ბეწვიანი მამონტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეწვიანი მამონტი
ბეწვიანი მამონტის ჩონჩხი
ბეწვიანი მამონტის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხორთუმიანები
ოჯახი: სპილოსებრნი
გვარი: მამონტები
სახეობა: ბეწვიანი მამონტი
ლათინური სახელი
Mammuthus primigenius

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ბეწვიანი მამონტი (ლათ. Mammuthus primigenius) — ამომწყდარი ძუძუმწოვარი ცხოველი სპილოსებრთა ოჯახისა. სიდიდით თანამედროვე სპილოს არ აღემატებოდა, მაგრამ უფრო მასიური იყო (სიმაღლე 2,5-3,5 მ, მასა 7 ტ-მდე); ჰქონდა მოკლე კიდურები, ხშირი და გრძელი ბეწვით დაფარული სხეული. გრძელი ეშვების მხოლოდ წვერები იყო დაფარული მინანქრით. ძირითადი კბილები გვირგვინი შედგებოდა თხელი და მაღალი ფირფიტებისაგან.

Wooly Mammoth-RBC.jpg

იკვებებოდა უხეში მცენარეული საკვებით. მამონტი დამახასიათებელია ანთროპოგენის კონტინენტური ნალექებისათვის. ცნობილია დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შუა და ზედა პლეისტოცენიდან. მამონტი ქვის ხანის ადამიანის თანადროული ცხოველი იყო. უძველეს ადამიანთა სადგომებში ხშირად პოულობენ მის ძვლებს, კედლებზე მოხატულ სურათებსა და სკულპტურულ გამოსახულებებს. ციმბირსა და ალასკაზე ნაპოვნია მზრალ ნიადაგში დაცული 40-ზე მეტი ლეში, 1901 წელს მდინარე ბერიოზოვკის პირას ნაპოვნი ეგზემპლარი გამოიკვლიეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ბიოქიმიურად, შეისწავლეს საკვების ნარჩენები პირის ღრუში და კუჭის შიგთავსში. ჩონჩხი და ფიტული ინახება ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მუზეუმში. მამონტების ეშვები ძირითადად მხატვრული ნაკეთობებისათვის გამოიყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება]