შინაარსზე გადასვლა

Australopithecus afarensis

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Australopithecus Afarensis)

Australopithecus afarensis, ავსტრალოპითეკ-აფარენსისი — გადაშენებული ჰომინიდური სახეობა, რომელიც დედამიწაზე სახლობდა 3,9-2,9 მილიონი წლის წინ. ავსტრალოპითეკ აფარენსისს ჰქონდა თხელი აღნაგობა, რითაც ჰგავდა შედარებით ახალგაზრდა ავსტრალოპითეკ აფრიკანუსს. ავსტრალოპითეკ აფარენსისი ნაკლებად ჰგავს იმ დროის რომელიმე ცნობილ პრიმატს. მეტად სავარაუდოა, რომ იგი თანამედროვე ადამიანის რომელიმე უცნობი წინაპრის ახლო ნათესაური ჯგუფი ან პირდაპირი წინაპარი იყოს.[1][2]

ავსტრალოპითეკ აფარენსისის ყველაზე ცნობილი ნამარხი დონალდ იოჰანსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს და იგი არის 3,2 მილიონი წლის წინანდელი არასრული ჩონჩხი, რომელსაც ლუსი დაარქვეს (დონალდი და კოლეგები თავიანთი აღმოჩენის აღსანიშნავად The Beatles-ის ცნობილ სიმღერას „Lucy in the Sky with Diamonds“ უსმენდნენ).

ბოლო დრომდე ცნობილი ყველაზე ადრეული ჰომინინი, რომელიც საკმარის სადიაგნოსტიკო ანატომიურ მტკიცებულებას წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო რომ ავსტრალოპითეკ აფარენსისი ყოფილიყო. არსებობს ნამარხები, რომლებიც აღმოჩენილია ეთიოპიაში, ტანზანიასა და კენიაში, რომელთა უმრავლესობაც დათარიღებულია 2,9-3,9 მილიონი წლებით. ნამარხების ახალი აღმოჩენები, რომლებიც ძველია ან უფრო ძველი ვიდრე აფარენსისი, გაკეთდა ეთიოპიაში, კენიასა და ჩადში. ეს ნიმუშები, რომლებიც საკმარისად განსხვავებულია აფარენსისიგან უკვე დასახელდა ახალ სახეობად. იგი მოიცავს შემდგომს: Ardipithecus ramidus ეთიოპიიდან, რომელიც დათარიღებულია 4,4 მილიონი წლის წინანდელ ნიმუშად, Australopithecus anamensis კენიიდან, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 4,2-3,9 მილიონი წლის წინანდელ ნიმუშად და Australopithecus bahrelghazali ჩადიდან, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 3-3,5 მილიონი წლის წინანდელ ნიმუშად.

პირველი აფარენსისის ნამარხი აღმოაჩინეს 1970-იან წლებში. მათი თავდაპირველი ინტერპრეტაცია საკმაოდ საკამათო იყო და ასევე საკამათო საკითხად რჩება დღემდე, თუმცა შედარებით უფრო მცირე მასშტაბებით. მაშინ როდესაც უამრავი ანთროპოლოგი იღებს წიაღისეული ნიმუშების სიმრავლეს, რომლებიც მიეკუთვნება აფარენსისს და მართლაც წარმოადგენს ერთ სქესობრივად დიმორფულ სახეობას, ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ ეს ნამარხი ორ ან უფრო მეტ სახეობას მიეკუთვნება. დიდი ხნის განმავლობაში აფარენსისთან დაკავშირებით არსებობდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი წარმოდგენილი იყო დამფუძნებელი სახეობის ჰომინინურ ჯგუფად და ყველა მოგვიანებით განვითარებული სახეობის წინაპრად. ეთიოპიის ჰომინინების ნამარხი აღმოჩენილია 1970-იანი წლებში, ამ ქვეყნის ისეთ რეგიონში სადაც საერთაშორისო გუნდი მუშაობდა, ფრანგი პალეონტოლოგისა და ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტის წარმომადგენლის დონალდ იოჰანსონის მეთაურობით.  ასეულობით აღდგენილი ნამარხი მოიცავდა ძირითადად თავის ქალის და კბილების ფრაგმენტებს (მაგრამ არა სრულ თავის ქალას). ამ ნამარხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნაწილობრივი ჩონჩხის, სახელად „ლუსის“ აღმოჩენა. ამასთანავე მის მახლობლად კიდევ 13 ინდივიდის ჩონჩხების ნაწილები აღმოჩნდა, რომლებსაც მალევე „პირველი ოჯახი“ ეწოდა. თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ ინდივიდთაგან ზოგი დიდი ზომისა იყო, ზოგი კი შედარებით მცირე.[3]

ამ რეგიონში სამუშაოები გაგრძელდა ადრეულ 1980-იან წლებამდე, მაგრამ შემდეგ თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. დონალდ იოჰანსონისა და მისი კოლეგების უახლესმა კვლევებმა ჰადარისა და ავაშის რეგიონებში კიდევ არაერთი ნიმუში გამოააშკარავა, მათ შორის პირველი სრულყოფილი თავის ქალაც, რომლის შესახებ ინფორმაცია 1993-1994 წლებში გამოქვეყნდა, ამ სამუშაოებში ჩართული იყო კალიფორნიის ბერკელეის უნივერსიტეტიც.

