Australopithecus bahrelghazali

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოჩენილი ყბის ფრაგმენტი

ავსრტალოპითეკუს ბაჰრელგაზალი (Australopithecus Bahrelghazali) — განამარხებული ჰომინინი, რომელიც აღმოაჩინა ფრანგმა მეცნიერნმა დღევანდელი ჩადის ტერიტორიაზე. მისი ზუსტი და მეცნიერული დახასიათება შემდეგია: ის განეკუთვნება ცხოველთა სამეფოს, აქვს ქორდასტან დაკავშირებული ქორდალური არხი, კლასის მიხედვით შედის ძუძუმწოვართა კლასში, ოჯახითა და ქვეოჯახით კი ჰომინიდთა რიგებს მიეკუთვნება.[1]

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკი არის ჰომინინის გადაშენებული სახეობა. ავსტრალოპითეკის სახეობებმა დიდი როლი შეასრულეს ადამიანის ევოლუციაში. ისინი არიან უძველესი ჰომინიდები, რომელთა გენებშიც გვხვდება დუბლირებული SRGAP2 გენი. ეს გენი უზრუვნელყოფს ტვინის ნეირონების სიგრძისა და შესაძლებლობების ზრდას. ერთ-ერთი ავსტრალოპითეკის სახეობა აფრიკაში 2 მილიონი წლის წინ ჰომო სახეობად ჩამოყალიბდა (მაგ: ჰომო ჰაბილისი) და ნელ-ნელა მოხდა ევოლუცია ჰომო საპიენსამდე. ავსტრალოპითეკ ბაჰრელგაზალი ცხოვორბდა 3-3.5 მილიონი წლის წინ და არის პირველი ავსტრალოპითეკინი, რომელიც აღმოაჩინეს სამხ. აფრიკის გარეთ.[1]

სახელის ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობის სახელი დაკავშირებულია ბაჰრელგაზალის ნიმუშის აღმოჩენის ადგილთან - სამხ. ჩადის რეგიონი ბაჰრ ელ გაზალი. სახელს (Bahrelghazal) დამატებული აქვს ლათინური დაბოლოება i და მიიღება სახელი Bahrelghazali. სიტყვა ავსტრალოპითეკში კი პრეფიქსი australo- არის ლათინური, სუფიქსი pithecus- კი ბერძნული. სახელი ნიშნავს „ბაჰრ ელ გაზალის სამხრეთის მაიმუნს“.

აღმოჩენის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენის ადგილი

პალეოანთროპოლოგი მიშელ ბრანეტი, რომლის ექსპედიციამაც აღმოაჩინა სრულიად ახალი სახეობის ჰომინიდი ჩადში, ბაჰრ ელ გაზალის ტერიტორიაზე, დაიბადა 1940 წელს ვიენში, საფრანგეთში. მას შემდეგ, რაც მან გაატარა თავისი პირველი წლები ქალაქგარეთ, ის 8 წლის ასაკში გადასახლდა პარიზის ერთ-ერთ ცნობილ უბანში, Versailles - ში. მან მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პალეოანთროპოლოგიაში სორბონის უნივერსიტეტში. შემდეგ კი გახდა ხერხემლიანი ცხოველების პალეოანთროპოლოგიის (ეს არის პალეოანთროპოლოგიის ერთ - ერთი უდიდესი დარგი, რომელიც დაეძებს და იკვლევს გადაშენებული ხერხემლიანი ცხოველების ცხოვრების წესს, საქციელს, რეპროდუქციასა და ზოგადად მათ არსებობას მათი ნარჩენების სასუალებით) პროფესორი პოიტიერსის უნივერსიტეტში, კონკრეტულად კი ჩლიქოსანი ცხოველების განხრით.

გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებასა და კარიერაში დადგა მაშინ, როდესაც მან გაიგო, რომ პალეოანთროპოლოგი დევიდ პილბიმი ეძებდა განამარხებული მაიმუნებისა და ჰომინიდების წინაპარი ორგანიზმების ნარჩენებს პაკისტანში. ამ ამბავმა შთააგონა მიშელ ბრანეტი, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი გუნდი ემილი ჰეინცთან ერთად და მასაც ეძებნა მაიმუნებისა და ადრეული ჰომინიდების ნარჩენები პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრებთან. ეს ექსპედიცია გამოდგა წარუმატებელი, რადგან არანაირი მსგავსი არსების ნაშთი არ იქნა აღმოჩენლი.

ორივე მხარისათვის წარუმატებელი ექსპედიციის შემდეგ მიშელ ბრანეტმა და დევიდ პილბიმმა გადაწყვიტეს ერთად ჩაეტარებინათ ექსპედიცია აფრიკაში 1980 წელს და იქ ეძებნათ მაიმუნებისა და ჰომინიდთა წინაპრების ნარჩენები. მათ ეს იდეა გაუჩნდათ, რადგან უნდოდათ ფრანგი ანთროპოლოგის ივ კოპენსის თეორიის დამტკიცება იმის შესახებ, რომ ჰომინიდები პირველად აღმოცენდნენ და განვითარდნენ აღმოსავლეთ აფრიკის სავანებში. ორი პალეოანთროპოლოგის იდეა იყო, რომ წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, კერძოდ კი ტბა მეგაჩადის (ტბა აფრიკაში ნიგერის, ნიგერიის, ჩადისა და კამერუნის სასაზღვრო ტერიტორიაზე) სანაპიროებთან ეძებათ განამარხებული ცხოველების ნაშთები და შეიძლებოდა იქ ჰომინიდიც აღმოეჩინათ. 1984 წელს ექსპედიცია დაიწყო კამერუნის ტერიტორიაზე, მაგრამ 9 თვიანი გათხრებისა და საველე სამუშაოების შემდეგ, მათ ჰომინიდის კვალიც კი ვერ იპოვეს.

