Homo floresiensis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Homo floresiensis

Conservation status: Prehistoric

Cover of Nature October 2004-Homo floresiensis.jpg
Homo floresiensis cranium.
On the cover of Nature.

Scientific classification

Kingdom: Animalia
Phylum: Chordata
Subphylum: Vertebrata
Class: Mammalia
Order: Primates
Family: Hominidae
Genus: Homo
Species: H. floresiensis
Binomial name
Homo floresiensis

P. Brown et al., 2004

Homo floresiensis ("ფლორესის ადამიანი") არის Homo-ს გვარის ახალაღმოჩენილი სახეობა, რომლის მახასიათებლებია პატარა ტანი და მცირე ზომის ტვინი. როგორც ჩანს, ეს სახეობა ჯერ კიდევ არსებობდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens) პარალელურად, ინდონეზიის შორეულ კუნძულ ფლორესზე. ამ კუნძულზე 2003 წელს აღმოჩენილ იქნა შვიდი ჩონჩხის ფრაგმენტები და მათთან ასოცირებული ქვის ინსტრუმენტები. სახელი ჰომო არის ლათინური სიტყვა რომელიც ნიშნავს ადამნიანს ან კაცს. ხოლო თავად  სახეობის სახელი  კი  აღნიშნავს  კუნძულს ინდონეზიაში,  სადაც  ჰომო ფლორესიენსისები  აღმოაჩინეს.  მათ ხშირად ეძახიან ჰობიტებს, როგორც ფილმში "ბეჭდების მბრძანებელი"(ჰობიტები არიან  პატარა ზომის ადამანები რომელბსაც ტანთან შედარებით დიდი ფეხხები აქვთ).

ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე აღმოჩინეს შესანიშნავი ნაწილობრივ ზრდასრული ჩონჩხი. რომელიც მიაკუთვენს ახლა სახეობას ჰომო ფლორესიენსის. მისი თვისებები მომდინარეობს ნებისმიერი სხვა ჰომინიდებისგან.  განაცხადის გაკეთბა დააჩქარა მისდამი დიდიმა ინტერესმა ხოლო ყურადღება სწრაფად მიიპყრო მისმა შესაძლო იდეამ. ლბ1 არის პატარატანიანი ადამიანი რომელსაც  თავის ქალის შიადნ ნაწილის მოცულობა შემდეგნაირი აქვს: 380-410 სმ3. მისი სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრი იყო და ხოლო გეოლოგიური ასაკი 18 000 წელი. მკვლევარებმა მიიჩნიეს რომ ეს აღმოჩენა იყო ჰომო ერექტუსისი  ბოლო სახე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გარდაქმნის შედეგად დადგა.  ბოლო ხანებში მორვუდმა, ბრაუნმა  და  მათმა კოლეგებმა  სინათლე მოჰფინეს  ჰომო ფლორესიენსისს.  მათ იპოვნეს ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადგინდა რომ ჰომო ფლორესიენსისი  არ არის ჰომო ერექტუსის  ფორმირების შედეგად წარმქმნილი. მხოლოდ ამ სახეობის გეოლოგიური ასაკიღა იყო ეჭვქვეშ. სხვა ინტერპრეტაციების მიხედვით, ლბ1 არის ჯუჯა ან დაავადებული მიკროცეფალიით. ლბ1 ის დამუშავება მოხდა   უამრავი ახალი აპარატურით,  რის შემდეგაც იგი შედარეს  სხვა უკვე ჩვენთვის  ცნობილი ადამიანის წინაპრებს. მსგავსება არსებითი იყო მაგრამ  განსხაება მხოლოდ ზომებში იყო.  საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე რომ ლბ1 არის “მიკროსკოპული ადამიანი” და რომ მისიმიკუთვენბა არ შეიძლება სხვა რომელიმე სახეობაზე. 

ჰომო ფლორესიენსისი, ე.წ. „ჰობიტი“ იყო უძველესი ადამიანი რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 17,000 წლის წინ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი ჰომო ფლორესიენსისის პირველი ნამარხი, ძვლის იარაღსა და ცხოველთა ნამარხებს შორის, 2003 წელს ლინგ ბუას გამოქვაბულში, ინდონეზიაში.

პირველი ნიმუში 3,5 ფუტი სიმაღლის (1,06 მეტრი), 30 წლის ქალი სახელად ლბ-1 რომელსაც ჰქონდა თითქმის სრულყოფილი თავისქალა და ჩონჩხი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ძვალს კიდურებისას, ხელისა და ფეხის ძვლებსა და მენჯის ძვალს.[1]

„აღმოჩენილი ჩონჩხი არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გასაოცარს ხდის ამ ნიმუშს“ (მარკ კოლარდი, ბიოლოგ-ანთროპოლოგი სიმონ ფრაზერის უნივერსიტეტში, ამერიკა, კოლუმბია.) მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვაქვს ეგზომ ასოცირებული ადამიანის ჩონჩხები სხვა ტერიტორიებზე გარდა ნიდერლანდებისა“.[1]

ლბ1-ს თხელი აღნაგობა ჰქონდა და მას ზედმეტ სახელად „ჰობიტსაც“ ეძახიან.

არქეოლოგებმა აღმოაშინეს საღეჭი და ლბ1-ის ჩონჩხის რვა ნაწილი, რასაც ვგებულობთ 2009 წლის სტატიიდან, რომელიც გამოქვეყნდა ჟირნალში „ადამიანის ევოლუცია“. ამ აღმოჩენებით ვიგებთ, რომ ლბ1 არ გახლდათ ანომალიური. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰომო ფლორესიენსისს შეეძლო ეცხოვრა 95,000 წლის წინათაც.

სექციების სია

რა ადგილი უკავია ჰომო ფლორესიენსისს სიცოცხლის ხეში[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომინინების ოჯახურ ხეში, რომელიც მოიცავს იმ სახეობებსაც, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის ხაზის (ჰომოს გვარი) შიმპანზეებისგან გამოყოფის  შემდეგ განვითარდნენ, ბუნდოვანია. მეცნიერებმა განიხილეს, რამდენად `hobbit specimens` წარმოადგენს ჰობიტის ნიმუშის უკვე გამქრალ სახეობას ადამიანის საოჯახო ხეში, შესაძლებელია იგი იყო Homo Erectus -ის გვერდითი შტო, 1.8 მილიონი წლის სიძველის ჰომინიდი, რომელიც შესაძლოა პირველი იყო,რომლის ტანის პროპორციებიც შეიძლება შედარებადი იყოს თანამედროვე Homo Sapiens-თან. უფრო თანამედროვე არგუმენტების თანახმად, `hobbit specimens` -ი შეიძლებოდა განვითარებულიყო პრე H.erectus-ის ჰომინინისგან.[1]

ფაქტობრივად, მეცნიერები ეძებენ გზებს, რომ მეტი შეისწავლონ ამ `hobbit`-ის ევოლუციის შესახებ, ეძებენ სხვადასხვა მინიშნებებს, მაგალითად, `hobbit`-ის  წინაპრებს სხვადასხვა ინდონეზიურ კუნძულებზე. ერთ-ერთ კვლევაში, 2016 წლის 14 იანვრით დათარიღებულ, The Journal Nature-ს გამოცემაში, მკვლევრების ჯგუფი ეძებდა ასეთ მინიშნებებს სულავესის კუნძულზე, კონტინენტურ აზიასა და ფლორესის შორის. მათ იპოვეს ქვის იარაღები, რომლებიც მინიმუმ 118,000 წლით იყო დათარიღებული, რაც მიანიშნებდა, რომ `hobbit`-ის წინაპარი ცხოვრობდა ამ კუნძულზე სანამ თანამედროვე ადამიანები გამოჩნდებოდნენ 50,000 წლის წინ. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან ვინ იყო ამ იარაღების შემქმნელი, თუმცა სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავენ `hobbit`, Homo Erectus და Denisoyan,  რომლებიც ნეანდერტალელების ახლო ნათესავები არიან.

მიკრო ენცეპალიაში თუ ჩავიხედებით, მეცნიერების გუნდმა დინ ფალკის (პალეანტოლოგი ფლორიდის უნივერსიტეტში) ხელმძღვანელობით, შეადარა კომპიუტერულად დამუშავებული 3 განზომილებიანი რეკონსტრუქციები. მან უწოდა ტვინის „ედოკასტები“ ცხრა მიკროცეფალური თანამედროვე ადამიანის ტვინებიდან 10 ნორმალური თანამედროვე ადამიანის ტვინიდან. მათ აღმოაჩინეს ორი კოეფიციენტი, როდესაც ზომავდნენ სხვადასხვა თავის ქალას, მათ დაადგინეს, რომ ადვილად განსაცალკევებელია ნორმალური ადამიანის თავის ქალა მიკროსეფალიდურისგან. როდესაც ფალკის ჯგუფმა გამოიყენა კლასიფიკაციის ეს სისტემა ვირტუალური ენდოკასტის `hobbit`-ის თავის ქალაზე, მათ გაარკვიეს, რომ მასში მეტად იყო ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ვიდრე მიკროცეფალიდურისთვის. 

