Ainsi soit je... (სიმღერა)
„Ainsi soit je...“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მილენ ფარმერი | ||||
ალბომიდან Ainsi soit je... | ||||
B-მხარე | Et Tournoie (1997) | |||
გამოსვლის თარიღი |
4 აპრილი, 1988 | |||
ჩაიწერა | 1988, პარიზი | |||
ჟანრი | პოპ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა |
6:22 (ალბომის ვერსია) 4:30 (სინგლის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Polydor | |||
პროდიუსერი | ლორან ბუტონა | |||
მილენ ფარმერი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Ainsi soit je...“ — ფრანგი მომღერალ მილენ ფარმერის სინგლი, ალბომიდან Ainsi soit je.... გამოვიდა 1988 წელს, ლეიბლზე Polydor. სიმღერა გამოიცა ორჯერ: როგორც რიგით მეორე სინგლი, მეორე სტუდიური ალბომიდან (1988 წელს) და საკონცერტო სინგლი კონცერტიდან Live à Bercy (1997 წელს). სიმღერის ორივე ვერსია მოხვდა საფრანგეთის სინგლების ჩარტში.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Sans contrefaçon-ის წარმატების შემდეგ, ლორან ბუტონამ და მილენმა გადაწყვიტეს გამოეშვათ ახალი სიმღერა სახელწოდებით Ainsi soit je..., რომელიც მომღერლის პირველი ბალადა გახდა.[1]
სინგლის ყდა თითქმის იდენტურია ალბომის ყდასთან. სინგლის ბუკლეტი თოჯინის გარეშეა. ყდაზე იმუშავა ფოტოგრაფმა ელზა ტრილმა. Ainsi soit je... გამოვიდა ვინილისა და CD აუდიო/ვიდეოს სახით საფრანგეთში, ორი წლის შემდეგ კი იაპონიაში.[2]
ტექსტი და მუსიკალური ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ტექსტი დაწერა მილენმა. სახელწოდება სინონიმია ქრისტიანული ფრაზისა ამინ (Ainsi Soit-Il ქართულად- დაე ეგრე იყოს) მაგრამ წერია როგორც Soit Jе , Sois Je-ს ნაცვლად, რომელიც გვიჩვენებს რომ Je (მე) გაპიროვნებაა.
ვიდეო გადაიღო ლორან ბუტონამ. მუსიკალური კლიპზე მუშაობდნენ ორი დღის განმავლობაში, Stains-ის სტუდიაში, (საფრანგეთი). კლიპი შეიქმნა უოლტ დისნეი-ს ანიმაციური ფილმი ბემბი-ს მიხედვით.[3]
ვიდეო აჩვენეს არხზე Canal+, სინგლის გამოშვებიდან ერთი კვირის შემდეგ.
ჟურნალმა Top 50 დადებითად შეაფასა: ვიდეო არის შუქ ჩრდილის თამაში. კამერის მოძრაობა, სწორადაა წარმოჩენილი და ხაზს უსვამს მელაქოლიისა და სევდიანობის განცდას.[4]
ჩარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მილენ ფარმერი: ვოკალი, ტექტი
- ლორან ბუტონა: მუსიკა
- Polydor: ლეიბლი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mylène Farmer - Single "Ainsi soit je..." - Histoire du single French. Mylene.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 8 March 2010.
- ↑ Violet, 2004, pp. 94-95.
- ↑ Mylène Farmer - "Ainsi soit je..." - Clip French. Mylene.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 8 March 2010.
- ↑ „Clip au top — Interprète: Mylène Farmer, titre: "Ainsi soit je", réalisateur: Laurent Boutonnat“. Top 50 (French). Mylene.net. 1988. ციტირების თარიღი: 8 March 2010.
- ↑ Royer, 2008, pp. 350-51.
- ↑ Royer, 2008, p. 359.