მეცნიერ ბრანეტის წინაშე წარსდგა ახალი შესაძლებლობა, როდესაც ჩადის მთავრობამ ექსპედიციის წევრებს საშუალება მისცა საკუთარი სამუშაოები განეხორციელებინათ ჯურაბის უდაბნოში, ჩადში. ეს ტერიტორია ჩადში არსებული სამოქალაქო ომის გამო წლების განმავლობაში დახურული იყო უცხოელებისათვის. პალეოანთროპოლოგმა მიშელ ბრანეტმა ჩამოაყალიბა ფრანგულ - ჩადური პალეოანთროპოლოგიური მისია, რომელშიც ერთიანდებოდა, როგორც პოიტიერსის უნივერსიტეტი, ასევე ენ ჯამენას უნივერსიტეტი და CNAR.

ექსპედიციის დაწყებისთანავე აშკარა გახდა, რომ ეს ტერიტორია საკმაოდ მდიდარი იყო განამარხებული ნივთებითა და არტეფაქტებით. ბრანეტმა და მისმა გუნდმა შეაგროვა 8 000 ასეთი განამარხებული ნარჩენი, მათ შორის ჰომინიდთა ნარჩენებიც. 1995 წელს ტბის სანაპიროზე, კორო ტოროში, ბაჰრ ელ გაზალის რეგიონში, ჩადში რიფტის ხეობიდან 2500 კილომეტრში აღმოჩენილ იქნა ძვლის ფრაგმენტი. ბიოფაქტის ეგზემპლარია ზრდასრული ქვედა ყბის ნაწილი, ჰოლოტიპი - KT12/H1. ეს არის ქვედა ყბის ნაწილი, რომელზედაც რამდენიმე კბილი ჯერ კიდევ არის შერჩენილი. ესენია : ქვედა მეორე საჭრელი კბილი, ორივე ქვედა საჭრელი კბილი თავისი დაბოლოებებით (ეს კბილები არ იყო გაცვეთილი და დღემდე შემოინახა) და ორივე პლემოლარი. კბილები კიდევ კარგად ზის საკუთარ ადგილზე, მყარად აქვს ფესვი და არ არის მორყეული. ეს აღმოჩენა იყო ავსტრალოპითეკინის ნაწილების პირველი აღმოჩენა სამხრეთ აფრიკის გარეთ. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააფართოვა ჰომინინების მდებარეობის გეოგრაფიული არეალის ცოდნა. ბაჰრელგაზალის ჰოლოტიპს, ქვედა ყბის ფრაგმენტს, ასევე უწოდებენ აბელს.

ეს სახელი მას ბიბლიური შინაარსიდან გამომდინარე არ დაურქმევია. მან ეს დაარქვა მისი გარდაცვლილი მეგობრის აბელ ბრილანჩეუს პატივსაცემად. ამ აღმოჩენამ დიდი დავა და კამათი წარმოშვა მეცნიერებს შორის, რომელიც გამოწვეული იყო მისი აღმოჩენის ადგილმდებარეობით (სწორედ მისმა ასეთმა დაშორებამ რიფტის ხეობიდან) რადგან აქამდე მხოლოდ აფრიკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში პოულობდნენ ჰომინიდთა ნარჩენებს.

ავსტრალოპითეკუს ბაჰრელგაზალთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც სხვადასხვა მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ამ აღმოჩენაზე კამათობდნენ, მიშელ ბრანეტის გუნდმა, კერძოდ კი ჩადელმა სტუდენტმა 2001 წელს იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინა თითქმის სრულიად შემორჩენილი თავის ქალა, რომელსაც ტუმაი დაარქვეს. ბრანეტმა მას მისცა შემდეგი კლასიფიაკაცია, რომ ეს არის საჰეელანტროპუს ჩადენსისის პირველი ეგზემპლარი. ექსპედიიციის წევრებს დრესაც ჰგონიათ და ამტკიცებენ, რომ ეს ჩადენსისი, ჰომინიდი იყო, ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ ის მაიუნებს მიეკუთვნება.

სტრატიგრაფიული კონტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება სტრატიგრაფიულ კონტექსტს, ყველა ვარაუდი ეყრდნობა ნამარხის ორი მნიშვნელოვანი ჰომინიდური ნაწილის თავდაპირველ ადგილსამყოფელს და აღმოჩენის კონკრეტულ ლოკაციას, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. საბოლოოდ, 1994 წლიდან 2002 წლამდე ჩადიში ჩატარებულ პალეონტოლოგიურ ექსპედიციებზე პასუხისმგებელმა პირმა ოფიციალურად გამოაცხადა აბელისა და ავსტრალოპითეკ ტჩანდესისის (Toumai) ნიმუშების კონკრეტული თავდაპირველი ადგილსამყოფელი - კორო ტორო, არეალი KT 12.

აბელი, ყბის ფრაგმენტი, აღმოჩენილ იქნა მეჩხერი ველსადინარის ნაპირზე, სადაც ვხვდებით უხეში ქვიშის, ხრეშისა და რკინის მადანის ნარევებს. აქვე არის ტბა მეგაჩადი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ათასი წლისაა. მიწის ზედაპირს ფარავს ხუთ სანტიმეტრიანი მინერალებით გაჯერებული ნალექი, რომლის აკუმულირებაშიც დიდი როლი შეასრულა დაღმართზე მომდინარე წყალმა და ქარმა. KT 12 არეალი არის მიწის დაღმართი და გამოირჩევა ძლიერი წვიმებითა და ქარიშხლებით არარეგულარული ინტერვალებით, რაც იწვევს მკაცრ ფლუვიალურ ეროზიას.

მინერალებით სავსე ზედაპირი შედგება თეთრი ქვიშისგან, რომელიც მშრალი და მყარია. თუმცა, წვიმის შემდეგ ეს მასა რბილდება. ამ ცვლილების მიზეზი არის ნაპირის ნიადაგში მარილების მაღალი კონცენტრაცია.

