ავსტრალოპითეკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„მისსის პლეზ“ — მდედრის თავის ქალა.

ავსტრალოპითეკები (ლათ. australis „სამხრეთისა“, ბერძ. pithekos „მაიმუნი“) — ამომწყდარი ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რომელსაც მიაკუთვნებენ ჰომინიდების ოჯახს. ავსტრალოპითეკების ჩონჩხის ნაწილები აღმოჩენილია სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში XX საუკუნის 20-იან წლებში. ანთროპოლოგების აზრით ავსტრალოპითეკების სიმაღლე 120-130 სმ იყო, მასა 30-40 კგ, თავის ტვინის მოცულობა 500 -600 სმ3. ისინი დადიოდნენ ორი ფეხით, საკვების მოსაპოვებლად იყენებდნენ ჯოხს, ქვებს. ავსტრალოპითეკების პროგრესული შტოს წარმომადგენლები — პრეზინჯანთროპები ამზადებდნენ მარტივ ქვის იარაღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე, „ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები“, თბ., 2011