შინაარსზე გადასვლა

მარგო რობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგო რობი
Margot Robbie

მარგო რობი 2018 წელს
დაბადების სახელი მარგო ელის რობი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1990 (1990-07-02) (35 წლის)
დელბი, ქვინზლენდი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი, პროდუსერი
აქტიური 2008–დღემდე
მეუღლე(ები) ტომ ეკერლი (იქ. 2016)
მშობლები მამა: დაგლას რობი
დედა: სარი კესლერი

მარგო ელის რობი (ინგლ. Margot Elise Robbie; /ˈmɑːrɡ ˈrɒbi/; დ. 2 ივლისი, 1990)[1][2][3]ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები. 2017 წელს მარგო რობი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[4] კარიერა დაიწყო 2000-იანებში, დამოუკიდებელ კინოფილმებში მონაწილეობით. 2008-2011 წლებში თამაშობდა საპნის ოპერაში „მეზობლები“ — როლმა მას „ლოგის“ ორი ნომინაცია მოუტანა.

აშშ-ში დასახლების შემდეგ რობი მონაწილეობდა ABC-ის ტელესერიალში „პანამი“ (2011–2012). 2013 წელს შედგა მისი დებიუტი დიდ ეკრანზე, რიჩარდ კერტისის რომანტიკულ კომედიურ დრამატულ ფილმში „დროის შესახებ“. რობიმ ამავე წელს ითამაშა მარტინ სკორსეზეს ბიოგრაფიულ შავ კომედიაში „უოლ-სტრიტის მგელი“. 2015-ში მონაწილეობა მიიღო დრამატულ კომედიურ „ფოკუსში“, დრამატულ „ფრანგულ სუიტაში“ (მეორე მსოფლიო ომის შესახებ) და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ზ ნიშნავს ზაქარიას“. იმავე წელს მან საკუთარი თავი შეასრულა „დიდ შემცირებაში“. 2016 წელს განასახიერა ჯეინ პორტერი სათავგადასავლო „ტარზანის ლეგენდაში“ და ჰარლი კუინი სუპერგმირულ „თვითმკვლელთა რაზმში“

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2008ვიჯილანტეVigilanteკასანდრა
2008 მიმოხილვა მაილზ ბარლოუსთან Review with Myles Barlowკელი
2008–პრინსცესა სპილოების პრინსცესა The Elephant Princessბატერფლაი
2008 მკვლელობის განყოფილება City Homicideკეიტლინ ბრენტფორდი
2008–2011 მეზობლების Neighboursდონა ფრიდმანი
2009გხედავI.C.Uტრისტან უოტერსი
2009–2011 პანამი Pan Amლორა კამერონი
2013სიყვარულის დროABOUT TIMEშარლოტა
2013უოლ-სტრიტის მგელიThe Wolf of Wall Streetნაომი ლაპალია
2015დფTop GearTop Gearთვითონ
2015Z - ნიშნავს ზახარიასZ for Zachariahენ ბურდენი
2015ფოკუსიFocusჯეს ბარეტი
2015ფრანგული სიუიტაSuite Françaiseსელინი
2015დიდი შემცირებაThe Big Shortთვითონ
2016ვისკი ტანგო ფოქსტროტიWhiskey Tango Foxtrotტანია ვანდერპოლი
2016ლეგენდა ტარზანზე The Legend of Tarzanჯეინ პორტერი
2016თვითმკვლელთა რაზმიSuicide Squadჰარლი კვინი
2017ნახვამდის კრისტოფერ რობინGoodbye Christopher Robinდაფნა მილნი
2017მე, ტონიაI, Tonyaტონია ჰარდერი
2018კურდღელი პიტერის თავგადასავალიPeter Rabbitფლოპსი
2018ფლოპსიFlopsy Turvyფლოპსი
2018ტერმინალიTerminalენი
2018სლაზერჰაუსის წესებიSlaughterhouse Rulezოდრი
2018მერი – შოტლანდიის დედოფალიMary Queen of Scotsელისაბედ I
2019ოცნების სამყაროDreamlandელისონ უელსი
2019ერთხელ ჰოლივუდშიOnce Upon a Time in Hollywoodშერონ ტეიტი
2026ქარიშხლიანი უღელტეხილიWuthering Hights კეთრინ ერნშოუ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Happy Birthday Margot Robbie. Neighbours official site (Freemantle Media) (1 ივლისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2008. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2008.
  2. Marcus, Stephanie. (13 მაისი, 2016) We Can Prove Margot Robbie Isn't Lying About Her Age. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2016.
  3. Finger, Bobby. (16 მაისი, 2016) After All That, Margot Robbie Is Definitely 25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-17. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2016.
  4. „Riz Ahmed cover star for Time magazine's 100 most influential“. BBC News. 21 აპრილი, 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)