ნიმუშების ზუსტი პოზიციონირება მოცემულ პირობებში ძალიან რთულია. როგორც ცნობილია, უდაბნოში ხშირია გვერდითი ქარები. მოცემული ობიექტები კი მსუბუქ ზედაპირზე (ქვიშაზე) არის განთავსებული, რაც მათ გადაადგილებას მარტივს ხდის. ხშირმა ქარებმა შესაძლოა ობიექტი რამდენიმე მეტრით გადააადგილოს. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ მოცემული ნიმუშები მილიონობით წლის განმავლობაში იყო „დაუცველი“, ღია სივრცეში. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ აბელი გადაადგილებულია ვერტიკალურადაც და გვერდულადაც.

ასევე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიას აქვს პასტორალური დატვირთვა, რაც გამოიწვია აქლემების დიდმა რაოდენობამ. ამ ფაქტსაც აქვს ნიმუშების განამარხებასთან გარკვეული კავშირი, ვინაიდან აქლემებს შეუძლიათ გადაადგილების დროს კიდევ უფრო ღრმად ჩამარხონ ობიექტები რბილ სუბსტრატში ან ზედაპირზე მდებარე ობიექტები გაცვითონ და გადააადგილონ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანსა და კომპლექსურს ხდის ნამარხების კონტექსტუალურ ისტორიას.

საბოლოოდ სტრატიგრაფიული კონტექსტის ორი ახსნა არსებობს: in situ (ლათ. ორიგინალური ადგილსამყოფელი) და არა in situ. ანუ, გარკვეული მოსაზრებებით აბელი იქ აღმოაჩინეს, სადაც თავიდანვე იყო და ბინადრობდა. თუმცა, ჩამოთვლილი გარემო-პირობების გამო შესაძლოა აბელს შეცვლილი ჰქონდეს ადგილმდებარეობა.[2]

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათარიღებისას მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ავსტრალოპითეკუს ბაჰრელგაზალის ასაკს მასთანვე აღმოჩენილ სეჰელანთროპუს ჩადენსისსა და ავსტრალოპითეკუს აფერენსისთან. დასათარიღებლად მათ გამოიყენეს ატმოსფერული ბერილიუმი (10Be), კოსმოგენური ნუკლიდი რათა დაედგინათ ამ ნარჩნების ასაკი. კვლევამ 10Be/9Be - ს საშუალებით დაადგინა, რომ ავსტრალოპითეკუს ბაჰრელგაზალის, კერძოდ კი აბელის ასაკი არის დაახლოებით 3,58 მილიონი წელი ცდომილებით +/- 0,27 მილიონი წელი. ეს მიღებული შედეგები ემთხვევა ავსტრალოპითეკუს აფერენსის, კერძოდ კი ლუსის ასაკს. მას შემდეგ, რაც გამოიყენეს აღმოჩენილი სეჰელანთროპუს ჩადენსისის ფრჩხილი აბსოლუტური დათარიღებისათვის დადგინდა, რომ მისი ასაკი 6,8 – 7,2 მილიონი წელია. ამ არმოჩენილმა მასალებმა და დათარიღების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა დიდი მეცნიერული მნიშვნელობა მიიღო, რადგან ამ ქრონოლოგიურმა კონტრასტმა ითამაშა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედის როლი ჰომინიდების ადრეული ევოლუციის დადგენაში.[2]

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტვინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრანიალური ნარჩენების ნაკლებობა ართულებს გარკვეული დასკვნების გამოტანას ბაჰრელგაზალის ტვინის შესახებ. თუმცა, აბელის ყბასა და კბილებს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს სხვა ავსტრალოპითეკებთან, რაც საშუალებას გვაძლევს ტვინზეც გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ბაჰრელგაზალის ტვინის მოცულობაც ახლოს უნდა იყოს სხვა ავსტრალოპითეკინების მონაცემებთან, ანუ მისი სავარაუდო ზომაა 400-500 კუბური სანტიმეტრი.

სხეულის ფორმა და ზომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრელგაზალის ჩონჩხის ნაშთებიც თითქმის არ მოგვეპოვება, ამიტომ ზუსტი დასკვნის გამოტანა ამ შემთხვევაშიც რთულია. სავარაუდოდ, სახეობის სხეულის ზომა ახლოს არის თანამედროვე შიმპანზეების ზომასთან.

ყბა და კბილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყბის ნაწილებში გვხვდება:

•დიდი საჭრელი კბილები ზედა ყბაზე და მოლარები (უკანა კბილები)

•პრემოლარები 3 ფესვით (2-ის ნაცვლად)

•კბილის ემალი იმავე სისქით, როგორც ავსტრალოპითეკ აფარენსისის შემთხვევაშია

•შედარებით ვერტიკალური ნიკაპი სხვა ავსტრალოპითეკინებთან შედარებით[3]

ნამარხის ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყბის ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყბის ანალიზი ჩაატარა სტომატოლოგმა - პიერ ფრონტიმ. ქვედა ყბის კბილები არის მუქი ყავისფერი, რაც განამარხების პირობებმა გამოიწვია: ნამარხი გაჟღენთილია იმ მინერალებითა და მეტალური ოქსიდებით, რომელიც ლოკაციის გეოლოგიურ ფენაშია წარმოდგენილი, რამაც განაპირობა კბილის ემალის მსგავსი ელფერი.

ყველაზე „ადამიანური“ ფორმები და კრიტერიუმები გვხვდება აბელის ეშვებში: პირველ რიგში, ეშვების სიგრძე მცირედით აღემატება მეზობელი კბილების სიგრძეებს. ასევე, ძალიან პატარა დაშორებაა ეშვებსა და პრემოლარებს (წინა კბილებს) შორის, რაც ართულებს დიდი ზედა ეშვების თავისუფლად მოთავსებას. ზედა ყბის საჭრელი კბილის ფორმა კი ძალიან გავს თანამედროვე ადამიანისას.

