პულმონოლოგია
იერსახე
პულმონოლოგია — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის სუნთქვის ორგანოების: ტრაქეის, ბრონქების, ფილტვების და პლევრის დაავადებებს. ფილტვის ტუბერკულოზს შეისწავლის ფტიზიატრია. პულმონოლოგია თეარაპიას, ქირურგიას და პედიატრიას გამოეყო XX საუკუნის II ნახევარში. პულმონოლოგიაში იყენებენ კვევის სპეციალურ მეთოდებს: რენტგენოლოგიურ, ენდოსკოპიურ, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის, ნახველის ლაბორატორიულ გამოკვლევას, ბიოფსიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 229.