შინაარსზე გადასვლა

ჰენრი კევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი კევილი
Henry Cavill

კევილი 2019 წელს.
დაბადების სახელი ჰენრი უილიამ დალგლიშ კევილი
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1983 (1983-05-05) (43 წლის)
სენტ-ჰელიერი, ჯერზი
რეზიდენცია სამხრეთი კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Saint Michael's Preparatory School და სტოუს სკოლა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი Ellen Whitaker[1] , Gina Carano[2] , კეილი კუოკო[3] და Natalie Viscuso
შვილ(ებ)ი Q131880869?
სიმაღლე 1.91 სმ[4]
ხელმოწერა

ჰენრი უილიამ დალგლიშ კევილი (ინგლ. Henry William Dalgliesh Cavill; /ˈkævəl/; დ. 5 მაისი, 1983, სენტ-ჰელიერი) — ბრიტანელი კინო- და ტელემსახიობი.[5][6][7] 2013 წელს ჟურნალმა „გლამურმა“ იგი „მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა.[8]

ჰენრი კევილი დაიბადა სენტ-ჰელიერში, ჯერზიში (ნორმანდიის კუნძულები),[9] კოლინ კევილისა და მარიანა დალგლიშის ოჯახში.[10] სწავლობდა წმინდა მიქაელის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო სტოუს სკოლაში.[11]

მისი დებიუტი კინოში შედგა 2001 წელს ფილმში „ლაგუნა“. 2002 წელს მონაწილეობდა ფილმში „გრაფი მონტე კრისტო“, 2003 წელს კი — „მე დავიპყარი სასახლე“. მოგვიანებით გამოჩნდა რამდენიმე ტელესერიალში, მათ შორის — BBC-ის „ინსპექტორ ლინლის საიდუმლოებანი“, ITV-ის „წმინდა ინგლისური მკვლელობები“ და „Showtime-ის „ტიუდორები“. მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, როგორებიცაა „ტრისტანი და იზოლდა“ (2006), „ვარსკვლავური მტვერი“ (2007), „მეწამული ნაკადული“ (2009) და „ღმერთების ომი: უკვდავები“ (2011).[12]

კევილმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა სუპერმენის როლის განსახიერებით DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმებში: „ფოლადის ადამიანი“ (2013), „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ (2016) და „სამართლიანობის ლიგა“ (2017). 2018 წელს მიიღო როლი ფილმში „შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა“. 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ კევილი განსახიერებს გერალტ რივიელის როლს Netflix-ის ტელესერიალში „მხედვარი,[13][14] რომელიც გამოვდა 2019 წელს.

2014 წელს გადაეცა MTV Movie & TV Awards-ის ჯილდო,[15] აგრეთვე სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო სხვადასხვა კინოდაჯილდოების ცერემონიებზე. კევილი არის ჯერალდ დარელის სახელობის ველური ბუნების დაცვის ფონდის წარმომადგენელი.[16]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001ლაგუნაLagunaტომას აპრეა
2002გრაფი მონტე კრისტოThe Count of Monte Cristoალბერტ მონდეგო
2002 ინსპექტორ ლინლის საიდუმლოებანი The Inspector Lynley Mysteriesჩეს კუილტერი
2002 ნახვამდის, მისტერ ჩიპს Goodbye, Mr. Chipsჯარისკაცი კოლი
2003მე დავიპყარი სასახლეI Capture the Castleსტივენ კოლი
2003 წმინდა ინგლისური მკვლელობები Midsomer Murdersსაიმონ მეიფლიდი
2005ჯოჯოხეთიდან აღმსდგარი:ჯოჯოხეთური მსოფლიო Hellraiser: Hellworldმაიკი
2006ტრისტანი და იზოლდაTristan & Isoldeმელოტი
2006წითელქუდაRed Riding Hoodმონადირე
2007ვარსკვლავური მტვერიStardustჰამფრი
2007–2009 ტიუდორები The Tudorsჩარლზ ბრენდონი
2009რაც იქნება, იქნებაWhatever Worksრენდი ლიჯეიმზი
2009მეწამული ნაკადულიBlood Creekევან მარშალი
2011ღმერთების ომი: უკვდავებიImmortalთესევსი
2012დღის ცივი შუქიThe Cold Light of Dayუილ შოუ
2013ფოლადის ადამიანიMan of Steelსუპერმენი/კლარკ კენტი
2015აგენტები U.N.C.L.E.The Man from U.N.C.L.E.ნაპოლეონ სოლო
2015ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟიBatman v Superman: Dawn of Justiceსუპერმენი/კლარკ კენტი
2017ქვიშის სასახლეებიSand Castleკაპიტანი საივერსონი
2017სამართლიანობის ლიგაJustice Leaguსუპერმენი/კლარკ კენტი
2018შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა Mission: Impossible – Falloutავსგუსტ უოლკერი
2018ნომისიNomisმარშალი
2018 მორბენალი ადამიანი Running Manთვითონ
2019 მხედვარი The Witcherგერალტ რივიელი
2020ენოლა ჰოლმზიEnola Holmesშერლოკ ჰოლმზი

რესურსები ინტერენტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.usmagazine.com/celebrity-news/news/henry-cavill-ellen-whitaker-secretly-end-engagement-2012208/
  2. https://www.gamesider.com/pop-culture/series/the-mandalorian-henry-cavill-critique-pour-sa-relation-avec-gina-carano_art31015.html
  3. https://people.com/tv/kaley-cuoco-henry-cavill-ex-man-of-steel-response/
  4. Henry Cavill Gets Real About the Financial Perks of Being an Actor: 'I'm Not Just Doing This for the Art'.
  5. Henry Cavill & Ben Affleck visit EJ, Charles, Kenny & Shaq on TNT NBA Tip-Off.
  6. Why Superman Can Be Played By A British Actor, According To Henry Cavill.
  7. Another British superhero: Henry Cavill to play Superman.
  8. „Tinie Tempah and Mario Balotelli GQ's best dressed men“. BBC. 16 იანვარი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. Henry Cavill- Biography. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო,2013.
  10. „Ten Things About... Henry Cavill“. Digital Spy. 17 აპრილი,2013. ციტირების თარიღი: 19 August 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Henry Cavill Biography. BuddyTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2013.
  12. Billington, Alex (17 მაისი, 2010). „First Look: Tarsem Singh's 'Immortals' Epic with Henry Cavill“. firstshowing.net First Showing. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. Henry Cavill to Star in 'Witcher' Series at Netflix.
  14. Henry Cavill to Topline Netflix Drama Series 'The Witcher'.
  15. Nordyke, Kimberley. (13 აპრილი, 2014) MTV Movie Awards Winners: The Complete List. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2018.
  16. „Superman actor Cavill joins wildlife trust“. 8 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)