გარდა ძვლოვანი ნამარხებისა, ასევე გამოაშკარავდა 30 იარდის სიგრძის ფეხის ნაკვალევის კვალი, რომელიც ადამიანის ნატერფალს ჰგავს და სამ ბიპედალურ არსებას ეკუთვნის. ეს ნაკვალევი დაახლოებით 3,6 მილიონი წლის წინანდელია და ვულკანურ მიდამოებშია შემორჩენილი. ის წარმოადგენს ერთ-ერთ ძალზე მნიშვნელოვან ერთგვარ რელიქვიას ადამიანთა პრეისტორიიდან, რომელზეც აღბეჭდილია სამი ჰომინიდის ცხოვრების მცირე მომენტი. ნაკვალევზე შესაძლებელია იმის გარჩევა, რომ ერთ-ერთი მათგანი უცბად გაჩერდა, შებრუნდა აღმოსავლეთით (სავარაუდოდ გახედა ვულკანს რომელიც იფრქვეოდა), შემდეგ გასწორდა და განაგრძო გზა.

იოჰანსონი და ვაითი აღწერენ ავსტრალოპითეკ აფარენსისს როგორც ბევრად უფრო პრიმიტიულ არსებას დანარჩენ ჰომინიდებთან შედარებით. მათივე აღწერით აფარენსისს ჰქონდა ძლიერ პრიმატული გამომეტყველება კისრის ზემოთ მაგრამ ძალზე წააგავდა ადამიანს კისრის ქვედა ნაწილებით. მათში შეიმჩნევოდა ძლიერი სქესობრივი დიმორფიზმი (მამრები ბევრად დიდი ზომისანი იყვნენ ვიდრე მდედრები). იოჰანსონისა და ვაითის აზრით ავსტრალოპითეკ აფარენსისი ყველა დანარჩენი ჰომინიდის წინაპარი იყო.[4]

აღმოჩენის ადგილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ აფარენსის ნამარხები მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაზე ტიპურ ჰაბტატად მიჩნეულია ლაეტოლი (ტანზანია), ნამარხები ყველაზე ხშირად აღმოჩენილია ჰადარში (აფარის რეგიონი, ეთიოპია), მათ შორის აქ არის ნაპოვნი „ლუსი“ და ასევე „პირველი ოჯახი“ (ნაპოვნი AL333 ლოკაციაზე). სხვა ლოკაციები, სადაც ავსტრალოპითეკ აფარენსის ნამარხებია ნაპოვნი არის: ომო, მაკა, ფეჯე და ბელოდელიე ეთიოპიაში, ასევე კობი, ფორა და ლოთაგამი კენიაში.

ავსტრალოპითეკ აფარენსისის თავის ქალა

თავის ქალის მახასიათებლები და ტვინის ზომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებულ და გადაშენებულ პრიმატებთან შედარებით ავსტრალოპითეკ აფარენსის შედარებით შემცირებული ზომის კბილები ჰქონდა. მიუხედავად ამისა მისი კბილები მაინც შედარებით დიდი ზომისა იყო ვიდრე თანამედროვე ადამიანისა. ავსტრალოპითეკ აფარანსისს ასევე ჰქონდა უფრო მცირე ზომის ტვინი ვიდრე თანამედროვე ადამიანს (დაახლ. 380-430 სმ³) და სპეციფიკური ფორმის სახე წინ გაწეული ყბებით.

ჩონჩხის მორფოლოგია და გადაადგილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიმართა მრავალი სხვადასხვა დებატები ავსტრალოპითეკ აფარენსისის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქცევის თავისებურების შესახებ. ზოგიერთი კვლევა კი გვთავაზობს, რომ აფარენსისი იყო განსაკუთრებული ორფეხა არსება, მაშინ როდესაც დანარჩენი არსებები იყვნენ ნაწილობრივ ხის მკვიდრი და ხეზე მაცხოვრებები არსებები. ხელების ანატომია, ფეხის და მხრების სახსრები უამრავ სხვადასხვა შემთხვევაში ემხრობა უკანასკნელ ინტერპრეტაციებს. ზოგადად, ბეჭების მორფოლოგია გვესახება, როგორც მაიმუნისმაგვარი და ძალიან განსხვავებულია თანამედროვე ადამიანებისგან. თითის გამრუდება და ფეხის თითების ძვლები მიახლოებულია თანამედროვე ეპოქის მაიმუნისმაგვარ არსებებთან და ასევე ძალზედ დამაფიქრებელია მათი უნარი ეფექტურად დაიჭირონ ტოტები და აცოცდნენ მასზე. გარდა ამისა, ტერფის დიდი თითის დაკარგვამ და ამასთანავე  უნარმა ფეხით მოეზიდათ ან ჩაბღაუჭებოდნენ ტოტს გახდა წინარე ფაქტორები იმისა, რომ აფარენსისს უკვე აღარ შეეძლო ცოცვა.[5] [6]

ლუსი აღმოაჩინეს დონალდ იოჰანსონმა და ტომ გრეიმ 1974 წლის 24 ნოემბერს, ეთიოპიაში. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ნამარხებს. იოჰანსონმა შესთავაზა ტომს ალტერნატიული მარშრუტით ეხელმძღვანელათ ხევამდე. ამ მომენტში მან შენიშნა პროქსიმალური წინა მხრის ძვალი და სწრაფადვე მოახდინა მისი იდენტიფიცირება, როგორც ჰომინიდის სხეულის ნაწილისა. ცოტა ხნის შემდგომ მან შენიშნა კეფის (თავის ქალა) ძვლის, შემდეგ ბარძაყის, ზოგიერთი ნეკნის, მენჯისა და ქვედა ყბის არტეფაქტები. ორი კვირის შემდგომ, მრავალ-საათიანი გათხრების, სკრინინგისა და დახარისხების შემდგომ აღმოაჩინეს რამდენიმე ასეული ძვლის ფრაგმენტები, რომელიც 40 %-ით ერთი ჰომინიდის ჩონჩხს მიეკუთვნება.