იყო თუ არა ჰომო ფლორესიენსისი ცალკე სახეობა[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსები ამტკიცებენ რომ ნაშთები ეკუთვნოდა გადაშენებულ ადამიანს მიკროცეფალიით,( პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება პატარა თავით, ჰობიტის  ტვინი დღევანდელი ადამიანის 1/3-ს წარმოადგენდა) პატარა ტანითა და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობებით. იმისათვის, რომ დაემტკიცებინათ ჰომო ფლორესიენსისი ნამდვილად იყო თუ არა თანამედროვე ადამიანი მიკროცეფალიით, მეცნიერებმა შექმნეს თანამედროვე ადამიანისა და მიკროცეფალიით დაავადებული ადამიანის ტვინების მოდელები. ჰომო ფლორესიენსისზე დაკვირვების შედეგად, მეცნიერმა გუნდმა 2007 წლის სახელმწიფო სამეცნიერო აკადემიის ჟურნალში გამოაქვეყნა, რომ ჰობიტები თანამედროვე ადამიანთან უფრო ახლოს იყვნენ განვითარებით, ვიდრე მიკროცეფალიით დაავადებულებთან. ეს ყველაფერი იმაზე დაყრდნობით, რომ პატარა ჰობიტები მიკროცეფალიით არ იყვნენ დაავადებულნი.

2013 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ჰომო ფლორესიენსისს იმაზე დიდი ტვინი ჰქონდა, ვიდრე ადრე აღმოაჩინეს. ჰობიტის ტვინის სკანირებამ დაადგინა, რომ მისი ტვინი 426 კუბური სანტიმეტრი იყო, ეს მაჩვენებელი არ ემთხვევა კვლევებით გავრცელებულ მაჩვენებელს - 400 კუბურ სანტიმეტრს.  ეს მეტია თანამდროვე ადამიანის ტვინის 1/3-ზე რომელიც მიახლოებით 1,300 კუბური სანტიმეტრია, ან 79 კუბური ინჩი. კვლევბმა აჩვენა რომ ჰომო ერექტუსი შეიძლება ჰომო ფლორესიენსისის წინაპარი იყოს. იავანური ნიმუშების მიხედვით, ჰომო ერექტუსის ტვინი დაახლოებით 860 კუბური სანტიმეტრი იყო. ასევე შესაძლებელია რომ ჰობიტები განვითარებულიყვნენ ჰომო ჰაბილისიდან, რომლის ტვინის ზომაც დაახლოებით 600 კუბური სანტიმეტრი იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, მკვლევართა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი პათოლოგიური არგუმენტი იმასთან დაკავშირებით რომ ჰომო ფლორენსისი არ იყო ცალკე სახეობა. შრომაში, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა PNAS-ში, მეცნიერებმა დაადასტურეს რომ ლბ1-ის ტვინის თავისებურებები დიაგნოსტირებული იყო დაუნის სინდრომით. თუმცა მოგვიანებით PNAS-ში გამოქვეყნებული ნაშრომით კოლარდმა და მისმა კოლეგებმა უარყვეს ეს მტკიცება, იმაზე დაყრდნობით რომ ჰომო ფლორესიენსისს არ აქვს ყბის ნაწილი, უფრო ზუსტად კი ნიკაპი - ეს წარმოადგენს ჰომო საპიენსის მთავარ დამახასიათებელ თავისებურებას. (ორიგინალი დასკვნის ავტორმა მომავალში კიდევ გააკეთა ამ ფაქტის დამადასტურებელი განცხადება). „წარსულში დიდი ყურადღება დაეთმო შესაძლო პათოლოგიებს რომლებიც შეიძლებოდა ამ სახეობისთვის ყოფილიყო დამახასიათებელი, კერძოდ ლბ1-ისთვის.“[1]- განაცხადა კოლარდმა. „მეცნიერები ყურადღებას ამახვილებდნენ ამ სახეობების იმ პათოლოგიებზე, რომელთაც საერთო არ ჰქონდა ჰომო საპიენსთან.[1]“ მაშინ როცა ლბ1-ს შეიძლება გააჩნდეს რომელიმე პათოლოგია, „მას არ აქვს ისეთი დამახასიათებელი თვისება რომელიც საშუალებას მოგვცემს ვთქვათ რომ ის პათოლოგიური ჰომო საპიენსია“ დაამატა კოლარდმა.  Royal Society B-ში გამოქვეყნებულ კვლევაში კოლადრმა და მისმა კოლეგებმა შეადგინეს 380 თავის ქალისა და კბილის ნიმუშები რომლებიც 20 სხვადასხვა სახეობის თავისებურებას წარმოადგენდა. მონაცემებზე დაკვირვების შემდეგ ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ჰომო ფლორესიენსისი მართლაც ცალკე სახოება იყო და ის არ წარმოადგენდა პატარა ტანის  ან დეფორმირებულ ადამიანს. უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა რომ ჰომო ფლორესიენსისი პრე-ჰომო ერექტუსის პატარა ტანის შთამომავალია, რომელიც მიგრირდა აფრიკიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან. ეს აჩენს დაშვებას რომ პირველი სახეობა რომელიც აფრიკიდან იმიგრირდა არ იყო ჰომო ერექტუსი(ეს იმ შემთხევაში თუ დავუშვებთ რომ ჰობიტი ცხოვრობდა აზიაში, მაგრამ არ განვითარებულა ჰომო ერექტუსისგან)[1].

ჰომო ფლორესიენის ურთიერთკავშირი სხვა ჰომოებთან[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია საკმაოდ ზრდასრული ჩონჩხი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ლიანგ ბუას ტერიტოტიაზე. ეს ტერიროტია მდებარეობს ინდონეზიაში, ის არის ფლორესის კუნძელი, ხოლო რაც შეეხება აღმოჩენილ ჩონჩხს, მას აქვს საკმაოდ პრიმიტიული და ამავდროულად უნიკალური აგებულება და ამავდროულად აქვს ისეთი თვისებები, რომ იგი ძალიან მარტივად შეიძლება შევადაროთ ნებისმიერ სხვა ჰომინდს. არქეოლოგები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ იმით, თუ რა კავშირში იმყოვებოდა აღმოჩენილი ჩონჩხი სხვებთან და ამ ინტერესმა დაჩქარა ის ფაქტი, რომ რაც შეიძლება მალე გარკვეულიყო ეს კავშირი და დადგენილიყო სხვადასხვა მსგავსებები თუ განსხვავებები სხვა ნებისმიერ ჰომინდთან. როგორც გაირკვა ეს იყო პატარა შრომის უნარიანი ჰომინდი, რომელიც არსებობდა დაახლოები 18 000 წლის წინ.  არაერთი კვლევა იქნა ჩატარებული და საბოლოოდ გაკეთდა დასკვნები, რომ ჰომო ფლორენსისი იყო ბოლოწარმომადგენელი იმ პერიოდისა და მან მოახდინა საბოლოო ე.წ საბოლოო განცალკევება ჰომო ერექტუსისა და სხვა იმ წარმომადგენლების, რომელთა არსებობობაც ამ კუნძულზე იყო სავარაუდო.

შედარებით გვიან კი ისეთმა ადამიანებმა ,როგორებიც არიან მორვუდი, ბრაუნი და მისი კოლეგებმა ჩაატარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და ფართო მასშტაბების კვლევა, რომელიც მოიცავდა ჰომო ფლორენსიესისის არსებობის და ურთიერთკავშირების შესახებ მეტი მასალის მოპოვებას და დაასკვნეს, რომ მას ჰქონდა ძალიან მცირე ზომის სხეული, მაგრამ როგორც ვთქვით იყო საკმაოდ შრომისუნარიანი.  მათი კვლების შედეგად გაქარწყლდა ის მოსაზრება, რომელიც მანამდე არსებობდა და რაც გულისხმობდა იმას, რომ ჰომო ფლორენსიესისი ძალინ მჭიდრო კავშირში იმყოვებოდა ჰომო ერექტuსებთან. მათი გეოლოგიური კავშირიც არ დადასტურდა.