კბილებზე დაკვირვება მოხდა სტანდარტული რადიოგრაფიისა და CT სკანირების მეთოდით. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა აბელის პრიმიტიული მახასიათებელი: პრემოლარებს აქვს სამი ფესვი (როცა თანამედროვე ადამიანს ერთი ფესვი აქვს). თუმცა ემალი სისქით ჰგავს თანამედროვე ადამიანისას, როცა მაიმუნებში ის ბევრად თხელია.[4]

დენტალური ანალიზის შედეგად ცხადი გახდა, რომ აბელი არ იყო მცირეწლოვანი. რაც შეეხება ცვეთის ასპექტებს, ჩანს, რომ პრემოლარები ფუნქციონირებდა დიდი ხნის განმავლობაში. კბილების პულპები არის დიდი, როგორც ახალგაზრდა პაციენტების შემთხვევაში, თუმცა კბილის „მორყევა“ არ არის დაწყებული. ამიტომ, დაასკვნეს, რომ აბელი მოზრდილი ახალგაზრდაა. ანალიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ აბელს 5-6 წლის ასაკში კბილების პათოლოგიური მიმდევრობის პრობლემა ჰქონდა.

როგორც პიერ ფრონტი ამბობს, იმ დაავადებებს, რომელიც პაციენტს ბავშვობაში გადააქვს, შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს დენტალურ ცვლილებებზე და მყარი კბილის ქსოვილის ფორმირების დროს სპაზმებზე. ეს ცვლილებები გაყინულია მინერალიზაციით, ამიტომ ვიზუალურად ჩანს არა მხოლოდ ინდივიდის ცხოვრების მანძილზე, არამედ შემდეგად (ნეშთზეც გარკვევადია).[5]

აბელის ყბაზე დაკვირვებისას ასევე ჩანს, რომ კბილები თაღოვან ფორმას ქმნიან. ეს არის დისპლაზიის შედეგი, რომელიც ემალის მინერალიზაციის დეფექტმა გამოიწვია. თანამედროვე ადამიანებში ზედა ყბის კბილების მინერალიზაციის პროცესი 6 წლის ასაკში იწყება. აბელის შემთხვევაში მცირე ღრმულები თითქმის ყველა კბილზე შეინიშნება, თუმცა უფრო დიდი ზომის დაზიანებები მხოლოდ ეშვებს ახასიათებს. თითოეულ მათგანს 2დან 4მდე მსგავსი დაზიანება აღენიშნება, რაც კბილის ემალის ჰიპოპლაზიითაა გამოწვეული. თანამედროვე ადამიანებში არსებობს ამ დაზიანების გამომწვევი უამრავი მიზეზი, როგორც გენეტიკური, ასევე გარემო პიროებით გამოწვეული. როგორც ჩანს, აბელის პათოლოგია სისტემური ხასიათის იყო. მიუხედავად ამ დაზიანებების რაოდენობისა და ინტენსივობისა, რთულია ითქვას ეს ერთი, განმეორებადი თუ მრავალი სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. აქ განხილული შესაძლო მიზეზებია განმეორებადი ციება და სეზონური კვებითი დეფიციტი. აბელის ანომალიის მიზეზი შესაძლოა იყოს კვებითი დეფიციტი ან დევიტამინოზი - ფოსფორისა და კალციუმის ნაკლებობა, რომელიც იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს.

ემალის ჰიპოპლაზია არის დეფექტი ემალში გამოწვეული კბილის ჩამოყალიბების დროს, თუმცა ის შეიძლება გამოწვეული იყოს გარემო პირობების გავლენითაც. ემალის ჩამოყალიბებას ადამიანებში კარგვეული დროითი ჩარჩოები აქვს და რადგან ის ისეთი ქსოვილია, რომელიც ერთხელ ყალიბდება და მისი რეკონსტრუქცია აღარ ხდება, ჰიპოლაფსია შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მარკერი სხვადასხვა კრიტიკული პერიოდებისა ინდივიდუალური ორგანიზმების ზრდისა და განვითარების პროცესში. ამიტომ აბელის ამ დეფექტის უფრო დეტალური განხილვა მნიშვნელოვანია.

რენტგენოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ რაიმე ტიპის ანომალიები გამოვლენილი არ იყო და კბილებს ნორმალური მორფოლოგიური აგებულება ჰქონდათ. მალის ჰიპოპლაზია არ არის უბრალოდ პალეოპათოლოგიის შესასწავლად გამოყენებული, მან შეიძება დიდი როლი ითამაშოს ბაჰრელგაზალის სამომავლო შესწავლაში, როგორც კბილის მინერალიზაციის ქრონოლოგიურმა მარკერმა.[6]

მაიკლ ბრუნე აღნიშნავს, რომ აბელის ყბა არის ახლოს თანამედროვე ადამიანთან, თუმცა კბილები - ავსტრალოპითეკინებთან. თვისებების ამ წყობამ, შესაძლოა მხარი დაუჭიროს მოსაზრებას, რომ აბელი ავსტრალოპითეკებიდან ყველაზე ახლოს არის ჰომოს სახეობასთან.

ივ კოპენის თქმით, გასაოცარია აბელის ევოლუციის ხარისხი. ამას განაპირობებს პრემოლარების მოლარიზაცია (წინა კბილების ევოლუცია დიდ კბილებამდე) და ყბის სიმფიზის წინა ჯგუფის კბილების მცირე სისქე. ეს თვისებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის თავისუფალ მოთავსებაშიც. ივ კოპენი აცხადებს, რომ აბელი არის სასიამოვნოდ ორგანიზებული სიმფიზის მაგალითი.[5]

ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმე კულტურული სპეციფიკური თავისებურებების კვალი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ივარაუდება, რომ ბაჰრელგაზალის კულტურა უნდა ყოფილიყო სხვა ავსტრალოპითეკების მსგავსი, რომლებიც ცხოვრობდნენ აფრიკაში იმავე პერიოდში. ის სავარაუდოდ იყენებდა პრიმიტიულ იარაღებს, როგორიცაა ჯოხები და სხვა ნაკლებად მტკიცე მცენარის ნაწილები, რომელიც მათ ირგვლივ ადვილი მოსაპოვებელი იყო. შესაძლოა ისინი იარაღად ასევე იყენებდნენ ქვებსაც, მაგრამ არ არსებობს კვალი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ისინი ამ ქვებს გარკვეულ ფორმებს აძლევდნენ ან რაიმენაირად ზემოქმედებდნენ მასზე. როგორც ჩანს, ისინი ცხოვრობდნენ მცირე სოციალურ ჯგუფებში, რომელიც შედგებოდა ზრდასრული მდედრი და მამრი ინდივიდებისა და ბავშვებისგან.[3]

გარემო და კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სახეობა ცხოვრობდა ტბისგანაპირა გარემოში, რომელიც ტყით, სავანებითა და უზარმაზარი ბალახიანი მინდვრებით იყო გარშემორტყმული.