24 ნოემბრის გვიან ღამეს მეცნიერები აღნიშნავდნენ წარმატებას, ყველა აღფრთოვანებული იყო საკმაოდ რთული ჰომინიდის ჩონჩხის აღმოჩენით. ისინი სვამდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ The Beatles-ის სიმღერას „Lucy in the Sky With Diamonds“. იმ ღამით არავის დაამახსოვრდა როდის ან ვისგან მიიღო ჩონჩხმა სახელწოდება. სახელი ლუსი ზემოთ ხსენებულ ჩონჩხს დღემდე შემორჩა.

ტერმინი ჰომინიდი კავშირშია ზოოლოგიურ ოჯახ Hominidae-თან, რომელიც მოიცავს ადამიანის შემდგომ წარმოშობილ ყველა სახეობას, სადაც გამოყოფილია აფრიკის მაიმუნისებრთა საგვარეულო, მასში წამყვანი როლი უკავია და ყველა სახეობას მოიცავს ავსტრალოპითეკსა და ჰომოს გვარის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები ერთმანეთისგან მრავალმხრივ განსხვავდება, ჰომინიდები ერთმანეთისგან იზიარებენ მახასიათებლების მთელ კომპლექტს, რომლებიც მათ ჯგუფს განსაზღვრავენ. ყველაზე თვალსაჩინო ამ თვისებებს შორის არის ბიპედალური გადაადგილება და თავდაყირა სიარულის მანერა.[1]

როგორც თანამედროვე ადამიანის ჩონჩხში ასევე ლუსის ძვლებიც გვაძლევს მტკიცებულებას და ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის ნამდვილად ბიპედი იყო. მისი დისტალური ბარძაყი გვისახავს ბიპედობის რამდენიმე უნიკალურ მახასიათებელს. ღერო დახრილია მუხლის ერთობლივ ზედაპირზე, რომელიც საშუალებას აძლევს ბიპედს მოახდინოს დაბალანსება ერთი ფეხით გადააადგილების დროს. ჩვენს არ გვაქვს ინფორმაცია პატელარული ტუჩის შენარჩუნების შესახებ, რომელსაც უნდა დაეცვა მუხლზედა ფინჯანი მისი კუთხიდან გადააადგილებისაგან. მისი ძვლოვანი ეპიფიზის გამონაშვერი გალხდათ დიდი და შესაბამისად შეეძლო ადაპტირება დამატებით წონასთან, რომელიც იწვევს ოთხი კიდურიდან ორ კიდურზე გადასვლას. თავისმხრივ მენჯის ძვალი წარმოადგენს ბიპედობასთან ადაპტირების ნათელ მაგალითს. მთელი დანარჩენი სტრუქტურის რეკონსტრუქცია მოხდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო თავდაყირა პოზიციაში გადააადგილება ასევე ადგილი ჰქონდა საჭიროებას დაბალანსირებულიყო ერთი კიდურის მაგისტრალური მდგომარეობა თითოეული ნაბიჯის გადადგმისას. მის ტერფზე არსებული კოჭის ძვალი გვაძლევს მტკიცებულებას კონვერგენტული დიდი ფეხის თითის არსებობისა, რომელიც ფაქტობრივად შეეწირა მანიპულაციურ შესაძლებლობებს ეფექტური ბიპედალური გადაადგილებისა. მისი მალები წარმოადგენს მორიგ მტკიცებულებას ხერხემლის გამრუდებისა.  მათთვის აუცილებელი იყო მუდმივად თავდაყირა პოზიციაში გადააადგილება.

ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ჰადარში აღმოჩენილი მასალები ისევე, როგორც ნამარხები რომლებიც აღმოჩენილია იმავე პერიოდში უბრალოდ განსხვავებულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ აფრიკაში, მიეკუთვნება ერთ სქესობრივად დიმორფულ სახეობას, რომელიც ცნობილია როგორც ავსტრალოპითეკ აფარენსისი. ჰადარში აღმოჩენილი არტეფაქტების ზომაში განსხვავება საკმაოდ ნათელია. აქ გვხვდება დიდი ზომის ძლიერი სქესის წარმომადგენლის სხეული და შედარებით მცირე ზომის სუსტი სქესის წარმომადგენლის სხეული, შესაბამისად მათი ერთმანეთისგან გამორჩევა საკმაოდ მარტივი პროცესი იყო. ლუსი რა თქმა უნდა ნათელია, რომ მიეკუთვნება მცირე ზომის ჯგუფის წარმომადგენლებს.[4][6]