არსებობდა გასხვავებული დასკვნებიც. ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი თეორიის თანახმად, წარმოდგენილი სახეობა მიეკუთვნებოდა ჯუჯათა კლასს. ჰომო ფლორესიენსისი შედარებით ჰომოების სხვა კლასებთან, არ დასტურდება ისიც რომ ეს სახეობა მიკროცეფალიკის წარმომადგენელია, როგორც ამას არაერთი მეცნიერი ამტკიცებდა. საბოლოოდ არც ერთი შედარება ამ სახეობებისა არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ჰომო ფლორენსიესი მივიჩნიოთ რომელიმე სხვა კლასის ისეთი როგორიც არის ჰომო საპიენსი, ჰომო ერექტუსი ან სხვა მსგავსად. მათ შორის არ აღნინიშნება არსებითი საერთო ნიშნები და უმეტესი კვლევების თანახმად არც ერთ ჭრილში არ დასტურდება მათი გეოლოგური ურთიერთკავშირიც ერთმანეთთან.

დასაწყისში ნახსენები იყო, რომ ეს შრომის უნარიანი არსება, უნდა ვაღიაროთ, როგორც უნიკალური. ის შეიძლება გამოიყოს ცალკე სახეობად, რომელსაც აქვს თავისთვის განკუთვნილი ცალკეული მახასიათებლები, რომლებიც არავის მსგავსი არ არის და შესაბამისად ეს ყოველივე არის წინაპირობა იმისა, რომ ჰომო ფლორენსიესი მივიჩნიოთ ცალკე კლასის წარმომადგენელ არსებად და განვიხილოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც მას არ მიუღია რომელიმე კონკრეტული წინაპრისაგან.

კიდევ რა ვიცით ჰომო ფლორესიენსისზე[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც მკვლევრებმა პირველად აღმოაჩინეს ჰომო ფლორესიენსისი, მათ ამასობაში მოიძიეს ქვის ხელსაწყოები და ცხოველთა ნაშთები ლიანგ ბუას გამოქვაბულის მიწის ერთსა და იმავე შრეში. ხელსაწყოები ძალიან მარტივი იყო, ისინი ყველაზე პრიმიტიულ ინსტრუმენტებს წააგავდა, რომლებიც იყო ადრეულად აღმოჩენილი.

ცხოველთა ნაშთებში აღმოჩენილ იქნა კომოდოს დრაკონის, ვირთხების, ღამურების, პიგმეური სპილოს ნაშთები. სპილოს ეტყობოდა ნაჭრილობები, რაც მიუთითებდა, რომ ჰომო ფლორესიენსისები კლავდნენ ცხოველებს, ასევე აღმოჩენილი იყო ცეცხლის არსებობის ნიშნები.

ლიანგ ბუას გამოქვაბულში მეცნიერებმა შემდგომში რამდენიმე ჩიტის ქსოვილიც აღმოაჩინეს, ფრთისა და ფეხის ძვალთა ჩათვლით. ამ აღმოჩენების მიხედვით დადგინდა, რომ ფრინველთა სიმაღლე დაახლოებით 1.8 მეტრი უნდა ყოფილიყო, ისინი კი თევზებით იკვებებოდნენ.

კვლევა ასევე ინტერესდებოდა, ცხოვრებდნენ თუ არა `Hobbit`-ები თანამედროვე ადამიანებთან ერთად, რომლებიც, სავარაუდოდ 50,000 წლის წინათ,  ცხოვრობდნენ ისეთ ინდონეზიურ კუნძულებზე, როგორიც ფლორესია, ამბობენ მეცნიერები. წინარე ნამუშევრები გვთავაზობს, რომ `Hobbit`-ებს დაკავებული ჰქონდათ გამოქვაბული 12,000-დან 95,000-მდე წლის წინათ, რაც გვეუბნება, რომ ისინი საგრძნობლად განსხვავდებოდნენ მათ ტანით უფრო დიდი ზომის ნათესავებისგან . უფრო ახლანდელ კვლევაში, რომელიც 2016 წლის 30 მარტს გამოქვეყნდა ჟურნალ `Nature`-ში, მოხსენიებულია, რომ მეცნიერებმა მიაგნეს ნივთმტკიცებას, რომელიც ადასტურებს, რომ `Hobbit`-ები გაქრნენ კუნძულიდან ჩვენ მიერ ნახსენებ დროზე ადრე. ლიანგ ბუას გამოქვაბულის უფრო ახალი ფენების გამოკვლელვისა შემდეგ და მათი ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰომო ფლორესიენსისი ცოცხალი იყო და გამოქვაბულში 190,000-50,000 წლის წინათ ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდა, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, ამბობენ მკვლევრები .

აღმოჩენილი ქვის იარაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ინდონეზიაში აღმოჩენილი იქნა გაქვავებული არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც მოიცავდა ისეთ კონკრეტულ ნაწილებს, რომელიც ასოციაციას იწვევდა ვირთხის, დრაკონის და სხვა მსგავსი არსებებთან. ეს აღმოჩენები თარიღდება დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცვამდე 840-700 წლით. ეს ტერიტორია იწოდება, როგორც “სოა ბეისინი”. ამ ტერიტორიაზე არსებული ნაშთები ძველი პერიოდისაა და გარკვეული სამუშაობის შედეგად რამდენიმე წლის წინ იქნა განადგურებული, მაგრამ არსებობდა ისეთი ნაშთებიც, რომლებიც გადარჩა და ისინი აღმოჩენული იქნა მოგვიანებით მათა მენგის ტერიტორიაზე. ჩვენ ბევრი მსგავსების პოვნა შეგვიძლია აქ აღმოჩენილ ნამარხებსა და „ლაინ ბუას“ გამოქვაბულში აღმოჩენილ ნაშთებს შორის. ეს უკანასკნელი ნამარხები ძალიან ჰგავს იმ ნაშთებს, რომლებიც ვახსენეთ და რომელსაც ჰომო ფლორენსიესისს უწოდებენ არქეოლოგები და მეცნიერები. მისი ტვინის მოცულობა ივარაუდება, რომ არის დაახლოებით 400 სანტიმეტრი. მეცნიერების ნაწილი იმ აზრსაც ემხრობა, რომ ჰომო ფლორენსიესის ეს სახეობა იმდენად განვითარებული და კომპლექსურია, რომ იგი შესაძლოა მჭიდრო კავშირში იმყოფებოდეს თანამდედროვე ადამიანებთან ანუ ჰომო საპიენსებთან.

მათა მენგში დაახლოებით 487 ადგილია ისეთი, სადაც სხვადასხვა გათხრების შედეგად მოხერხდა, რომ აღმოჩენილიყო ქვის იარაღები. ისინი გადატანილი იქნა ამ ადგილებიდან სპეციალური ტრანსპორტირების შედეგად ხოლო რაც შეეხება მათ ზომას ის ძალაინ მცირე მოცულობისაა, მაქსიმალური ზომა აღინიშნება დაახოებით 10 მმ. აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ მათი ხარისხი არც ისე დაზიანებულია და შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ წყალი, რომელთანაც აღნიშნულ იარაღებს ჰქონდათ შეეხება არ არის დიდი ზიანის მომტანი მათთვის. მეცნიერების მიერ შესწავლილი იქნა თვითონ წყლის შემადგენლობაც და მისი აგებულება და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ მისი მისი დიდი ნაწილი (დაახლოებით 52%) არის აბსოლუტურად სუფთა შემადგენლობის. ეს ანალიზი გაკეთებულია  იმ 507 ქვაზე დაკვირვებით, რომელიც ამ ტერიტორიის მიდამოებში იქნა აღმოჩენილი.  გათხრებისა და ფართო შესწავლების წლებად თარიღდება 1994 და ამის შემდეგ 2004-2005 წლების მიჯნა, რომელიც საბოლოოდ დასრულდა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეკრებით სამხრეთ-აზიის ერთ-ერთ კუნძულზე. აღმოჩენილ ქვებს შორის არის ძალიან ბევრი მსგავსება. ერთი შეხედვით მათი აგებულება არის ძალაინ მარტივი. აღმოჩენილია დაახლოებით 5 სახეობის ქვა, იარაღი. მათ შორის მთავარი განსხვავება აღინიშნება შრეების განლაგებაში, სწორედ იმ შრეების ,რომელთა ერთობაც ქვის მთლიან სურათს ქმნის. მათ ერთ ნაწილს შრეები დაფარული აქვს ცოტა უხეში ზედაპირით, ან პირიქით მათი ზედაპირი სრულიად პრიალაა. ხშირად ერთი ქვის რამდენიმე ზედაპირი შესაძლოა ერთმანეთისაგან სრულიად გასხვავებული იყოს. ქვებს აქვს ბირთვი, რომლის აგებულებაც შრეებთან ერთად ასევე განსხვავებულია. რაც შეეხება ქვების ზომებს მათი მოცულობა მეტნაკლებად გასნხვავებულია ერთმანეთისაგან, მაგრამ თუ მხოლოდ არსებით დეტალებს დავუკვირდებით, ისინი თითქმის ერთი ზომისანი არიან. მეცნიერები სწავლობდნენ თვითოეული ქვის ფორმას, ფორმებს შორის განსხვავება აღინიშნება იმაში, რომ მათი ნაწილი არის წაგრძელებული, რომელსაც აქვს საკმაოდ ბასრი კიდეები.

