Christmas Time (Is Here Again)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Christmas Time (Is Here Again)“
სინგლი  – The Beatles
B-მხარე „Free as a Bird“
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი)
12 დეკემბერი 1995 (აშშ)
ფორმატი 7", CD
ჩაიწერა 19 მაისი 1967, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 3:03 (შემოკლებული)
6:07 (სრული)
ლეიბლი Apple Records 58497
სიმღერის ავტორი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რიჩარდ სტარკი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles – სინგლების ქრონოლოგია
„Baby It's You“
(1995)
Free as a Bird
(1995)
„Real Love“
(1996)

Christmas Time (Is Here Again)“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფის საშობაო ალბომში[1], რომელიც გამოიცა 1967 წელს.

მას შემდეგ, რაც სიმღერა არ შევიდა 1985 წლის Sessions-ში, იგი ოფიციალურად გამოვიდა 1995 წლის სინგლზე „Free as a Bird“, რომელზეც წარმოდგენილია 3 წუთის და 3 წამის ხანგრძლივობით.

სიმღერა იწყება მხიარულად და დროდადრო გაჯერებულია ამბით იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ ჯგუფის წევრები BBC-ის გამოგონილ ოფისში. სინგლიდან სიმღერის ეს ნაწილი ამოღებულია[2]. ბოლოს ჟღერს ოთხივე წევრის საშობაო მილოცვა და „Auld Lang Syne“, შესრულებული ორგანზე. აგრეთვე ჟღერს ჯონ ლენონის მიერ შესრულებული თავისუფალი პოეზია, ნონსენსის ჟანრში.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალი მითითებულია იენ მაკდონალდის თანახმად.[2]

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის საკუთარი ვერსია საკუთარ 1999 წლის ალბომისთვის I Wanna Be Santa Claus რინგო სტარმა ჩაწერა. R.E.M.-ის ვერსია შეტანილია ჯგუფის ფან-კლუბისთვის გამოსულ სინგლზე. The Smithereens-ის ვერსია მოხვდა 2007 წლის ალბომში Christmas with the Smithereens. სიმღერის კიდევ ერთი ვერსია ჩაწერილია ტერი დრეპერის მიერ და შეტანილია 2002 წლის კომპილაციაში Takin' Care of Christmas. 2013 წელს Elephant Stone-ის ვერსიაში შევიდა კომპილაცია Psych-Out Christmas-ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]