Got to Get You into My Life — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Revolver, რომელიც გამოვიდა 1966 წელს. სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი, მაგრამ მის ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. [3][4] სიმღერა წარმოადგენს Motown-ის სტილისტიკის იმიტირებას, ჩასაბერი ინსტრუმენტებით.[5] ტექსტში აღწერილია ფსიქოდელიური ცდა.[2] სიმღერის ქავერ-ვერსია, შესრულებული ჯგუფის Cliff Bennett and the Rebel Rousers მიერ, ბრიტანეთში 1966 წელს ჩარტის #6 პოზიციაზე მოხვდა.[6]