მეცნიერები მუშაობდნენ ამ სახეობის კვების ტიპის დეტალურ რეკონსტრუქციაზე და დადგინდა, რომ ისინი ძირითადად იკვებებოდნენ მცენარეებით და შესაძლოა მცირეოდენი ხორცითაც.[3]

KT12-ის ფაუნის დასახიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

KT12-ის ფაუნაში გვხვდება ხერხემლიანი ცხოველები. აბელის in situ არეალში გვხვდება 22 სახეობის ძუძუმწოვარი.

ცნობილი ტაქსონების ჩამონათვალია:

a.ხორცისმჭამელები:

•Hyaenidae (აფთრისებრნი) (Hyaena sp.)

•Felidae (Felis sp. , The size of F. silvestris)

•Lutrinae (Enhydriodon nov.ap.)

b.ხორთუმიანები:

•Stegodon kaisensis

•Loxodonta adaurora / exoptatex

c.კენტჩლიქოსნები:

•Equidae (ცხენისებრნი)

•Rhinocerotidae (მატრორქისებრნი) (Ceratotherium praecox)

d.წყვილჩლიქოსნები:

•Suidae (Notochoerus euilus; Kolpochoerus afarensis)

•Hippopotamidae (Hexeprotodon)

•Giraffidae (ჟირაფისებრნი) (Sivatherium, Giraffa gracilis)

•Bovidae (ძროხისებრნი) (Hippotragini, Alcelaphini)

e.პრიმატები:

•Australopithecus

თევზები და რეპტილიები (როგორიცაა Crocodylia) ასევე მრავლადაა ამ არეალზე. ფრინველების არსებობას ადასტურებს აღმოჩენილი კიდურის ძვლის ფრაგმენტები. ძუძუმწოვრებიდან ყველაზე გავრცელებულია მსხვილი რქოსანი საქონელი (რაოდენობითაც და ბიომრავალფეროვნებითაც). ძველი ადამიანებიდან კი კარგად შემონახულია მარცხენა მაქსილარული (ზედა ყბის) ნაწილი (აბელი).[5]

ურთიერთობა სხვა სახეობებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალოპითეკ აფარენსისი, ბაჰრელგაზალთან ყველაზე მსგავსი სახეობა

მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ დადგინდეს თუ ადამიანების სახეობის რომელ „ოჯახურ ხეს“ მიეკუთვნება ბაჰრელგაზალი. ამ საკითხის გასარკვევად საინტერესოა მისი დამოკიდებულება სხვა ავსტრალოპითეკინებთანაც. მართალია, ეს თემა საკამათოა, მაგრამ მრავალ მეცნიერს სჯერა, რომ ის ყველაზე ახლოს უნდა ყოფილიყო აფარენსისთან, რომელთანაც მრავალ თავისებურებას იზიარებს.

განსხვავება სხვა სახეობებისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბელის ქვედა ყბის შესწავლამ აჩვენა საკმარისი მტკიცებულება, რომ ის ავსტრალოპითეკების ჯგუფს მივაკუთნოთ, მაგრამ ასევე გამოჩნდა მნიშვნელოვანი განსხვავებები, რის საფუძველზეც ის ცალკე სახეობად მიიჩნევა და გამოიყოფა:

•Ardipithecus ramidus-სგან გამოირჩევა ეშვებისა და პრემოლარების სქელი ემალით.

•A. anamensis-სგან გამოიჩევა სიმფიზის მთავარი ღერძის ზურგისაკენ დახრილობით და ქვედა განივი ტორუსის შემცირებით.

•A. afarensis-სგან ყბის სიბრტყით, ზედაპირით და ქვედა პრემოლარებით.

•A. Africanus-სგან ყბის ნაკლები სიმტკიცით, პრემოლარების სამი ფესვით.

•A. robustus-სგან „ტანადობით“ და ძვლის სიმტკიცით.

ფილოგენეტიკური თვალსაზრისით, ჩადური სახეობები მიეკუთვნება ადამიანების განშტოებას, რომელიც 4 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, თუმცა მათი ზოგიერთი მახასიათებელი (როგორიცაა პრემოლარების მოლარიზაცია და სიმფიზისის ფორმირება) საბოლოო დიაგნოზის ორიენტაციას ხრის ჰომოების სახეობისკენ.[5]

