილობებით, წინა პლანზე კი ჩანს ქირურგიული ინსტრუმენტები. ალბომი ეხება ისეთ მძაფრ თემებს როგორიცა: ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა, მელანქოლია, მარტოობა, სიცოცხლე და სიკვდილი. ალბომმა მიიღო მეტწილად ნეიტრალური შეფასება კრიტიკოსებისგან. Le Figaro დაახასიათა, როგორც "მასიური", "გონიერი" და "კომერციული". გაზეთმა Le Monde კი როგორც დიდი იმედგაცრუება. Music Orange: სიმღერებს გააჩნიათ განუმეორებელი ორიგინალური სტილი. გამოირჩევიან მხიარული მელოდიით თუმცა საშიში ტექსტებით.[5]