ლუსის სიკვდილის რაიმე მიზეზი დადგენილი არ არის. ერთ-ერთი მცირე სამხილთაგან, რაც გვაქვს არის მკვდარი ორგანიზმების მჭამელების შესამჩნევი ნაკლებობა. ტიპურ შემთხვევებში, როდესაც არსება მოკლულია მტაცებლის მიერ და შემდეგ გადამუშავებული გვამის მჭამელი ორგანიზმების მიერ, მის ძვლებს ეტყობა ღეჭვის, მტვრევისა და ღრღნის კვალი. ხშირად დაკარგულია გრძელი ძვლების დაბოლოებები, ხოლო ბუნები ხშირად დამტვრეულია (რაც მტაცებელს აძლევს საშუალებას მიაღწიოს ძვლის ტვინამდე). ამის კონტრასტულად ლუსის ძვლებს თითქმის არ აღენიშნება არანაირი დაზიანება. ერთადერთი მსგავსი რამ შეიმჩნევა მის მარცხენა ბოქვენის ძვლის ზედა ნაწილზე ნახვრეტის სახით. ეს მიიჩნევა დაზიანებად, რომელიც ობიექტს მიადგა უშუალოდ სიკვდილის დროს. თუ ეს დაზიანება მოხდა მაშინ, როდესაც ის ახალი გარდაცვლილი იყო და ძვლები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაშინ ეს შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს მის სიკვდილს.

მისი ასაკის შესახებ ინფორმაციის მიღება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით შეიძლება. მისი მესამე სიბრძნის კბილი ამოვარდნილი და გაცვეთილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად მოზრდილი და ზრდასრული ინდივიდი იყო. მისი ყველა ძვალი გამომდნარი, ერთმანეთზე გადაბმული იყო, ხოლო მისი თავის ქალა სრულად შეკრული, რაც მიუთითებს მისი ჩონჩხის დასრულებულ, სრულყოფილ განვითარებაზე. მის მალებს ეტყობა დეგენერაციული დაავადების კვალი, მაგრამ ეს ყოველთვის არ ასოცირდება ხანდაზმულობასთან. ყველა ეს ინდიკატორი, ერთად აღებული მიგვანიშნებს იმაზე, რომ ლუსი იყო ახალგაზრდა მაგრამ სრულად ჩამოყალიბებული და ზრდასრული, როდესაც დაასრულა სიცოცხლე.

ადამიანის წარმოშობის ინსტიტუტს აქვს ლუსის ძვლების დუბლიკატები, რომლებიც დამზადდა ინსტიტუტის ჩამოსხმისა და ძერწვის ლაბორატორიებში. „ნამდვილი“ ლუსი ინახება სპეციალურად შექმნილ სეიფში, რომელიც მდებარეობს პალეოანთროპოლოგიურ ლაბორატორიაში, ეთიოპიის ეროვნულ მუზეუმში, ქალაქ ადის-აბებაში (ეთიოპია). იმის გამო, რომ საკმაოდ იშვიათი და მტვრევადია განამარხებული ობიექტების უმრავლესობა, მათ შორის ჰომინიდები, შაბლონები ხშირად მზადდება ორიგინალი ნამარხების გამოყენებით. შაბლონები შემდეგ გამოიყენება დეტალური კოპიების შესაქმნელად, რომლების გამოყენებაც შემდგომ შესაძლებელია სასწავლო, გამოკვლევებისა თუ საგამოფენო დანიშნულებით. ჰომინიდური ფორმირება ჰადარში იყოფა სამად. ლუსი ნაპოვნია ამათგან ყველაზე მაღალში. მართალია ნამარხების პირდაპირი დათარიღება შეუძლებელია, მაგრამ ის ადგილები სადაც ისინია ნაპოვნი ხშირად შეიცავს ვულკანურ ამონაფრქვევებსა და ნარჩენებს, მათი დათარიღება კი შესაძლებელია 40ar/39ar (argon-argon) დათარიღების ტექნიკით. ამ თარიღებით შეიარაღებით და პალეომაგნეტიკის, პალეონტოლოგიური თუ სედიმენტოლოგიური კვლევების მხარდაჭერით, მკვლევრებს შეუძლიათ ნამარხი მოათავსონ თარიღის ჩარჩოებში საკმაოდ დიდი სიზუსტით. ლუსის ასაკი მიჩნეულია, რომ ნაკლებია 3,18 მილიონ წელზე.[7]

ავსტრალოპითეკ აფარენსისი, ჩონჩხის რეკონსტრუქცია

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რამდენიმე ასეული განამარხებული ძვალი იპოვნეს ლუსის ნამარხის ლოკაციის მიდამოებში, არ ყოფილა ძვლების გამეორება (ერთი და იმავე ტიპის ორი სხვადასხვა ძვალი). ყველაზე პატარა და უმნიშვნელო ძვლისაც კი თავისთავად გაამცდარებდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს ძვლები მხოლოდ ერთ ინდივიდს ეკუთვნოდა (ლუსის), მაგრამ ძვლების მსგავსი გამეორება ლუსის შემთხვევაში არ აღმოჩენილა. ყველა ძვალი ეკუთვნის ერთ ინდივიდს, ისინი ერთი და იგივე სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნის. მათი ზომები პროპორციულობაში მოდის ერთმანეთთან საიმისოდ, რომ ისინი ერთ ჰომინიდს ეკუთვნოდეს. ამას გარდა, კიდევ ერთი ფაქტორი რაც ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას ამყარებს (ლუსის, როგორც ერთი ინდივიდის შესახებ), ის არის, რომ ეს ძვლები ერთიანობაშია განვითარების ეტაპის მიხედვითაც, ანუ ისინი ზუსტად ერთნაირად არიან განვითარებულნი (თავისთავად ცხადია, თითოეული მათგანი საკუთარ კონკრეტულ ჭრილში). ცოცხალი ლუსი დაახლოებით 106,68 სმ სიმაღლის იქნებოდა გამართულ პოზაში, ხოლო მისი წონა შეადგენდა დაახლოებით 27-29 კილოგრამს.[7]

