შინაარსზე გადასვლა

NASDAQ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასდაქის რეკლამა ტაიმს სქვერზე.

ნასდაქი (NASDAQ, მომდინარეობს აკრონიმიდან National Association of Securities Dealers Automated Quotations — ფასიან ქაღალდთა დილერების ავტომატური კოტირებების ეროვნული ასოციაცია) — აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა. დაფუძნდა ფასიან ქაღალდთა დილერების ეროვნული ასოციაციის (NASD) მიერ, რომელმაც იგი შემდგომში 2000-2001 წლებში გაყიდვათა სერიებით გაასხვისა. ამჟამად იგი კორპორაცია ნასდაქის სააქციო ბაზრის მფლობელობაშია. ნასდაქი უდიდესი ელექტრონული კომპიუტერული ფასიან ქაღალდთა ბაზარია აშშ-ში. დაახ. 3300 კომპანიით მის სიაში საშუალოდ უფრო მეტი კომპანია და უფრო მეტ აქციათა გაყიდვის ოპერაცია ტარდება ყოველდღიურად ვიდრე ნებისმიერ სხვა ამერიკულ აქციათა ბაზარზე. კორპორაციის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორია რობერტ გრიფილდი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NASDAQ&oldid=4363026“-დან