მასალა და კვლევის მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრელგაზალის ქვედა ყბის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის მისი საგიტალურად (ისრის მსგავსად) და განივი ბრტყელი კბილების წინა ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ვერტიკალურ, ბოლქვოვან (გამოზნექილ) სიმფიზთან, რაც, სავარაუდოდ, მორფოლოგიურად განსხვავდება კლასიკური, უფრო მეტად მაიმუნისებრი აღმოსავლური ავსტრალოფიტური მორფოლოგიისგან თავისი დამრეცი სიმფიზით, განვითარებული განივი ტორუსებით და მკაფიო ნიკაპისა და ენის ღრმულით. გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, არსებობს ახლო მსგავსება ბაჰრელგაზალსა (A. bahrelghazali) და აფარენსისს (A. afarensis) შორის. დღეისათვის, ჯერჯერობით არ შესრულებულა არანაირი გაზომვადი შედარება აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკული ავსტრალოპითების სიმფიზიული მორფოლოგიისა. ამ შერჩეული მახასიათებლებისათვის, ეს კვლევა ცდილობს, რომ შეამოწმოს შემდეგი ნულოვანი ჰიპოთეზა: A. bahrelghazali მნიშვნელოვნად არ განსხვავდება A. afarensis-სგან. (მათ შორის ცვალებადობა არ განსხვავდება ჰუმანოიდების სახეობების მოსალოდნელი ინტრასპეციფიური ვარიაციისგან). სტანდარტული ხაზოვანი ცვლადების გამოყენებით ქვედა სიმფიზის ანალიზის გაკეთება რთულია, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს შეუძლია გააკეთოს მისი მოფოლოგიის ზუსტი რაოდენობრივი შეფასება. რამდენიმე კვლევას გამოყენებული აქვს ანალიზის მონახაზზე დაფუძნებული ტექნიკა სიმფიზული ფორმის ვარიაციასთან მიმართებაში, თუმცა არც ერთს არ აქვს ადრეული ჰომინიდების ინტეგრირებული (დაჯგუფებული, გაერთიანებული) მონაცემები. ჩვენ წარმოგიდგენთ დეტალურ, შედარებით კვლევას A. bahrelghazali და A. afarensis სიმფიზიული მონახაზის ცვალებადობის შესახებ. ეს კვლევა დაფუძნებულია ფურიეს ელიფსური კოეფიციენტების რაოდენობრივ დახასიათებაზე. სიმფიზული ვარიაციების პირველადი მონაცემები არის წარმოდგენილი და განხილული არსებული და ძველი ჰომინოიდის წარმომადგენლების შედარებით ჭრილში. ფურიეს ელიფსური კოეფიციენტები კარგად ხსნის ჰომინიდებში სიმფიზულ ვარიაცებს. ჩვენი შედეგები ადასტურებს, რომ სიმფიზული ფორმა არის ჰომინიდებში ტაქსონომიური (კლასიფიცირებული) მსგავსების კარგი ინდიკატორი, რომელიც აყალიბებს მკაფიო განსხვავებას დიდ მაიმუნებს, ადრეულ ჰომინინებსა და თანამედროვე ადამიანებს შორის. გარდა ამისა, ჩვენი კვლევის შედეგები ასაბუთებს A. afarensis-სთან შედარებით A. bahrelghazali-ის უჩვეულობას და ასევე ამტკიცებს დასავლეთ აფრიკის ავსტრალოპიტეკის სპეციფიურ სტატუსს.[7]

ამ კვლევისათვის ჩვენ შევისწავლეთ 156 გადაშენებული და დღემდე არსებული ჰომინიდების ქვედა ყბის სიმფიზური კონტურები. შერჩეული ტაქსონი (taxa) მოიცავს ჰომინოიდებში სიმფიზური ფორმის ვარიაციის ფართო სპექტრს და უზრუნველყოფს ტაქსონომიურ ჩარჩოს A. bahrelghazali და A. afarensis შორის ვარიაციების გასაკონტროლებლად. A. bahrelghazali-ის ყბის სიმფიზული ფორმა ცნობილია ორი ნიმუშისგან holotype KT12 / H1 (შავი et al., 1995,1996) და ერთი (ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი) ყბის ფრაგმენტი KT40 რაიონი კორო-ტორო, ჩადი, რომელიც გარე მორფოლოგიის საფუძველზე, დროებით მიეკუთვნება ჩადური ავსტრალოპითის (Chadian australopith) სახეობას. იმისათვის, რომ შევაფასოთ სიმფიზური მონახაზის ვარიაცია ადრეულ ჰომინინებში და შევქმნათ შედარებითი ჩარჩო A. bahrelghazali ნიმუშებისთვის, ჩვენი ნიმუში მოიცავს 18 ნიმუშს. ერთი ნიმუში წარმოადგენს აფარენსისის სახეობას, რომელსაც ახასიათებს ახლო მსგავსება ბაჰრელგაზალთან. უკანასკნელი მოსაზრების მიხედვით, ბაჰრელგაზალის ნიმუშები შეიძლება შევიყვანოთ აფარენსისის სიმფიზური ფორმის ვარიაციის კლასიფიკაციაში.

გარდა ამისა, ჩვენ შევაფასეთ სიმფიზული ვარიაციის მოდელები სხვა ნამარხების ტაქსონების მიხედვით. მათ შორის არის ნიმუშები, რომლებიც წარმოადგენს Homo erectus sensu lato (OH 22, D2600, და D211), Homo habilis (OH 13) და ადრეული ჰომინინის სახეობა - Australopithecus anamensis (KNM-KP 29281 და KNM-KP 29287). ამ უკანასკნელმა არსებული ვარაუდის მიხედვით, წარმოქმნა ანაგენეტიკური (სწრაფი ევოლუციით) განვითარებადი შთამომავლობა A. afarensis-სთან. ჰომინიდების შედარებითი ნიმუში მოიცავს თანამედროვე ადამიანების მამრობით და მდედრობით წარმომადგენლებს და ცოცხალი დიდი მაიმუნების 4 სახეობას. ჩვენი ნიმუში მოიცავს ზრდასრულ ნიმუშებს: 2 ნიმუში არის Pongo pygmaeus სახეობის (15 - 8 მამრ. 7 მდედრ.), Gorilla (32 - 19 მამრ, 13 მდედრ.), Pan troglodytes (44 - 22 მამრ, 22 მდედრ), Pan paniscus (11 - 4 მამრ, 7 მდედრ) და Homo sapiens (27 - 15 მამრ,12 მდედრ). P. troglodytes, G. gorilla,and P. pygmaeus-ის მაგალითები მოიცავს ნიმუშებს დიდი გეოგრაფიული ადგილებიდან, ასე რომ წარმოდგენილია ამ ტაქსონის თითოეული აღიარებული ქვესახეობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ავტორის ვარაუდით, ქვესახეობების ერთ შედარებით ნიმუშში გაერთიანება ახდენს დროებითი ვარიაციების სიმულირებას ნამარხების ნაკრებში. შედარებითი ნიმუში სათავეს უდებს სახეობის დონეზე სიმფიზურ კონტურში მორფოლოგიური ვარიაციის შესწავლას და შესაძლებელია, რომ მოამზადოს კონსერვატიული ტაქსონომიური მოდელები ბაჰრელგაზალისა და აფარენსისის სიმფიზური კონტურების შესადარებლად.