მიუხედავად ამ დიდი განსხვავებისა დათარიღებებს შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ აღმოჩენილ ნაშთებსა და ჰომო ფლორენსიესის სახეობას შორის აღნიშნება ძალიან ბევრი მსგავსება. ორივე აღმოჩენაში არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ წარმონაქმნები გარკვეულწილად დაკავშირებულია სხვადასხვა ვულკანურ ძალებთან. ასევე მათზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ნედლეული, რომელსაც ამ მდინარეში აქვს ადგილი და მასთან შეხება აღნიშნულ აღმოჩენებს უპირობოდ უწევთ  და ასევე ტრანსპორტირებაც მისი გავლით ხდება. ორივე ტერიტორიაზე აღმოჩენილ ქვებს შორის მთავარი მსგავსება არის ისევ და ისევ მათ ფორმებში და ზომებში. ბირთვის მნიშნელობა ორივე მათგანთან თითქმის უცვლელია, ხოლო განლაგება შრეებისა და აგებულება თვითონ სტრუქტურისა მეტნაკლებად განსხავებულია. დაფარვა შრეებისა არ არის რადიკალურად განსხვავებული, ის დამოკიდებულია თვითონ ნებისმიერი ქვის ინდივიდუალურობაზე.

ამ ორი განხილული კვლევისა და აღმოჩენის ჩატარების შემდეგ, დავის საგანი იყო ის ფაქტორი, რომელი მათგანი შეიძლებოდა, რომ მიჩნეულიყო როგორც ტექნიკურად უფრო გამართული და შესაბამისად უფრო გამოსაყენებელი ელემენტი, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმე იყო იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ვთქვით მათ შორის არსებითი განსხვავება არ იყო არც ზომაში, არც ფორმაში და შესაბამისად მათი გამოყენების შანსები და ეფექტურობის ხარისხიც მეტნაკლებად თანაბარი გახლდათ. ასევე განიხილავდნენ იმასაც თუ რა დატვირთვა ჰქონდა თვითეულ იმ ელემენტსა თუ ორნამენტის მსგავსს სიმბოლოს, რომლებსაც შესაძლოა ქვის ამ ქსოვილე შევხვედროდით. ეს ორნამენტები და მათ შორის არსებული განსხვავებები მეცნიერების მეირ აიხსნებოდ აიმით, რომ დროდადრო იცვლებოდა მათი გამოყენებითობა, იცვლებიდა ყველაფერი, რა მიზნითაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა იგი და ეს კი იყო წინაპირობა იმისა, რომ შეცვლილიყო ზოგადად მათი ტიპები. მასზე წარმოიშობოდა სხვადასხვა სიმბოლო, ეს შეიძებოდა ყოფილიყო პიგმენტების სახითაც და საბოლოოდ კი ყალიბდებოდა, როგორც ცალკეული ორნამენტი და იყო თვითონ ქვის შემადგენელი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა თვითოეული მეცნიერის მოსაზრებაზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიხედვით მკვლევარს შეეძლო ევარაუდა, თუ რა დანიშნულება გააჩნდა ამ ნებისმიერ საგანს თავისი გამოყენების გარგლებში და ასევე დაედგინდა მისი არსებობის პერიოდი, ე.წ წლოვანება.[1]

საბოლოოდ, რომ ითქვას მათა მენგისა და ლაინგ ბუას ტერიტორიებზე ჩატარებული აღმოჩენების შედეგები ფაქტობრივად ერთნაირია. ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია ამ კონკრეტულ სახეობათა ვინაობები. ეს ეხება აღმოჩენილი ადამიანების ჩონჩხებს და მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ მათი ნათესაობა ნებისმიერ ჰომინდთან, რაც საკმაოდ რთულად განსახორციელებელია.

როგორ გამოიყურებოდა ჰობიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლბ1-ზე დაყრდნობით, ექსპერტებმა დაასკვნეს რომ ჰომო ფლორესიენსისი იწონიდა 35-დან 79 ფუნტამდე. (16-დან 36 კილოგრამამდე), ჟურნალ Nature-ს მიხედვით, რომელშიც გამოქვეყნებული სტატია აღწერს ნიმუშს.

ჰობიტის ნარჩენები წარმოდგენას გვიქმნის მისი წინაპრების უნიკალური თვისებების შესახებ (პრიმიტიული თვისებები, რომლებიც წინაპრებისგან მიიღო) და წარმოქნილი თვისებები (განვითარებული თვისებები, რომლებიც წინაპრებს არ გააჩნდათ).  მათ ჰქონდათ თავის ქალა რომელიც ჰგავდა პირვანდელ ჰომო სახეობებისას, მათ შორის ბრტყელი, დახრილი შუბლი და მოკლე, ბრტყელი სახე. თუმცა, მათი კბილები და ყბა უფრო მეტად ჰგავდა ავსტრალოფითეკუსს(ჰომო წინაპარს), ჟურნალ Nature-ს მიხედვით.

2007 წელს ჟურნალ Science-ს კვლევაში, მეცნერებმა დაკვირვებით შეისწავლეს ლბ1-ის მაჯის სამი ძვალი და მივიდნენ დასკვნამდე რომ ეს ძვლები უფრო მეტად მაიმუნის ძვლებს წააგავს ვიდრე თანამედროვე ადამიანებისას. ეს დასკვნა ცხადჰყოფდა იმას რომ ჰომო ფლორესიენსისი თანამედროვე ადამიანებისგან განსხვავებულ სახეობას წარმოადგენდა.

2012 წელს სუზან ჰეისმა, მთვარმა მკვლევარმა ვოლოგონგის უნივერსიტეტში,  (ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია) და მისმა ჯგუფმა კონკრეტულად შეისწავლა ქალი ჰობიტის სახე, 3D ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად, რისი მეშვეობითაც მოხერხდა მონაცემების კომპიუტერში შეყვანა. 

პალეო-შემსრულებლებთან შედარებით ჰეისის კვლევამ უფრო მეტი მსგავსება აღმოაჩინა ჰობიტსა და თანამედროვე ადამიანს შორის ვიდრე წინა კვლევებმა აჩვენა, როცა მსგავსება მაიმუნებთან უფრო დიდი იყო.

ჰობიტს, ამ აღწერილობით, არ აქვს ქალისთვის დამახასიათებელი ფართოდ გახელილი თვალები და ასევე არ გააჩნია შუბლის დიდი ნაწილი. უფრო თანამედროვემოდელირებულ პორტრეტს აქვს ფართო, მოკლე სახე და შედარებით თანამედროვე ცხვირის სტრუქტურა, ვიდრე სახის წინა მოდელებს. 2013 წლის არქეოლოგიური მეცნიერების ჟურნალის მიხედვით. 