ლუსი  ჩონჩხის რეკონსტრუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უამრავი თვისება აფარენსისის ჩონჩხში ამტკიცებს იმას, რომ ისინი ორ ფეხზე მოსიარულეები იყვნენ, დამატებით გარკვეული მკვლევრები გვთავაზობენ თეორიას იმის შესახებ, რომ ბიპედალობა განვითარდა დიდი ხნით ადრე აფარენსისამდე. საერთო ჯამში მენჯის ძვლის ანატომია ბევრად უფრო მსგავსია ადამიანისა, ვიდრე მაიმუნისმაგვარისა. თეძოს პირები არის მოკლე და ფართო. გავის ძვალი ფართოა და ზუსტად მენჯ-ბარძაყის სახსრის პირდაპირაა მოთავსებული.  მტკიცებულება იმისა, რომ მათ აქვთ ძლიერი დანართი მუხლზე გამშლელებისა, ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ მენჯის ძვალი არ არის მთლად ადამიანის მენჯის ძვლის მსგავსი (როგორ საგრძნობლად ფართო ან გაშლილი ლატერალურად ორიენტირებულ თეძოს პირებთან ერთად) ეს თვისებები მიანიშნებს სტრუქტურაზე, რომელიც შესაძლოა მიჩნეული იყოს რადიკალურ გარდაქმნად ორფეხიანობის მნიშვნელოვანი ხარისხისა ცხოველების საყრდენ რეპერტუარში.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბარძაყის ძვლის კუთხეები მიმართულია მუხლისკენ. ეს თვისება შესაძლებლობას მისცემდა ფეხს დაცემულიყო ან ჩამოწეულიყო სხეულის შუახაზისკენ, რაც ასევე არის სერიოზული ინდიკატორი ნამდვილი ორფეხა არსებების მოძრაობისა. ფეხის განსაკუთრებულობა ასევე გამოიხატება მოძრავ ფეხის დიდ თითში, რაც საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი რომ ჩაუბღაუჭო ტოტებს უკანა კიდურებით. მოძრავი უკანა კიდურების დაკარგვამ ასევე გაზარდა რისკი ჩვილის დაცემისა ან ჩამოვარდნისა, გამომდინარე იქიდან, რომ პრიმატები როგორც წესი ატარებენ საკუთარ ჩვილებს მანამ, სანამ ისინი თავად არ შეძლებენ გადაადგილებას. მეორე წყვილი მოძრავი უკანა კიდურების გარეშე ჩვილი ვერ შეინარჩუნებს საკუთარ წონასწორობას და სავარაუდოა რომ დასჭირდება მშობელი დედის დახმარება. ჩვილის ტარების პრობლემა გამრავლდებოდა თუკი დედას ასევე მოუწევდა რომ ამძვრალიყო ხეებზე. ფეხის ძვლები ასევე მიანიშნებს ბიპედალობაზე.

კომპიუტერული სიმულაციები, დინამიური მოდელირებით ჩონჩხის ინერციული თვისებებისა და კინემატიკისა, გვაძლევს ვარაუდს იმის შესახებ, რომ აფარენსისს შეეძლო იმ გზით და იმგვარად გადაადგილება, როგორც თანამედროვე ადამიანი გადაადგილდება, მაგრამ არ შეეძლოთ ისე გადაადგილება როგორც შიმპანზეებს. თავდაყირა სიარული იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ზურგში ან მუხლებში მოხრილი სიარული, რომელსაც თავის მხრივ ორმაგი ენერგია დასჭირდებოდა.

მდედრი აფარენსისის რეკონსტრუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფარენსისი იყო საკმაოდ ეფექტური ბიპედი, რომელიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდა და ლაეტოლის ნაკვალევზე აღმოჩენილი ფეხის ანაბეჭდების ინტერვალი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ 1 მ/წმ სიჩქარით ან მეტით, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანების გადაადგილების სიჩქარესთან, რომელიც ფიქსირდება პატარა ქალაქებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ეჭვქვეშაა, ავსტრალოპითეკის ფეხის ძვლები მიუთითებს იმაზე, რომ ლაეტოლში აღმოჩენილი ფეხის ნაკვალევი  შესაძლოა არ იყოს ავსტრალოპითეკისა. ბევრი მეცნიერი ასევე ეჭვის თვალით უყურებს ბიპედალობის შემოთავაზებას და ამტკიცებს, რომ ავსტრალოპითეკს რომც შესძლებოდა ორ ფეხზე გადაადგილება, ის მაინც ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ისე როგორც თანამედროვე ადამიანი გადააადგილდება.