არსებული ჰომინიდური ნიმუშების სიმფიზური მონაკვეთები მოპოვებულ იქნა 2 მეთოდით: 1. 3D ვირტუალური რეკონსტრუქციის შუა-საგიტალური მონაკვეთებიდან და CT-სკანირების მონაცემების გამოყენებით, რომელიც მოიცავს სამედიცინო CT-სკანერით მოპოვებულ სველ (თანამედროვე ადამიანისა) და მშრალ ნიმუშებს (დიდი მაიმუნებისა და თანამედროვე ადამიანის); და 2. ქვედა ყბების შუა-საგიტალური ძვლის მონაკვეთებიდან, როდესაც ისინი იყო ხელმისაწვდომი მუზეუმის კოლექციებში. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ფოტოები გადაღებულ იქნა ციფრული კამერით (Sony DCR-TRV9E), კამერა იყო ორიენტირებული ქვედა ყბის შიდა ზედაპირზე და რენტგენი იყო სიმფიზის პარალელური. თითოეული ტაქსონი მოიცავს CT-სკანირებისა და შუა საგიტალური ძვლის მონაკვეთიდან მიღებულ მონაცემებს. ამ უკანასკნელიდან მოპოვებული სიმფიზური მონაკვეთები მთლიანი ნიმუშის 14,7 %-ს წარმოადგენს, თანამედროვე ადამიანის 3.7 %-ს და გორილას 28 %-ს, რაც დამოკიდებულია ხელმისაწვდომ საშუალებებზე და სხვადასხვა დაწესებულებების ოსტეოლოგიურ კოლექციებზე.

ავსტრალოიპითეკ ბაჰრელგაზალის სიმფიზური სექცია მიღწეულ იქნა ct-სკანერების გამოყენებით ორიგინალ ნიმუშზე, როდესაც მისგან ამოიღეს შუა საგიტალური მონაკვეთი ქვედა ყბის 3D ვირტუალური რეკონსტრუქციის დროს. სიმფიზური მონაცემები გვიანდელი ჰომოებისა და აღმოსავლეთ აფრიკის ავსტრალოპითეკი სახეობების შესახებ შესაძლებელია მოიძიოთ შემდეგი ლიტერატურიდან (Ward et al., 1999, 2001; White et al., 2000; Vekua et al., 2002; Kimbel et al., 2004).

სიმფიზური საფუძვლები ამოღებულ იქნა ბეზიერის გრაფიკის მეშვეობით (პოლინომიური პარამეტრული გრაფიკი, რომელიც მათემატიკურად იყო დაყოფილი ოთხ ბოლო წერტილად ან „ღუზად“ და ორ შუა წერტილად, სხვანაირად „ტარად“; სხვა დანარჩენი Prautzsch et al., 2002) თითოეული სიმფიზური სექციიდან და გადაიტანეს როგორც გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ბიტებს გამოსახავდა. მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეულ ნიმუშებს ძირითადად ახასიათებთ დაზიანებები, დაკარგული ნაწილები ან ნაპრალები, რომლებიც ხელს უშლის თავდაპირველი ძვლის სტრუქტურის აღდგენას, ადრეული ჰომინინების განამარხებული ნიმუშები ხასიათდება საკმაოდ კარგი დაცულობით. სიმფიზის დროს შერჩეული ნიმუშები აჩვენებენ მხოლოდ მცირერიცხოვან დაზიანების არეებს, რაც საშუალებას იძლევა გამოიკვლიონ ორიგინალი ფორმა მომიჯნავე დაკონსერვირებული სტრუქტურების გამოყენებით (როგორიცაა ძვლის კორტიკალური ფენა).

სტატისტიკური შედეგები სიმფიზური სიგრძისა და სიგანის შესახებ ასახული პირველ ცხრილში. სიმფიზური დაყოფები ასახავს შესამჩნევ სიგრძივ მიკუთვნებულობის ხაზს (r ¼ 0.83, p < 0.001). მიუხედაავად იმისა, რომ მიკუთვნებულობის ფორმა და მაგნიტუდა განსხვავდება ერთმანეთისგან სისტემატიური კატეგორიით. ANOVA ასახავს ძირითად განსხვავებებს სიმფიზურ სიგრძესა და სიმფისურ სიგანეს შორის (SL: F[5, 140] ¼ 100.6, p < 0.001; SW: F[5, 140] ¼ 90.4, p < 0.001). სიმფიზური ვარიაციები ყველაზე დიდი რაოდენობით შეინიშნება გორილებში, ხოლო მცირე რაოდენობით- პანისკუსში.

რაც შეეხება ავსტრალოიპითეკ ბაჰრელგაზალის მონაცემებს, მისი სიმფიზური ვარიაციები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ავსტრალოიპითეკ აპარენსის.[7]

დისკუსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს შედეგები ცხადყოფს თითოეული სახეობის სპეციფიკურ ნიშან-თვისებას და მაგნიტუდურ ვარიაციებს ჰომონიდურ სიმფიზურ მორფოლოგიაში. სიმფიზური დანაყოფი ბაჰრელგაზალისთვის შეესაბამება ავსტრალოიპითეკ აფარენსის, იმისდა მიუხედავად, რომ ჩადის სახეობას აქვს გაცილებით ფართო სიმფიზური kt40, ვიდრე სხვა აღმოსავლეთ აფრიკულ სახეობებს.

მხედველობაში ზომის მიღებით, შედეგები აჩვენებს რომ ელიფტური ფურიერის კოეფიციენტები კარგადაა გათვლილი იმისთვის, რომ შეძლონ დაახასიათონ სიმფიზური ვარიაციები ჰომონიდებში (Daegling and Jungers, 2000; Daegling, 1993; Sherwood et al., 2005). ხაზობრივი ზომების აღების საპირისპიროდ, ეს დამოკიდებულება საშუალებას იძლევა აღადგინოს სიმფიზური კვეთის მთლიანი ზომა და ასევე უზრუნველყოფს მონაცემების აღმოჩენას, რომელიც საჭირო არის სიმფიზური ფორმების ტაქსონური კვლევისთვის.