ძვლების სტრუქტურა[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო ფლორესიენსისის ძველბის სტრუქტურა  ძალზე განსხვავებულია ჩვეულებრივი (თანამედროვე ) ადამიანისაგანის აღნაგობისაგან, მაგრამ ძალზე მსგავსი შიმპანზისა და ძველი ჰომინიდის სტრუქტურისა.[2]  ეს  ამტკიცებს იმ მოსაზრებას რომ ჰომო ფლორესიენსისი არის კიდევ ერთი  სახეობა ძველი ადამიანის.  სუზან ლარსონმა გაანალიზა ლბ1 ის ზედა კიდურები.  მათ დაადგინეს რომ ლბ1-ის  მხრის ძვალი უფრომცირეა ვიდრე ნორმლაური ადამიანის.  მანამდე ამ საკითხს შეისწავლიდა რიჩარდი რომელმაც ეჭვგარეშე დააყენა ის ფაქტი რომ ეს ნიშანია თანამედროვე ჯუჯებს ახასითებთ. ლარსონმა უარყო რიჩარდის მოსაზრება და თქვა რომ  ჯუჯებისათვის დამახასიათებელი  მხრის ძვალი  ჩვეულებრივ წააგავს ნორმალური ადამინისას. ისინი ამტკიცებდნენ რომ რიჩარდის მიერ 1972 წელს შესწავლილი აფრიკელი ჯუჯების ექვსი ოჯახი არ იყო საკმარის მტკიცებულება რომ მთელ ასეთ მოდგმაზე ესაუბრა. ამასთანავე ლარსონმა ვერ შეძლო მიკოცეფალიის კვალი ეპოვნა შესწავლილ ძვლებზე. ლარსონმა ასვე შეისწავლა შედარებით მოკლე ლავიწისა და უჩვეულო ფორმების გულსაკიდი სარტყელი. მათ შეადარეს მონაცემები ჰომო ერექტუსს და ივარაუდეს, რომ ჰომო ფლორსიენსის მკერდის სარტყელი იყო მხრის ევლუციის გარდამავალ ეტაპზე.  ტოჩერმა ლბ1-ის მაჯის ძვლებად მიჩნეული ძველბი შეადარა თანამედროვე ადამიანის, ადრეული პერიოდის ჰომინიდების და აფიკელთა ძვლებს. მათ დაადგინეს, რომ შესადარებელი ძვლები სრულად განსხვავდებოდა ჰომო საპიენსის და  ნენადერტალერის მაჯის ძველბისგან. მსგავსება  მხოლოდ ავსტრალოპიტეკთან დადგინდა. ჰომო ფლორენსიენსისს მიკუთნებული ძვლები აღმოჩენილი იქნა ტბა ფლორესის მახლობლად.  გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძველბის ფორმირება ემბრიოგენეზის დროს ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ტოჩერი ამტკიცებდა რომ ამ ძველბის მიერ მიღებული ფორმა შეუძლებელია შემდეგ განვითრებული დაავადების შედეგად ყოფილიყო ფორმირებული.  მტკიცებულებებმა ასევე აჩვენეს, რომ ჰომო  ფლორესიენსისი არა არის თანამედროვე ადამიანი,  რომლსაც ჯერაც უცნობი ძვლების პათოლოგია ან ზრდის დეფექტი აქვს. 

ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალა[3][4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან პატარა ტვინის მქონე ჰომინიდის ჩონჩხის მცირე ნაწილები აღმოაჩინეს გვიანი პლეისტოცენის გამოქვაბულების ნაშთებში ფლორესის კუნძულზე, ინდონეზიაში, სადაც მოხდა ახალი სახეობის, ჰომო ფლორესიენსისის გამოყოფა. მნიშვნელოვნად განსხვავებული ინტერპრეტაცია გულისხმობს იმას, რომ ეს მასალა ეკუთვნის ახალი ჰომინინის ტაქსონს, მაგრამ იმ პოპულაციას, რომელშიც პატარა ტანის თანამედროვე ადამიანებს ჰქონდათ პათოლოგიურად პატარა ზომის თავი. დავის უპირველესი საგანი არის ჰომო ფლორესიენსისის სახეობის წარმომადგენელთა ენდოკრინული არის ღრუს ფორმა და ზომა. ნაკლები ყურადღება ექცევა ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალისა და თავის ქალის უკანა ჩაღრმავების მორფოლოგიურ სიზუსტეს.

აქამდე არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც მიუთითებდა რა პრობლემა შეიძლება გამოეწვია თავის ქალის ზომის ასეთ ცვალებადობას ჰომო ფლორესიენსისის პატარა თავის ქალიდან თანამედროვე ადამიანის უფრო დიდ თავის ქალამდე. მიუხედავად პატარა ზომის თავის ქალისა, ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალის გარეგანი აგებულება ვერ იქნება შეთანხმებული ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანის თავის ქალის ნიმუშთან. ამის ნაცვლად, ჰომო ფლორესიენსისის ფორმა, რომელიც ნაჩვენებია მრავალგანზომილებიანი ანალიზით თანამედროვე ადამიანთან მნიშვნელოვანი განსხვავებებით, ჰგავს ჰომო ერექტუსის თავის ქალის მგრძნობიარე ნაწილებს და, უფრო ნაკლები კრიტერიუმებით, ჰომო ჰაბილისისას. შედეგები შეთავსებადია ლიანგ ბუას ჰიპოთეზასთან, რომ ეს ნიმუში წარმოადგენსმცირე პოპულაციას, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ადრეულ ჰომო ერექტუსთან, რომელიც გავრცელდა აღმოსავლეთ აფრიკიდან, ან დმანისიდან, და ასევე შეიძლება ჰავშირი ჰქონდეს ჰომო ჰაბილისთან. 

ჰომინინის ფილოგენური ალომეტრია[3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლევების უმრავლესობა, რომელბიც მიუთითებს ლიანგ ბუას კლასიფიცირებულ მსაგავსებებზე ჰომინინებთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს ზომასა და ენდოკრინული არის აგებულებაზე ჰომო ფლორესიენსისებში, თავის ქალის უკანა ჩაღრმავებაზე და განსაკუთრებით წინა კიდეურების აგებულებაზე. ამასთან ერთად, მცირე ანალიზები აკავშირებს თავის ქალის გარეგნულ აგებულებასა და კბილების ამოსვლას ერთმანეთთან[5].

მკვლევრების მიერ აღიარებულია, რომ ჰომო ფლორესიენსისს ძალიან მცირე მოცულობის  ენდოკრინული სისტემა გააჩნია მის სხეულის ზომასთან შედარებით, ასევე შესამჩნევია ტვინის მცირე მოცულობაც. კავშირების შეფასებისას გათვალისწინებულია ენდოკრინული სისტემის ზომა და ტვინის ხომა, თუმცა დღესდღეობით არც ერთი კვლევა არ აჩვენებს იმას,  რომ თავის ქალის თაღის ზომითა და თავის ქალის ზომით შეიძლება დადგინდეს მორფოლოგიური მსგავსებისა ჰომო ფლორესინსისს, თანამედროვე ადამიანსა და ჰომინინის განამარხებულ სახეობებს შორის. იმის გამო, რომ ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალა ძალიან პატარა ზომისაა თანამედროვე ადამიანსა და უმრავლესი განამარხებული ჰომოების თავის ქალის ზომებთან შედარებით, მორფოლოგიურმა ანალიზმა მხედველობაში აუცილებლად უნდა მიიღოს ის, თუ როგორ მცირდება თავის ქალის ზომა მის ფორმასთან მიმართებით, რადგან ეს ურთიერთკავშირი შესაძლოა არ იყოს იზომეტრიული.

ისმება ორი ძირითადი კითხვა ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალის გარეგნულ ფორმასთან დაკავშრებით: [4]ა) შესაძლებელია თუ არა, რომ ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალა ერგებოდეს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ, არაპათოლოგიური ფორმის მქონე თანამედროვე ადამიანის თავის ქალის მოდელს? ბ) თუ ეს არ შეიძლება, მაშინ ჰომინინის რომელ ტაქსონს ან ჰომინინის თავის ქალის რომელ ნაწილს ემსგავსება ყველაზე მეტად ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალა? ორივე კითხვაზე პასუხიხ ძიებისას, გამოყენებულია ორი დაშვება, რომელთაგან ერთ-ერთი ვარაუდობს იმას, რომ თავის ქალის ფორმაზე გავლენას არ ახდენს მთლიანი თვაის ქალის ზომა, მეორე დაშვება კი იყენებს განამარხებული და არსებული ნიმუშების შედარებას, რათა ცდის მეთოდის გამოყენებით შეძლოს ამ ორ კომპონენტს, ზომასა და ფორმას, შორის კავშირის დადგენა. ერთ-ერთი შემოთავაზებული იდეის თანახმად, მიკროცეფალური თავის ქალა, გამოკვლეული, როგორც წინა თავის ქალის ნაწილიარის შეუსაბამო ჰომო ფლორესიენსისთან შესადარებლად, ვინაიდან ისინი არ არიან ბოლომდე ზრდასრულები ან იმიტომ, რომ მათ აქვთ შედარებით მეტი თავის ქალის ტევადობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიკროცეფალია შეიძლება მრავალ სინდრომში აისახოს, როგორიცაა თუნდაც ფენოტიპი. ეს ნაკლებად სარწმუნოს ხდის იმას, რომ ნებისმიერი პატარა შესადარებელი ნიმუში შეიძლება ადეკვატურად წარმოადგენდეს მორფოლოგიური ვარიაციების მთელ რიგ შესაძლებლობებს მიკროცეფალურ თავის ქალაში. ამიტომ, შეზღუდულია ანალიზები არაპათოლოგიურ ნიმუშებზე, თუმცა ხდება შედეგების განხილვა და შედარება განამარხებულ ჰომინინებთან, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში მოხდეს დაკავშირება და მსგავსების აღმოჩენა იმ ჰიპოთეზის დასადასტურებლად, რომ ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალა წარმოადგენს თანამედროვე ადამიანის მიკროცეფალური თავის ქალის მაგალითს[4].