მაჯის საკეტი მექანიზმის არსებობა შესაძლოა გვაძლევდეს ვარაუდს იმის შესახებ, რომ  ისინი სახსრის გამოყენებით გადააადგილდებოდნენ. მხრის სახსარი ასევე ბევრად უფრო ორიენტირებულია თავის ქალის მიმართ, ვიდრე თანამედროვე ადამიანისა, მაგრამ იგი მსგავსია დღევანდელი მაიმუნებისა, რომელიც შეთავსებულია  შედარებით გრძელ მხრებთან რასთან დაკავშირებითაც არსებობს აზრი, რომ აფარენსისს სწორედ ასეთი მხრის სახსარი უნდა ჰქონოდა. მიჩნეულია რომ ამის არეკვლა გაამძაფრა უნარმა ემოძრავებინათ მხრები თავს ზემოთ ცოცვის დროს. გარდა ამისა თავის ქალის სკანირება ნათელს ჰფენს არხისა და სხეულის ლაბირინთულ მორფოლოგიას, რომელიც არ არის ხელშემწყობი ფაქტორი სათანადო ბიპედალური გადაადგილებისათვის.

ბიპედალების თავდაყირა მოძრაობა მიჩნეულია, რომ წარმოიშვა სახსარზე დაყრდნობით მოღუნულად მოძრაობით, იმ წესით რა წესსაც შიმპანზეები და გორილები გამოიყენებენ რათა გადააადგილდნენ, მაგრამ ისეთი ნამარხები როგორიცაა ორორინ ტუგენენსისი მიუთითებს რომ ბიპედალობა დაახლოებით 5-8 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, დაახლოებით იმავე პერიოდში როდესაც გენეტიკური კვლევები გვაძლევდა ვარაუდს წრფივი წარმოშობის გაყრის შესახებ შიმპანზეებსა და ადამიანებში. თანამედროვე მაიმუნები და მათი წინაპრები გვიჩვენებენ ჩონჩხის ადაპტაციას თავდაყირა ხეზე ცოცვაში და გამართულად სიარულში რომელიც შემოგვთავაზეს რომ თავდაპირველად წარმოიშვა როგორც ხეზე საცხოვრებელთან ადაპტაციაში.

სუმატრაში თანამედროვე ორანგუტანგების კვლევა გვიჩვენებს, რომ მაიმუნები იყენებენ 4 ფეხს, როდესაც გადაადგილდებიან დიდ, სტაბილურ ხეებზე და მაშინ, როდესაც ქანაობენ შედარებით მცირე ზომის ხის ტოტებზე, მაგრამ ისინი ბიპედალები არიან და ინარჩუნებენ  ფეხებს გამართულ მდგომარეობაში, როდესაც იყენებენ მოქნილ, პატარა, დიდი რაოდენობის ტოტებს ზომით 4 დიამეტრის ქვემოთ, მაშინ როდესაც ისინი ასევე იყენებენ მხრებს რათა შეინარჩუნონ ბალანსი და ჰქონდეთ დამატებითი მხარდაჭერა. ეს მათ საშუალებას აძლევს მოწყვიტონ ხილი ან გადაინაცვლონ მეორე ხეზე.

კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით 10-11 მილიონი წლის წინ გავლენა იქონია აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ტყეებში ჩამოყალიბების პერიოდზე, სადაც ტყის მიწების გახსნამ ხელი შეუშალა ხის ფიცრულით გადაადგილებას.  ასეთ დროს პროტო-ჰომინინებმა შეძლეს მიეღოთ თავდაყირა სიარულის ქცევის მანერა და დაეწყოთ მზარდი სახმელეთო მიმოსვლა, მაშინ როდესაც გორილასა და შიმპანზეს წინაპრები აგრძელებდნენ სპეციალიზაციას ვერტიკალურ ხის ფესვებსა და ლიანებზე ასვლაში, სხეულის მოხრილ მდგომარეობაში, რასაც საბოლოო ჯამში ისინი მიჰყავს სახსარზე დაყრდნობით გადააადგილებამდე მინიმალური მასშტაბებით.  ეს დიფერენცირებული განვითარების ფარგლებში დიდი ჰომინიდების საზოგადოებასთან ერთად გამოიწვევდა იმას, რომ აფარენსისი მიიღებდა ჩვევას თავდაყირა გადააადგილებისა ფართო სახმელეთო მიმოსვლაში, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ იყენებს მხრებს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული პატარა ხეებზე ასვლაში. მიუხედავად ამისა პროტო-ჰომინინების, გორილებისა და შიმპანზეების წინაპრები იყვნენ უახლოესი ნათესაური კავშირის მქონენი და აგრეთვე იზიარებდნენ ანატომიურ თავისებურებებსაც, მათ შორის შერწყმულ მაჯის ძვალსაც, რომელიც შეიძლება ვივარაუდოთ  რომ სახსრით გადააადგილებისას გამოიყენებოდა ადამიანის წინაპრების მიერ.

სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ თავდაყირა ხერხემლის და პირველ რიგში ვერტიკალური სხეულის გეგმა პრიმატებში თარიღდება ადრეული მიოცენის, ადრეული ადამიანის მსგავს პრიმატებში. ცნობილი განამარხებული ნაშთები გვხვდება აფრიკაში საიდანაც ვიგებთ რომ ავსტრალოპითეკი წარმოადგენს ჯგუფს, საიდანაც თანამედროვე ადამიანის წინაპარი გაჩნდა. როგორც ჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინი „ავსტრალოპითეკი“ მოიცავს ყველა ადრეული ჰომინინის ნამარხს, რომელიც დათარიღებულია 7-2,5 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებად. ავსტრალოპითეკები გადაშენდნენ ამ პერიოდის შემდგომ.[8]

გადაშენებული სახეობის სოციალური ქცევისა და ჩვევების რეკონსტუქცია საკმაოდ რთულია, მაგრამ მათი სოციალური წყობა დიდად ჩამოჰგავს თანამედროვე პრიმატებისას. ერთ-ერთი მსგავსებაა სხვაობა სხვადასხვა სქესის ინდივიდების ტანის ზომებში (სქესობრივი დიმორფიზმი). სქესობრივი დიმორფიზმის ხარისხი მამრ და მდედრ ავსტრალოპითეკებს შორის განხილვისა და დებატების საგანია. ზოგიერთი მოსაზრებით მამრი ავსტრალოპითეკის სხეული არსებითად აღემატებოდა მდედრისას. თუ სქესობრივი დიმორფიზმსა და სოციალური ჯგუფის სტრუქტურას შორის დამოკიდებულებას მივუსადაგებთ ავსტრალოპითეკ აფარანსისს როგორც სოციალურ ჯგუფს მაშინ მივიღებთ დასკვნას, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ პატარა ჯგუფებად, რომელშიც ერთიანდებოდნენ მამრი ლიდერი და რამდენიმე მდედრი. სხვა კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მამრებსა და მდედრებს შორის იყო არსებითი გადაფარვა ზომების მიხედვით. ეს და კბილების ზომის შემცირება არის საბაბი იმის სავარაუდოდ, რომ ავსტრალოპითეკებში იყო მონოგამია (ერთცოლიანობა). მამრები შესაძლოა დაკავებული ყოფილიყვნენ შემგროვებლური საქმიანობით. ამით გამოწვეულმა ტვირთის ტარების საჭიროებამ შესაძლოა გამოიწვია ევოლუციის მიმართვა ბიპედალიზმისკენ (ორფეხიანობა). 2010 წლამდე მიიჩნეოდა, რომ ავსტრალოპითეკ აფარანსისები არ იყენებდნენ რაიმე სახის ქვის იარაღს, თუმცა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი საკვებად იყენებდნენ სხვადასხვა ცხოველების ხორცს, რომელსაც ქვის იარაღით ანაწევრებდნენ. ამ აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ ჰომინიდური არსებები გაცილებით უფრო ადრე იყენებდნენ ქვის იარაღს ვიდრე ეს 2010 წლამდე იყო ცნობილი.

ავსტრალოპითეკ აფარენსის ნიმუშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
LH4, ყბის ნიმუში
  • LH 4 - ნაპოვნი ნიმუში არის მოზარდის ქვედა ყბა ლაეტოლიდან (ტანზანია)
  • AL 129-1 - პირველი ავსტრალოპითეკ აფარანსისის მუხლი იპოვა დონალდ იოჰანსონმა 1973 წლის ნოემბერში. მასთან ერთად ჯგუფურ გათხრებს აწარმოებდნენ მაურის ტაიები, ივ კოპენსი და ტიმ ვაითი შუა ავაშში (ეთიოპიის აფარის ღრმული).*

AL 200-1 – ზედა სასა და კბილები, ნაპოვნი 1974 წლის ოქტომბერში.

  • AL 288-1 - ავსტრალოპითეკ აფარანსის პირველი ჩონჩხი აღმოჩენილია 1974 წლის 24 ნოემბერს ეთიოპიაში, ჰადართან ახლოს ტომ გრეის მიერ დონალდ იოჰანსონთან ერთად.
  • AL 333 – 1975 წელს, ლუსის აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დონალდ იოჰანსონმა აღმოაჩინა კიდევ ერთი ნამარხებიანი ტერიოტორია სადაც შემდგომში იპოვა 200-მდე ნიმუში, რომლებიც მინიმუმ 13 ინდივიდს ეკუთვნოდა, მათ შორის განრიჩეოდა მოზრდილებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ამ ტერიტორიას ხშირად მოიაზრებენ „პირველი ოჯახის“ ტერიტორიად. ნიმუშების ახლო მდებარეობა ერთმანეთთან მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ერთდროულად დაიხოცნენ, რაც უნიკალური აღმოჩენაა.
  • AL 333-160 – 2011 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰადარში აღმოაჩინეს AL333-160. ნაპოვნი მასალებიდან დადგინდა, რომ ა.აფარენსისს ჰქონდა თაღისებრი ტერფი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს სახეუბა ძირითადად წელში გამართული დადიოდა. ტერფის ძვალი ერთ-ერთი იყო 49 ახალი აღმოჩენიდან, რომლებმაც მთლიანობაში კვლევის მთავარი სპეციალისტი მიიყვანეს იმ დასკვნამდე, რომ ა.აფარენსისი „იმაზე მეტად ჰგავს ადამიანს ვიდრე ოდესმე ვფიქრობდით“.
  • AL 444-2 – ეს არის მამრის თავის ქალა, ნაპოვნი ჰადარში 1992 წელს. იმ დროისთვის როდესაც ის იპოვეს, ეს იყო ა.აფარენსისის პირველი სრული თავის ქალა. AL444-2-ის აღმოჩენამდე სრული ქალის ნარჩენების იშვიათობა ხელს უშლიდა მათი ევოლუციური მნიშვნელობის ანალიზების ჩატარებას. AL444-2-ისა და სხვა თავის ქალის ნარჩებენის საფუძველზე კიმბელი, რაკი და იოჰანსონი მსჯელობენ ა.აფარენსისის ტაქსონომიურ ერთობაზე.
  • კადანუმუ - ცნობილი როგორც „დიდი კაცი“, არის ნაწილობრივი ჩონჩხი, რომელსაც მამრად მიიჩნევენ.
  • Selam – 2000 წელს დიკიკაში (ეთიოპია ) აღმოაჩინეს 3 წლის მდედრი ავსტრალოპითეკ აფარენსისის ჩონჩხი, რომელიც მოიცავდა თითქმის მთლიან თავის ქალას, ტანს და კიდურების უმრავლესობას. ეს აღმოჩენა რამდენიმე მილით იყო მოშორებული იმ ადგილს სადაც „ლუსი“ იპოვნეს. ჩონჩხის მახასიათებლები მიუთითებდა იმაზე, რომ ინდივიდი ადაპტირებული იყო როგორც ორ ფეხზე სიარულთან (ბიპედალიზმი) ისე ხეზე ცოცვასთანაც. ეს ყველაფერი ემთხვევა ლუსის მახასიათებლებს და მთლიანობაში მოისაზრება შალედურ ანატომიურ ფორმად ადამიანსა და ჰომინიდურ პრიმატებს შორის. „პატარა ლუსის“ ოფიციალურად დაარქვეს სელამი (რაც ეთიოპიურ ენაზე სიმშვიდეს/მშვიდობას ნიშნავს).