ჰომინიდების შემთხვევაში, კვლევები ცხადყოფს რომ ავსტრალოიპითეკ აფარენსისი და ჰომო საპიენსი ორივე გამოირჩევა მაღალი დონის სიმფიოზური ვარიაციით. მაღალი სიმფიზური ვარიაცია თანამედროვე ადამიანებში გამოწვეულია ძირითადად ნიკაპის სათანადო განვითარებასთან. ყველაზე მაღალი სიმფიზური ვარიაცია აღმოჩნდა აფარენსის PC1e3 ადგილას. მსგავსი მოდელი სხვადასხვა რამით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, გენდერულ დიმორფულობასთან და გეოგრაფიულ ვარიაციებთან. (Lockwood et al., 2000; Reno et al., 2003, 2005; Plavcan et al., 2005; Kimbel et al., 2006). ზომის ვარიაციები ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში არ არის დაკავშირებული სიმფიზურ ფორმასთან არსებული ჰომინიდებთან, თუ არ ჩავთვლით გორილებს (Daegling and Jungers, 2000; Sherwood et al., 2005), თუმცა გორილას მსგავსი ნიშანი სიმფიოზური ფორმის ვარიაციისა შესაძლოა ახასიათებდეს აფარენსის. სპეციალური ფაქტორების ანალიზის მეშვეობით, როგორებიცაა გენდერული დიმორფულობა, გეოლოგიური ასაკი და მექანიკური დატვირთულობა, ირკვევა, რომ ამგვარი ფაქტორების გავლენა ძალზედ დიდია. ამას გარდა, იმ მიზეზით რომ ყველაზე მაღალი სიმფიზური ვარიაცია აფარენსის შემთხვევაში აღმოჩნდა, ამ აღმოსავლეთურმა ავსტრალოიპითეკმა შესაძლებელი გამოსახოს კონსერვატიული მოდელი, როდესაც დადგინდება მორფოლოგიური ნათესაობა მასსა და ბაჰრელგაზალს შორის.

მანამ, სანამ ერთმანეთს დაუკავშირებდნენ იზოლირებულ ნიმუშებს სახეობებს ჯვარედინ სექციონალური კონტურის გამოყენებით, ქვედა ყბის სიმფიზური ნარჩენები საკმაოდ პრობლემატიური იყო. EFA ბაჰრელგაზალის სიმფიზური კვლევისა გვაწვდის დამატებით ცნობებს მორფოლოგიური სახესხვაოებების შესახებ ჩადის ტაქსონსა და ავსტრალოიპითეკ აფარენსის შორის (Brunet et al., 1995, 1996). შედეგები ასახავს ჩადის სიმფიზის განსაკუთრებულობას და ცხადყოფს, სხვადასხვა თვალსაზრისით, რომ ის მკვეთრად განსხვავდება თავისი სიმფიზური ვარიააციით ავსტრალოიპითეკ აფარენსისგან. ჩადის სიმფიზი მკვეთრად განსხვავდება აფარენსის მტევანისგან და მორფოლოგიური დივერგენცია შედარებულია ინტერსპეციფიურ ვარიაციებთან ავსტრალოიპითეკ ანამენსისა და ავსტრალოიპითეკ აფარენსის შემთხვევებში. კვლევები მხარს უჭერს ჩადის ავსტრალოპითეკის სპეციალურ სტატუსს და ადასტურებს ტაქსონომიურ მორფოლოგიურ ინტერპრეტაციას ბაჰრელგაზალისა ქვედა ყბის შემთხვევაში[7].

დასკვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიფსური ფურიერის კოეფიციენტები კარგად გამოდგება ჰომონიდებში სიმფიზური ვარიაციების დასადგენად. როგორც შედეგები ცხადყოფს, სიმფიზური ფორმა კარგი ინდიკატორია ტაქსონომიკური ნათესაობის დასადგენად ჰომონიდებში, თუმცაღა ეს გარკვეულწილად ართულებს უცნობი დასახელების ნიმუშების იდენტიფიცირებას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lebatard, Anne Elisabeth, Didier L. Bourlès, and Philippe Duringer. "Cosmogenic Nuclide Dating of Sahelanthropus Tchadensis and Australopithecus Bahrelghazali: Mio-Pliocene Hominids from Chad." Pnas.org. N.p., n.d. Web. 22 Jan. 2008.
  2. 2.0 2.1 Beauvilain, Alain. "The Contexts of Discovery of Australopithecus Bahrelghazali (Abel) and of Sahelanthropus Tchadensis (Toumaï): Unearthed, Embedded in Sandstone, or Surface Collected?" South African Journal of Science (2008): n. pag. Web.
  3. 3.0 3.1 3.2 Dorey, F. (2009, October/November). AUSTRALOPITHECUS BAHRELGHAZALI. Retrieved from http://australianmuseum.net.au/australopithecus-bahrelghazali
  4. Franck Guy, Patrick Vignaud (2008) “Symphyseal shape variation in extant and fossil hominoids, and the symphysis of Australoipithecus Bahrelgazali”
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 CHRISTOPHE BEAULIEU. AUSTRALOPITHECUS bahrelghazali ET FAUNE ASSOClÉE. retrieved from http://cerbi.ldi5.com/imprimersans.php3?id_article=79&nom_site=Site+miroir+du+Centre+d%92Etude+et+de+Recherche+sur+la+Bip%E9die+Initiale&url_site=http%3A%2F%2Fcerbi.ldi5.com
  6. Brunet, M., Fronty, P., Sapanet, M., Bonis, L. D., & Viriot, L. (n.d.). Enamel Hypoplasia in a Pliocene Hominid from Chad. Retrieved from http://sci-hub.cc/10.1080/03008200290001177
  7. 7.0 7.1 7.2 Guy, F., Mackaye, H. T., Likius, A., & Brunet, M. (n.d.). Symphyseal shape variation in extant and fossil hominoids, and the symphysis of Australopithecus bahrelghazali. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/5628327_Symphyseal_shape_variation_in_extant_and_fossil_hominoids_and_the_symphysis_of_Australopithecus_bahrelghazali