Free as a Bird

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Free as a Bird“
სინგლი  - The Beatles
ალბომიდან Anthology 1
B-მხარე „Christmas Time (Is Here Again)“
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი)
12 დეკემბერი 1995 (აშშ)
ფორმატი 7", კომპაქტ დისკი
ჩაიწერა ნიუ-იორკი, დაახლოებით 1977
სასექსი, ინგლისი, თებერვალი-მარტი 1994
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:26
ლეიბლი Apple Records
სიმღერის ავტორი ჯონ ლენონი; ჩაწერა - მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარკი (ლენონის ვოკალით)
პროდიუსერი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი
სერტიფიკატი ოქრო (RIAA)[1]
The Beatles - სინგლების ქრონოლოგია
Baby It's You
(1995)
Free as a Bird
(1995)
Real Love
(1996)

Free as a Bird — ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა სინგლი 1995 წლის კრებულიდან Anthology 1. იგი ეფუძნება ჯონ ლენონის მიერ დაახლოებით 1977 წელს ჩაწერილ დემოს. სიმღერა მოგვიანებით, 1994 წლის თებერვალში-მარტში ჩაიწერა პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. ჩანაწერის თანაპროდიუსერია ჯეფ ლინი.

ასევე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური პრომო-კლიპი (რეჟისორი ჯო პიტკა). ამ რგოლში კამერა მოძრაობს ისე, თითქოს იგი ფრინველი იყოს და მაყურებელს უჩვენებს სხვადასხვა სიუჟეტს, რომელიც არის მინიშნება The Beatles-ის სიმღერებზე. ასეთებია „Penny Lane“, „Paperback Writer“, „A Day in the Life“, „Eleanor Rigby“ და „Helter Skelter“.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, გარდა მითითებულისა:

  • 7" ბრიტანეთი: R6422 / აშშ: NR-58497
  1. Free as a Bird – 2:42
  2. Christmas Time (Is Here Again) – 3:02
    • მუსიკის ჩაწერა: 28 ნოემბერი 1967, EMI-ს სტუდია; საშობაო მილოცვების ჩაწერა: 6 დეკემბერი 1967, EMI-ს სტუდია, ლონდონი
  • კომპაქტ დისკი ბრიტანეთი: CDR6422 / აშშ: CDP 58497
  1. Free as a Bird – 4:26
  2. I Saw Her Standing There (ლენონი/მაკ-კარტნი) – 2:51
    • ჩაწერა: 11 თებერვალი 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
    • პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი
    • ეს ვერსია (დუბლი 9) ჩაიწერა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ალბომი Please Please Me (რომელზეც გამოყენებული იყო დუბლი 1). თვლა შესავალში 9-ე დუბლიდან ალბომის ვერსიისათვის, პირველ დუბლში იქნა ჩასმული.
  3. This Boy (ლენონი/მაკ-კარტნი) – 3:17
    • ჩაწერა: 17 ოქტომბერი, 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
    • პროდიუსერი: ჯორჯ მარტინი
    • ორი არასრული ვერსია (დუბლები 12 და 13), ორივე სრულდება სიცილით
  4. Christmas Time (Is Here Again) – 3:02

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RIAA Gold & Platinum Searchable Database - The Beatles Gold Singles. წაკითხვის თარიღი: 2009-07-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Free_as_a_Bird&oldid=3337593“-დან