დაკავშირებული ნაშრომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომი აღმოჩენებით აფარში, მათ შორის არაერთი ძვლის აღმოჩენით N333 ლოკაციაში, ბევრად გაიზარდა შესაბამისი პერიოდის აღმოჩენილი ნამარხების რაოდენობა. რამაც საბოლოოდ იოჰანსონი და ვაითი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ კობი ფორას და აფარის ჰომინინები ერთსა და იმავე პერიოდს მიეკუთვნებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ლუსი არ იყო ერთადერთი ინდივიდი, რომელმაც განივითარა ბიპედალიზმი და ბრტყელი სახე.

2001 წელს მივ ლიკიმ წამოაყენა კიდევ ერთი სახეობის არსებობის შესახებ მოსაზრება, რომელსაც კენიათროპუს პლატიოპსი უწოდა. ამას საფუძვლად ედო ნამარხი თავის ქალის (KNM WT 40000) აღმოჩენა. აღმოჩნდა, რომ ამ ნამარხსაც ბრტყელი სახე აქვს, მაგრამ ნარჩენები ძლიერ დანაწევრებულია. მას ასევე აქვს არაერთი სხვა მსგავსი მახასიათებელი ავსტრალოპითეკ აფარენსისის ნარჩენებთან. ჯერჯერობით ეს ერთადერთი აღმოჩენაა ამ სახეობის შესახებ, ხოლო რაც შეეხება მისი არსებობის სავარაუდო პერიოდს, ის ემთხვევა ავსტრალოპითეკ აფარენსისისას.

სხვა სახეობა, რომელსაც არდიპითეკუს რამიდუსი ჰქვია 1992 წელს აღმოაჩინა ტომ ვაითმა კოლეგებთან ერთად. ის სრულად ბიპედალია, მაგრამ როგორც ჩანს ის ტყიანი გარემოს თანადროული სახეობაა. მეცნიერების დაახლოებითი გამოთვლებით მისი თავის ქალის მოცულობა დაახლოებით 300-350 სმ³ იყო, რაც ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც მიიღეს ერთ-ერთი არდიპითეკუსის, მეტსახელით „არდის“, გამოკვლევის შედეგად 2009 წელს.

  1. 1.0 1.1 Haviland, W. A., & Haviland, W. A. (2005). Evolution and prehistory: The human challenge. Belmont, CA: Thomson Wadsword.
  2. McHenry, H. (n.d.). Australopithecus. Retrieved July 06, 2016, from https://www.britannica.com/topic/Australopithecus
  3. The Genus Australopithecus. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  4. 4.0 4.1 WebCite query result. (n.d.). Retrieved July 06, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2009. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 26, 2009.
  5. Latimer, Bruce; Lovejoy, C. Owen (1990-06-01). „Hallucal tarsometatarsal joint in Australopithecus afarensis“. American Journal of Physical Anthropology (ინგლისური). 82 (2): 125–133. doi:10.1002/ajpa.1330820202. ISSN 1096-8644.
  6. 6.0 6.1 Green, David J.; Alemseged, Zeresenay (2012-10-26). „Australopithecus afarensis Scapular Ontogeny, Function, and the Role of Climbing in Human Evolution“. Science (ინგლისური). 338 (6106): 514–517. doi:10.1126/science.1227123. ISSN 0036-8075. PMID 23112331.
  7. 7.0 7.1 Lucy's story. (n.d.). Retrieved
  8. Johanson, D. C., & Shreeve, J. (1989). Lucy's child: The discovery of a human ancestor. New York: Morrow.