40-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | ძვ.წ. I – I – II |
ათწლეული: | 10-იანები 20-იანები 30-იანები
– 40-იანები – |
წლები: | 40 · 41 · 42 · 43 · 44 45 · 46 · 47 · 48 · 49 |
40-იანი (ორმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 40-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 40 წლის 1 იანვარს და დასრულდა 49 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 40 41 42 43 44 45 46 47 48 49
- სენატმა რომის იმპერატორად კლავდიუსი დაამტკიცა.
- თანამედროვე ალჟირისა და მაროკოს ტერიტორია რომის იმპერიის პროვინციები გახდა.
- თანამედროვე ინგლისის დიდი ნაწილი რომაელებმა დაიპყრეს.
- ვიეტნამში მომხდარი აჯანყება ხანის დინასტიის ლაშქარმა ჩაახშო. ჩრდილოეთი ვიეტნამი ჩინეთის პროვინციად იქცა.
- მავრიტანია რომის პროვინცია გახდა.
- რომაელმა გეოგრაფმა პომპონიუს მელამ დაწერა „De situ orbis“.
- იმპერატორმა კლავდიუსმა რომიდან ებრაელები განდევნა.
- რომის ჯარებმა დაიპყრო თრაკია და ბოლო მოუღო ოდრისული სამეფოს. თრაკია რომის პროვინცია გახდა.