Coprinopsis picacea
Coprinopsis picacea | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Coprinopsis picacea (Bull.) Redhead, Vilgalys & Moncalvo 2001 | |||||||||||||
|
Coprinopsis picacea — სოკოს სახეობა ფსათირელასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, აფრიკას, ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.
არასაჭმელი სოკოა. იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ფოთლოვან ტყეებში, ხშირად წიფლნარში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მისი ნაყოფსხეული წააგავს პირობითად საჭმელ სახეობას, სილიოს (ლათ. Coprinus comatus).
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1785 წელს როგორც Agaricus picaceus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 2001 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus picaceus Bull. 1785 basionym
- Coprinus picaceus (Bull.) Gray 1821
- Coprinus picaceus var. ebulbosus Peck 1891
- Coprinus picaceus (Bull.) Gray 1821 var. picaceus
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 6-10, წაგრძელებულ-კვერცხისებრი, შემდგომში ზარისებრი. ნორჩობაში ქუდის ზედაპირი დაფარულია თეთრი ფერის ქეჩისებრი საბურველით.
რბილობი — თეთრი ან ღია ფერის, ქუდის კანავეშ თხელია, ყავისფერი, ფეხში ბოჭკოვანია და მყიფე, ფისის არასასიამოვნო სუნით.
ფეხის სიგრძე — 1-20 სმ, სისქე — 1-2 სმ იმ შემთხვევაში, თუ სოკო იზრდება ფოთლოვანი ნაყარის სქელი ფენიდან, მისი ფეხის სიგრძემ შეიძლება 25—30 სმ-მდეც კი მიაღწიოს. ფეხის ფორმა ცილინდრულია, ჩვეულებრივ სწორი, ფუყე, ზევით შევიწროებული და ძირისკენ გასქელებული, ზედაპირი თეთრი, თხელი ხაოიანი ნაფიფქით, საყელოს გარეშე.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, ძალიან ხშირი, სისქით 1 სმ-მდე, ასაკთან ერთად შავდება და იდღაბნება (აუტოლიზმი).
სპორების ფხვნილი — თითქმის შავი, სპორები — ელიფსისებური, 16×11,5×9,5 მკმ.
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპროტროფია, იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად (ზოგჯერ მასიურად) ფოთლოვან ტყეებში, ხშირად წიფლნარში, იშვიათად მუხნარსა და რცხილნარში,[2] მდიდარ, კარგად გაფხვიერებულ ნიადაგზე ან დამპალ მერქანზე. უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგს და ჩრდილიან, თუმცა მშრალ ადგილებს.
გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ავსტრალიას, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.[3] სოკო შეყვანილია პოლონეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[4]
სეზონი — აგვისტოდან ნოემბრამდე.[5][6][7]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირობითად საჭმელი
- Coprinus comatus — ნორჩობაში ზოგჯერ ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა ჩვეულებრივ მათი ერთმანეთში არევა რთულია.
- არასაჭმელი
- Coprinopsis cinerea — ზომით პატარაა, იზრდება ნაკელზე. ქუდის ფერი ნაცრისფერ-შავი, თეთრი ქერცლებით.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 195. — ISBN 5-17-009961-4.
- Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 132. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 175. — ISBN 5-17-020333-0.
- Хардинг П. Грибы / Перевод с англ. Д. С. Щигеля. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2002. — С. 140. — ISBN 5-17-011765-5
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bulliard JBF. (1785). Herbier de la France [Guide to the Herbs of France] (ფრანგული). 5. pp. 192–240.
- ↑ Władysław Wojewoda, Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1
- ↑ DiscoverLife en. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
- ↑ Zbigniew Mirek, Kazimierz Zarzycki, Władysław Wojewoda, Zbigniew Szeląg, Red list of plants and fungi in Poland. Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków:W. Szafer Institute of Botany, PAN, 2006, ISBN 83-89648-38-5
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 58-59, ISBN 3-405-12081-0
- ↑ Rose Marie și Sabine Maria Dähncke: „700 Pilze in Farbfotos”, Editura AT Verlag, Aarau - Stuttgart 1979 și 1980, p. 326, ISBN 3-85502-0450
- ↑ Jean-Louis Lamaison & Jean-Marie Polese: „Der große Pilzatlas“, Editura Tandem Verlag GmbH, Potsdam 2012, p. 159, ISBN 978-3-8427-0483-1
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Coprinopsis picacea“ ვიკისაწყობში.
- Coprinopsis picacea MycoBank-ზე (ინგლისური)
- Coprinopsis picacea Index Fungorum-ზე (ინგლისური)