სამართლიანობის ლიგის სამყარო[3], უფრო მეტად ცნობილი არაოფიციალური სახელწოდებით DC-ის გაფართოებული სამყარო (ინგლ.DC Extended Universe ან DCEU)[4][5][6][7] — ამერიკული მედია-ფრენჩაიზი და საერთო სამყარო, რომელშიც შედის Warner Bros. Pictures-ის სუპერგმირული ფილმების სერია, დაფუძნებული DC Comics-ის პერსონაჟებზე. ეს საერთო, ისევე, როგორც DC-ის სამყარო, გაერთიანებულია სიუჟეტებით, მოქმედების ადგილებით და პერსონაჟებით. 2011 წლიდან დღემდე Warner Bros.-მა გამოუშვა ოთხი ფილმი, რომელთა შემოსავალმა გადააჭარბა 3.1 მილიარდ აშშ დოლარს[2], რამაც „სამართლიანობის ლიგის სამყარო“ ყველა დროის ერთ-ერთ შემოსავლიან მედია-ფრენჩაიზად აქცია.
DC-ის გაფართოებულ სამყაროში შემავალი ფილმების სცენარის ავტორები და რეჟისორები იცვლება, ისევე, როგორც მსახიობთა შემადგენლობა. ამავე დროს, მსახიობების ნაწილი რამდენიმე ფილმში თამაშობს. მათ შორის არიან ჰენრი კევილი, ბენ აფლეკი, გალ გადოტი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა და რეი ფიშერი. 2016 წლის მაისში DC-ის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯეფ ჯოუნსი და Warner Bros.-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ბერგი DC Films-ის თანახელმძღვანელები გახდნენ და დაიწყეს სიუჟეტური ხაზების შემუშავება, რათა ფილმები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.
ფილმების სერიაში პირველი იყო „ფოლადის ადამიანი“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ჰენრი კევილი. 2016 წელს გამოვიდა სერიის ორი ფილმი, „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ და „თვითმკვლელთა რაზმი“. 2017 წელს გამოვიდა სერიის რიგით მეოთხე ფილმი „ქალი საოცრება“. მომავალ ფილმებს შორის არის: „სამართლიანობის ლიგა“ (2017), „აკვამენი“ (2018), „შაზამი“ (2019), „ქალი საოცრება 2“ (2019), „კიბორგი“ (2020) და „მწვანე შუქურის კორპუსი“ (2020). აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროექტებზე, რომელთა შორის არის: „თვითმკვლელთა რაზმი 2“, „ბნელი სამართლიანობის ლიგა“, „ფლეშპოინტი“, „ბეტმენი“, „ბეტგოგონა“, „სამართლიანობის ლიგის“ გაგრძელება, „გოთემის სირენები“, „ნაიტუინგი“, უსათაურო ფილმი ჯოკერის და ჰარლი კუინის, მეორე ცალკე ფილმი სუპერმენის და უსათაურო ფილმი შავი ადამის, დედშოტის და ლობოს შესახებ.
ჩარლზ როვენი, დებორა სნაიდერი, ზაქ სნაიდერი, პეტი ჯენკინსი, გალ გადოტი და სტივენ ჯონსი
ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა
18 მარტი 2021
ზაკ სნაიდერი
კრის ტერიო
კრის ტერიო, ზაკ სნაიდერი და უილ ბილი
ჩარლზ როვენი და დებორა სნაიდერი
თვითმკვლელთა რაზმი
6 აგვისტო 2021
ჯეიმზ განი
ჩარლზ როვენი და პიტერ საფრანი
შავი ადამი
21 ოქტომბერი 2022
ჟაუმე კოლიეტ-სერა
ადამ შტიკელი, რორი ჰაინსი და სოჰრაბ ნოშირვანი
ბო ფლინი, დუეინ ჯონსონი, ჰირამ გარსია და დენი გარსია,
↑ზაკ სნაიდერი იყო რეჟისორი ძირითადი გადაღებების დროს, მაგრამ შვილის გარდაცვალების გამო მუშაობა ვერ გააგრძელა და პოსტწარმოების დროს ის ჯოს უიდონმა შეცვალა. ის კი არის მითითებიული ტიტრებში როგორც ფილმის რეჟისორი, მაგრამ უიდონმა ფილმის დიდი ნაწილი თავიდან გადაიღო[8][9]