მონაცემები თავის ქალის თაღის ცვლილებასთან დაკავშირებით შეგროვდა ლიტერატურული მასალებიდან ჰომო ფლორესიენსისთვის, მსოფლიო მასშტაბით 2524 ზრდასრული თანამედროვე ადამიანის თავის ქალის ნიმუშებიდან და 30 განამარხებული ჰომინინის თავის ქალიდან. ერთგანზომილებიანმა შედარებებმა ზომისა და ფორმის შეთავსებასთან დაკავშირებით ჰომო ფლორესიენსისსა და თანამედროვე ადამაიანის ნიმუშს შორის მოიტანა სხვადასხვაგვარი შედეგები: ჰომო ფლორესიენსისი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თანამედროვესგან თუ შევადარებთ თავის ქალის დადგენილ სიგრძეებს, თავის ქალის მაქსიმალურ სიგანეს, ან თავის ქალის საბაზისო სიგრძეს, მაშინ როცა აღსანიშნავი განსხვავებაა სიმაღლის დადგენილ ზომას შორის, ასევე ზედა ყბის პროგენიასა და ბიასტერონიკულ სიგანეებს შორის. ჰომო ფლორესიენსისისთვის ღირებულია თანამედროვე ადამიანის თავის ქალის მთელ რიგი ფორმები გარდა თავის ქალის ფარდობითი სიმაღლისა, რომლისთვისაც ჰომო ფლორესიენსისს გაცილებით დაბალი მონაცემი აქვს, ვიდრე 2524 თავის ქალას თავამედროვე ადამიანის ნიმუშებში. ამ ცვალებადი სიდიდეების მრავალჯერადმა განხილვებმა აჩვენა, რომ ღირებულებათა კომბინაცია, რომლებიც ჰომო ფლორესიენსისშია თავმოყრილი, მკვეთრად განსხვავდება ყველა თანამედროვე ადამიანისგან.

პირველი სამი პრინციპის კომპონენტების გეგმები ცვალებადი ფორმის ანალიზში წარმოადგენს კომპაქტურ გროვას თანამედროვე ადამიანის თავის ქალაში, რაც გამორიცხულია. ჰომო ფლორესიენსისის გარეგანი აგებულების საწინააღმდეგოა თანამედროვე ადამიანის ტვინის სიმჭიდროვე, თანამედროვე ადამიანის ორი პოპულაცია ყველაზე პატარა თვაის ქალების სიმჭიდროვით. ეს ორი პოპულაცია გვიჩვენებს, რომ ზომა მხოლოდ უმნიშვნელო როლს თამაშობს თავის ქალის მორფოლოგიურ განსხვავებაში ამ ანალიზებში. ექვსი მთავარი კომპონენტის განხილვისას, ევკლიდური მანძილის გამოყენებით, ჰომო ფლორესიენსისი ყველაზე მეტად დაშორებული ნიმუშია თანამედროვე ადამიანის ცენტროიდისგან. ევკლიდური მანძილის შემთხვევითობის პრინციპზე ჩატარებული ტესტებიდან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანის სიმძიმის ცენტრი აღსანიშნავად განსხვავებულია ჰომო ფლორესიენსისისგან. თანამედროვე ადამიანის შესადარებელი ნიმუში, ჰომო ფლორესიენსისის თავის ქალის ფორმისგან განსხვავდება ცენტროიდის გადახრით სტანდარტისგან, გადახრის მაჩვენებელი კი 4.52-ია.[4]

როდესაც განამარხებული თავის ქალა გამოყენებულია პრინციპული კომპონენტების ანალიზში, განამარხებული ჰომო საპიენსი და ნეანდერტალები განხილულია თანამედროვე ადამიანის ტვინის სიმჭიდროვსი პერიფერიად და დარჩენილი განამარხებული ჰომინინების თავის ქალები ძირეულად შეცვლილია თანამედროვე ადამიანის თავის ქალით. მაგალითად, მორფოლოგია, რომელიც განასხვავებს თითოეულ განამარხებულ ნიმუშს თანამედროვე ადმიანისაგან, შეიძლებ აგანსხვავდებოდეს მცირედ სხვა განამარხებული ნიმუშებისგან, მაგრამ არა მთლიანია მორფოლოგიური ტრაექტორიით. ჰომო ფლორესიენსისი კი მორფოლოგიურად ყველაზე მეტად ჰომო ერექტუსის ნიმუშებს ჰგავს. ეს კავშირი მხარდაჭერილია წყვილებად დაჯგუფების არითმეტიკული მეთოდით დაგროვებითი ანალიზისას, რომელიც ემყარება კვადრატულ ევკლიდურ მანძილს ნიმუშთა შორის 6 პრინციპის კომპონენტებით. სამი მთავარი საკითხი მოიცავს: ჰომოს ყველა ჯგუფს, ავსტრალოპითეკის გამოკლებით, შემდგომ ჰომოს ჯგუფებს - ჰომო საპიენსსა და  ნეანდერტალებს ადრეული ჰომოს ჯგუფის გამოკლებით, რომელშიც შედიან ჰომო ერექტუსი და ჰომო ჰაბილისი. ჰომო ფლორესიენსისი დაჯგუფებულია ადრეულ ჰომოებთან, განამარხებულ ჰომო საპიენსთან და ნეანდერტალებთან და გავრცელების მიხედვით, გავრცელდა გვიანდელ ჰომოებთან ერთად და არა როგორც ცალკეული ჯგუფი.

ზემოთ აღნიშნული მაგალითი წარმოადგენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ცვლადი სიდიდე არ წარმოადგენს ჰომინინის თვაის ქალის სახეობების მიხედვით დაყოფის საფუძველს, თავის ქალა ისეა დაყოფილი, რომ პასუხობს სტანდარტულ ტაქსონომიურ ინტერპრეტაციებს. მთავარი მორფოლოგიური განსხვავება გამოყოფილია კლასტერებით, ანუ გროვებით, რომელიც სიმჭიდროვეს იწვევს. როდესაც ფორმა განხილულია შეფასების მაგალითების არარსებობისას, მაშინ ჰომო ფლორესიენსისი ყველაზე მეტად ემსგავსება არა-აზიელ ჰომო ერექტუსს, რომლის გავრცელების ადგილიცაა დმანისი (საქართველო) და განსხვავდება გვიანდელი ჰომოსგან. [4]

ასევე, ჰომო ფლორესიენსისში ევკლიდური მანძილის კომპონენტების შედარებისას განამარხებული სახეობების ცენტროიდებთან, ირკვევა, რომ ჰომო ფლორესიენსისი ყველაზე ახლოს დგას არა-აზიელ ჰომო ერექტუსთან. მსგავსად, როდესაც ნიმუშთა ცენტროიდების საშუალო მანძილი გათვალისწინებულია თითოეული ტაქსონისთვის განამარხებულ ჯგუფში, ჰომო ფლორესიენსისის ამ ჯგუფისთვის დამატება შეამცირებს ამ საშუალო მანძილს მცოლოდ ჰომო ერექტუსისა და არა-აზიელი ჰომო ერექტუსისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰომო ფლორესიენსისის ჩართვა ნებისმიერ ამ ჯგუფში შეამცირებს საერთო მორფოლოგიურ ვარიაციას მთლიანი ჯგუფისთვის, მაშნ როცა ნებისმიერ სხვა ჯგუფში მისი ჩართვა გამოიწვევდა ვარიაციის გაზრდას. 

პატარა ტვინი[6][7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც უკვე ვიცით ჰომო ფლორესიენსისის  სხეული მცირე ზომებით გამოირჩევა. გამონაკლისი არ ყოფილა მისი ტვინი. მეცნიერები გააკვირვა ტვინის ასეთმა პატარა მოცულობამ. ტვინის სრული მოოცულობა 380 სმ3 იყო, რაც მას შიმპანზესა და უკვე გადაშენებული ავსტრალოპითეკის საფეხურზე აყენებს. ლბ1-ის თავსი ტვინის მოცულობა არის იმის ნახევარი რასაც მისი  სავარაუდო, უშვალო წინაპარს, ჰომო ერექტუსს ჰქონდა. ამ აღმოჩენეამ ეჭვქვეშ დააყენა  ყველა დეტალი რომელიც ცნობილი იყო ჰომო ფლორენსინსისის შესახებ. იმისთვის რომ ეჭვები გამქალიყო საჭირო იყო დაედგიათ თუ როგორ შეიძლებოდა ტვინის მოცულობის ასე შემცირება.  ლონდონის  მუზეუმის მეციერებმა შეადარეს  ლბ1-ის შესახებ ნაპოვნი ცნობები  სხვა მათთვის ცნობილ შემთხვევებს. აღმოჩნდა რომ იგივე  მოხდა მაგადასკარში აწ უკვე გადაშენებული ჯუჯა ჰიპოპოტომთან დაკავშირებით. ჰიპიოპოტამის ტვინის მოცულობა გაცილებით მცირე იყო მისი თანამედროვე და წინაპაებისგან განსხვავებით. მეცნიერების მტკიცებით,  მიუხედავად  მათი ტვინის მოცულობისა ჰომო ფლორენსიენსისები თავისუფლად აკეთებდნენ იმ მოქმედებებს რომლებსაც მათი წიანპრები. მაგალითად როგორიებიცაა: ცეცხლის ანთება, ნადირობა და საჭმლის მომზადება. 

ფლორენციული ჯუჯების ტერფი [8][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლორენციული ჯუჯები გავრცელებულები არიან და ცხოვრობენ ლიანგ ბუაზე. ეს არის გამოქვაბული ფლორენციაში, აღმოსავლეთ ინდონეზიაში. ტიპიური ჯუჯის ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი და მისი მარჯვენა ფეხი, ეს ფეხი შეისწავლს და გადააგზავნეს აზიაში რომ შეედარებინათ მთლიანი ჯუჯის ტანს. კვლევამ გვაჩვენა რომ ის გავდა მისი წინაპრის გრძელ ფეხს, ანუ სავარაუდოა რომ წინაპარი ეყოლებოდა ნორმაკური განვითარების, ,,ანუ არაჯუჯა’’[8]

ჩვენთვის მიღებულია ორფხიანი ჰომინიდები როგორც მათი ნიშან-თვისება მაგრამ ჩვენ აღქმაში და მისი წარმოშობის და შემდგომი ევოლუციის შესახებ ინფორმაცია არის არასრული , არარის გამორიცხული რომ შევაფასოდთ ფეხის სიგრძე და ჩონჩხის ნაწილებით აწყობილი ჩონჩხის სიგრე რომ დაემთხვეს თანამედროვე ადაამიანის შაბლონისა და გამოყენების რეგრესიულ ანალიზს.

კვლვამ გვაჩვენა რომ კინემატოგრაფიული კორექტირება ტერფის მუხლის და სახსრების არის ადეკვატური ფეხის სიგრძისა. ძირითადა არსებობს ადამიანური საერთო ფორმულა, რაც ნიშნავს - ერთი მეტია ხუთზე , ხუთი მეტია ოთხზე, ოთხი მეტია სამზე და სამი მეტია ორზე, ეს არის ფორმულა რომელიც პირდაპირი ხაზით უკავშირდება ძვლების ფორმულას. ეს ფორმულა თანმიმდევრიბით ფიქსირდება და ცალსახაა რომ ყველაზე გავრცელებული ადამიანური ფორმულაა, ამას ამტკიცებენ ცნობილი მეცნიერებიც.

მეცნიერები ამავდროულად ამტკიცებენ იმასაც ,რომ აღმოჩენილი წინაპარის ტერფი არის არაპროპორციულად ხანგრძლივი შედარებით თანამედროვე ადამიანთან ასევე მეცნიერები უკავშირებენ ნათესავურ კავშირსაც რადგან მისი სიგრძე პროსტიმალური დისტალურთან ნაკლებათ ემთხვევა ასევე და ფორმაც განსხვავებულია.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი თითქმის ყველა ძვალი არის პრმიტიულ ფორმის და არის დიდი და თითქოს დაპროექტებულია გვერდითი ზღვარის ძვალზე, რაც განსაკუთრებით აღასნიშნავია, რადგან ამგვარი აგებულება თითქოს იშვიათად მეორდება, ან არ მეორდება. ეს არის მსგავსი თანამედროვე ადამიანებისა გარკვეული თვისებებით, მაგალითად კისრის კუთხე სხეულის ოდნავ გადახრილი ფორმა და დორსალური ზრდა.

ფიგურა, ფეხები, პროპორციები, სიგრძე, სიგანე და ყველაფერი დანარჩენი ძალიან ჰგავს შიმპაზეების აგებულებას, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ცალსახაა დასკვნა, რომ ადმაიანის წინაპარი დანამდვილებით იყო შიმპანზე.[8]

როგორც ჩანს, ნაკლებად ტრაპეციული ფორმის აღმოჩნდა ეს ფეხი და ძვლები, ვიდრე ბევრი თანამედროვე ადამიანის, ეს განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩენა იყო მეცნიერებისათვის თუმცა ორივე შემთხვევაში პროცესი არის სიმეტრიული რომელიც როგორც წესი განიხილეს მტკცებულებად,.

ძვლოვანი მენჯის, ქვედა კიდურების, ძვლების, ფლორესიენსისის ტერფის შემსწავლელმა კომისიამ გამოავლინა ცალსახა ადაპტაციის ბიპეტალიზმი , მაგრამ ისინი ასევე გაგზავნილი იქნება ფუნქციურად მნიშვნელოვანი გზების გამოსაკვლევად. ამის მიხედვით შედგა გრაფიკი და ანატომიასთან შედარებით ძვლის გამოკვლევების მორფომეტრიკა ჩატარდა ფლორენციაში.

რაც შეეხება ფლორენციაში აღმოჩეილ ფილოგენიურ ტერფს, ექპონატები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი და თანამედროვე ადამიანის სხეულის ზომებში არ ჯდება და მას ასევე გაჩნია პრიმიტიული თვისებები რომლებიც თვალნათლივია.

ამრიგად მეცნიერების დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის წინაპრებს, მათს აგებულებასა და ევოლუციას, რომლებსაც ისინი განიცდიან განვითარების ეტაპზე, თითოეული მეცნიერისთვის მნიშვნელოვანია ყოველი ახალი აღმოჩენა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის დღევანდელ სახეობამდე ჩამოაყალიბებასთან, ადამიანთა დიდი ყურადღებაც ეპყრობა ამ თემებს და შესაბამისად მეცნიერებიც არ აყოვნებენ შედეგებს, რომლებიც მილიონობით წლის წინანდელ ცხოვებას ასახავს და როგორღაც აცოცხლებს.[8]

მოკროცეფალია[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკროცეფალია არის ჰეტორეგნური  დარღვევა რომლის დროსაც ტვინი განსაზღვრულ დონემდე იზრდება და შემდეგ წყვეტს ზრდას ამის გარდა სხვა რაიმე ნიშანი მას არ ახასიატებს. მიკროცეფალია არც ისე გავრცელებული აშლილობაა ის მხოლოდ ახალდაბადებულების 2% აღენიშნება. დღემდე ნაპოვნია   400 ზე მეტი სინდრომი რომელიც ხელს უშლის ტვინის ნორმალურ ზრდას.[7]  კლინიკურად ისინი დაყოფილია “მაღალი ფუნქციონირების” მიკოცეფალიად და “დაბალი ფუნქციონირების” მიკოცეფალიად.  მათ შორის განსხვავება ისაა, რომ მაღალი ფუნქციონირების მიკროცეფალია მუცლად   ახასიათებს ორგანიზმს და მისი დადგენა  ადრეულ ასაკშია შესაძლებებლია.  დაბალი ფუნქციონირების მიკროცეფალია კი დაბადების შემდგომ პერიოდთანაა დაკავშირებული. 

არქელოლოგიური ნივთმტკიცება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკოცეფალიის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული არქეოლოგიის ისტორიაში. სმიტ და ვუდ ჯონსებმა შეამჩნიეს ამ  დარღვევის ნიშნები ეგვიპტეში გათხრების შედეგად აღმოჩენილ ქალზე.

ველსმა დაახასიათა თავის ქალა რომლის შიგთავსიც მხოლოდ 485 სმ3 იყო და რომელიც ანტიკური პერუს პეიოდით თარიღდება. თავის ქალის პროპორციები ტედარებით დიდი იყო. 

