Revolution (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Revolution“
სინგლიThe Beatles
A-მხარე "Hey Jude"
გამოსვლის თარიღი 26 აგვისტო 1968
ჩაიწერა 9–13 ივლისი 1968
ჟანრი მძიმე როკი[1]
ხანგრძლივობა 3:21
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია
„Lady Madonna“
(1968)
Revolution
(1968)
„Get Back“
(1969)
„Revolution 1“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან The Beatles
გამომცემელი Northern Songs
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1968
ჩაიწერა 30 მაისი – 21 ივნისი 1968
ჟანრი ბლუზ-როკი
ხანგრძლივობა 4:17
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი

Revolution“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. დაწერილია ჯონ ლენონის მიერ, ხოლო ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნის.

სულ ჩაიწერა სიმღერის სამი ვერსია. პირველი არის ნელი, ბლუზური ტიპის ("Revolution 1") და შეტანილია ალბომში The Beatles. აბსტრაქტული მუსიკალური კოლაჟი "Revolution 9" თავდაპირველად იყო "Revolution 1"-ის ნაწილი და იმავე ალბომშია შეტანილია მესამე ვარიანტი, "Revolution 1"-ის უფრო სწრაფი როკ ვერსია გამოვიდა სინგლის "Hey Jude" B-მხარე-ზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოიცა, სინამდვილეში სიმღერა ჩაიწერა "Revolution 1"-ის ორიგინალური ვერსიის შემდეგ, ვინაიდან დაგეგმილი იყო მისი სინგლზე გამოშვება.

შთაგონებული 1968 წლის დასაწყისში არსებული პოლიტიკური პროტესტებით, ლენონის ტექსტები გამოხატავენ ეჭვს სხვადასხვა ტაქტიკის თაობაზე. როდესაც სინგლის ვერსია გამოვიდა აგვისტოში, პოლიტიკური მემარცხენეები თვლიდნენ, რომ იგი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ნოემბერში მისი ალბომთან ერთად გამოცემისას აშკარა იყო, რომ ლენონი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული ძალადობრივი პოლიტიკის თაობაზე - ფრაზა "count me out" (გამომრიცხეთ) ჟღერდა, როგორც "count me out, in" (გამომრიცხეთ, ჩამთვალეთ). 1987 წელს სიმღერა იქცა ჯგუფის პირველ ჩანაწერად, რომელიც ლიცენზიით გამოიყენეს სატელევიზიო რეკლამაში, თუმცა ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა სასამართლოში ამის გამო სარჩელი შეიტანეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McKeen 1989, pp. 90–100.