Assassin's Creed Origins

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Assassin's Creed Origins
Textlogo Assassin’s Creed Origins.svg
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft Montreal
გამომცემელი Ubisoft
სერია Assassin's Creed
ძრავა AnvilNext 2.0
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • მსოფლიოში 27 ოქტომბერი, 2017
ჟანრ(ებ)ი სტელსი, მოქმედებითი-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი აშრაფ ისმაილი
პროდიუსერ(ებ)ი ჯულიენ ლაფერერი
კომპოზიტორი სარა შახნერი

Assassin's Creed Originsმოქმედებითი-სათავგადასავლო ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა Ubisoft Montreal-მა და გამოსცა Ubisoft. ეს არის რიგით მეათე ძირითადი თამაში „Assassin's Creed“-ის სერიიდან. ის მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერს Microsoft Windows-ის, PlayStation 4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთვის.

სიუჟეტი მიმდინარეობს ძველ ეგვიპტეში, პტოლემეების სამეფოს ხანაში, და მოგვითხრობს გამოგონილ ისტორიას რეალურ სამყაროში, რასაც თან სდევს საუკუნოვანი ბრძოლა ასასინებსა და ტამპლიერებს შორის.

Origins“ არის მოქმედებითი-სათავგადასავლო და სტელსის ჟანრის თამაში, სადაც მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟ ბაიეკს. მასში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის პერსპექტივით. მოთამაშემ უნდა შეასრულოს როგორც ძირითადი დავალებები, ასევე მეორეხარისხოვანი ქვესტები, რის შემდეგაც იღებს გამოცდილების ქულებს და ეუფლება ახალ უნარ-ჩვევებს. მოთამაშეს კომპანიონობას გაუწევს არწივი სახელად სენუ.[1] თამაში, აგრეთვე მოიცავს საზღვაო ომებს და წყალქვეშა გამოკვლევებს.[2][3][4] რაც შეეხება ბრძოლის სისტემას, განიცადა სრული სახეცვლილება.[5]

პროექტზე მუშაობა დაიწყო 2014 წლის დასაწყისში.[6] და მის შესახებ საზოგადოებისთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა 2017 წლის 11 ივნისს.[7] შემქმნელებმა დაიქირავეს ეგვიპტოლოგები, რათა თამაშის სამყარო და ატმოსფერო მაქსიმალურად დამსაგავსებოდა იმ პერიოდის ეგვიპტეს.[8] საბოლოოდ მზის შუქი იხილა 2017 წლის 27 ოქტომბერს.

Origins“-მა მიიღო დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. შექება ძირითადად წილად ჰხვდა სიუჟეტს, გახმოვანებას, ეგვიპტის მიმზიდველ გარემოს და ვიზუალურ ეფექტებს. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე XONE-ის ვერსია ფლობს 85/100,[9], PC ვერსია 86/100[10], ხოლო PS4-ის ვერსია 84/100.[11]

რესურსები ინტენრეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Cork, Jeff. (11 ივნისი, 2017) Meet Assassin’s Creed Origin's new hero – and his eagle. Game Informer. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2017.
  2. 2.0 2.1 Blain, Louise; Roberts, David. Assassin's Creed Origins to get "tons" of challenging boss fights. Future plc (12 ივნისი, 2017).
  3. 3.0 3.1 Plagge, Kallie. (11 ივნისი, 2017) E3 2017: Assassin's Creed Origins Is A True Open-World RPG. CBS Interactive.
  4. 4.0 4.1 Wallace, Kimberley. (11 ივნისი, 2017) Five Things You Need To Know About Assassin’s Creed Origins. GameStop.
  5. 5.0 5.1 Blain, Louise. (11 ივნისი, 2017) I’ve played Assassin’s Creed Origins and OMG EVERYTHING has changed. Here are 8 reasons you’ll be going to Ancient Egypt. GamesRadar. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2017.
  6. 6.0 6.1 Gach, Ethan. (11 ივნისი, 2017) Assassin's Creed Origins finally announced for real, set in Egypt. Gawker Media.
  7. 7.0 7.1 Gurwin, Gabe. (11 ივნისი, 2017) Everything we know about Assassin's Creed Origins.
  8. 8.0 8.1 Assassin's Creed Origins will have the series' largest map“, Rolling Stone, Jann Wenner. წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი, 2017. 
  9. 9.0 9.1 Assassin's Creed Origins-Xbox One. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017.
  10. 10.0 10.1 Assassin's Creed Origins for PC Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: October 26, 2017.
  11. 11.0 11.1 Assassin's Creed Origins-PS4. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 26 ოქტომბერი, 2017.