ჩაკეტილი ჯუჯები ჰიპოპოტამებში და ფლორენციელი  ჯუჯების ტვინის შემცირების მოდელი[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზმის ზომების შემცირება ძუძუმწოვრებში ძირითადად არის დაკავშირებული მხოლოდ ტვინის ზომის შემცირებასთან  იმიტომ, რომ ტვინი და მგრძნობიარე ორგანოები, ამთავრებენ თავიანთ ზრდას, ვიდრე  ორგანიზმი ონტოგენეზის პერიოდშია.  ამაზე დაყრდნობით, ფილეტიკური ჯუჯები უფრო დაკავშირებულები არიან ტვინის ზომებთან ვიდრე ფილეტიკური გიგანტები. მკვლევრების მიერ აღწერილია ენდოკრინული ტევადობა ამ ჰიპოპოპოტამების გადაშენებული  ჯუჯების სახეობებში, რომელბიც არიან მადაგასკარიდან 30 პროცენტით უფრო პატარები ვიდრე არიან აფრიკიდან ან ჰყავთ აფრიკელი წინაპრები . ეს შედგეები აჩვენებს რომ ტვინის ზომის შემცირება იმაზე დიდია ვიდრე ნავარაუდები იყო - ინტრასფიციური ,,გვიანი ონტოგენური’’ჯუჯების  მოდელი, რომელის ტვინის ზომა პროპორციულია ტანის ზომისა.

პროპორციული ცვლილების ბუნება, რომელსაც დააკვირდნენ, აჩვენებს რომ ძირითადად თავის ტვინის პოტენციური დამოუკიდებელი ზომა დამოკიდებულია ტანის სიდიდეზე. დამტკიცებულია რომ ჯუჯა ძუძუმწოვრები რომლებიც კუნძულზე ცხოვრბენ გამოირჩევიან უფრო პატარა ტვინებით ვიდრე ისინი რომელბიც ცხოვრობნე ხმელეთზე.  კვლევებმა აჩვენა, რომ ტანის და სხეულის ურთიერთობა ძუძმწოვრებში რომ შევადაროთ ჯუჯა ძუძუმწოვრების ტვინს, მივხვდებით რომ ჯუჯების ტვინი პატარა ზომის არის და ძირითადად პატარა ტვინია ჰომინინები რომლებიც აღმოჩენილია კუნძულ ფლორაზე ინდონეზიაში . ტვინის შესწავლის ექსპერიმენტი და გამოკვლევა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თითქმის არ არსებობს უპირატესობა რომ შევადაროთ ცხოველის ტვინი ჯუჯუს ტვინს, ეს იქნება ღა თქმა უნდა საკმოდ რთული და ფაქტობრივად არ არსებობს ცნობილი ფაქტი და კვლევა იმის შესახებ თუ ჯუჯუების კუნძულის ძუძუმწოვრების ტვინი ემთხვევა თუ არა ცხოველის ტვინის.[9]

კუნძულ მადაგასკარიდან აიღეს ნიმუშებად ჯუჯების პროცესისთვის ძუძუმწოვრები ჯუჯები, მაგალითად ჰიპოპოტამები, რომლებიც იწყებდნენ ზრდას და მეორეს მხრივ უკვე ზრდასრულებული ჰიპოპოტამები. შედარებისას აღმოჩნდა , რომ ორივე  შეემთხვევაში გენეტიკურად იდნეტურად ემთხვეოდა მათი გენები და ასევე მონათესავე გენებიც იყო იდენტური.

ძუძუმწოვრებში როგორც ძირითად ჯუჯების კუნძულზე არის მოცემული, მაგალითად როგორც ჰიპოპოტამი სპილოები და მათ შორის ირმებიც შესწავლილია, რომ მათი ტვინი იზრდება ნელა. პირველად სწრაფად იზრდება პირველი ორი წელი და შემეგეგ უკვე მოგვიანებით ვითარდება დახლოებით ორიდან ორმოც წლამდე. ესეთი ტვინის ამგვარი ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანია რადგან მოზრდილი ჯუჯის ტვინი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში არის.

ყველაზე გამორჩეული მაგალითი რომელიც აღმოჩენილია ფალკონელის მიერ არის ყველაზე პატარა ჯუჯა სპილო სიცილიაზე და მალტაზე ამ სპილოს ტვინი იზრდება ძალიან ცოტათი დაბადების დროს და სრულდება ტვინის ზრდა როცა ის არის ფეღმძიმედ და მათი ტვინის ზომა არ შეესაბამება სხეულის ზომას, ისე როგოც უნდა იყოს.[9]

ერთ-ერთი არგუმენტი თუ რატომ აყალიბებს ჯუჯად პატარა ტვინის ზრდის პროცესი  არის ის რომ ხდება ხმელეთზე მცხოვრები ჯუჯების წინაპრების შიდასახეობრივი სკალირება. ტვინის გაზომვის მეთოდებით ხდება ცხოველის შერჩევა და შემდეგ მისი ტვინის და სხეულის მასის გაზომვა თუმცა ყოველთვის სხვადასხვა ანალიზი და შედეგი გვაქვს,რადგანაც ჯერ ჯერობით არ არის შესწავლილი ზუსტი გაზომილი ცხოველი ძუძუმწოვარი , სასურველია ზუსტად  ვიცოდეთ  ძუძუმწოვრის სიგრძე სიგანე წონა და ა.შ

დაუნის სინდრომის ჰიპოთეზა[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს Maciej Henneberg-მა გამოთქვა და შეეცადა დაეცვა მოსაზრება რომ ლბ1-ი იტანჯებოდა დაუნის სინდრომით და სწორედ ამიტომ იყო მისი პროპორციები შეუსაბამო და განსხვავებული.  ხოლო დანარჩენი ძვლები, რომელბიც ამავე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი ეკუთვნის ჩვეულებრივ ჰომო საპიენსს, განსაკუთრებით კი ავსტრალოპითეკს.  დაუნის სინდრომი არის ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებული აშლილობა. ეს აშილიობა გამოვლინდა არ მხოლოდ ადამიენბში არამედ ორანგუტანგებში და შიმპანზეებში.  კოლინ გრუვსმა, ავსტრალიის ნაცინალური უნივერსტეტიდან, აღნიშნა, რომ ზემოთ გამოთქმული მოსაზრება დაუჯერებლად ჟღერდა რამოდენიმე მიზეზის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი კი შეეხებოდა ლბ1-ის ყბას რომელიც დაემთხხვა ლბ6-ის  ყბის  ფორმებს. Robert B Eckhardt-მა პენსილვანიის უნივერტიტეიდან(ახალი კვლევის ერთ-ერთი მეცნიერი) უარყო კრიტიკა და თქვა რომ  ამ ორ ყბას შორის ნაპოვნია რამოდენიმე ფაქტობრივი განსხვავება.  ამის შემდეგ კი გამოქვეყნა კვლევის შედეგები სადაც ასახული იყო ის მსგავსებები და განსხვავებები რომლებიც ლბ1-ს და ლბ2-ს ქონდა. საბოლოოდ კი მივიდნენ იმ დასვნამდე რომ ლბ1-ს არ აქვს საქმარისი ნიშნები იმითვის  რომ დაუდგინდეს დაუნის სინდრომი. 

გადარჩენის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის იარაღების დათარიღების შემდეგ, აღმოჩნდა რომ ჰომო ფლორესიენსისები კუნძულზე დაახლოებით ერთი მლიონი წლის წინ დასახლდნენ. მაგრამ ის ფაქტი თუ როგორ მოხვდა ადამანი ამ კუნძულზე ჯარაც დაუდგენელია. კუნძული ფლორესი იზოლირებულია გარე სამყაროდან და ყვალაზე ახლოს დასახლებული პუნქტი კუნზულიდან 9 კილომეტრშია.  მეცინერებმა და არქეოლოგებმა იპოვეს უამრავი ქვის იარაღი რომელიც დაკავშირებულია ჰომო ფლორესიენსისთან.  ის ფაქტი რომ ნაპოვნი იარაღები ძალიან წააგავს სხვა ადგილებში ნაპოვნ იარაღებს, კიდევ  ადასტურებს იმ ფაქტს რამ კუნზულზე მაცხოვრებლებს ჰქონდათ კავშირი გარე სამყაროსთან. ის რომ ამ კუნძულზე მაცხოვრებელი ხალხი მონადირეობით იჩნებდა თავს ფაქტია.   ამ კუნძულზე, ეგრედ წოდებულ “ადამიანის საცხოვრებელ ადილზე ”(ადგილი სადაც  ადამიანის ძველბი იპოვეს) იპოვეს ცხოველის უამრავი ძვალი, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა რომ ეს ძვლები მამონტებს ეკუთვნით.  ამასთანავე აღმოჩენილია სამხილები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ მათ იცოდნენ, თუ როგორ დაენთოთ ცეცხლი და როგორ გამოეყენებინათ ის თავის სასარგებლოდ. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 [1]
  2. 2.0 2.1 [2]
  3. 3.0 3.1 [3]
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 [4]
  5. 5.0 5.1 5.2 [5]
  6. [6]
  7. 7.0 7.1 [7]
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 [8]
  9. 9.0 9.1 9.2 [9]

ვებ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]