Assassin's Creed (ვიდეო თამაში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Assassin's Creed
Assassin's Creed.jpg
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft Montreal
გამომცემელი Ubisoft
სერია Assassin's Creed
ძრავა Anvil
Havok
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 3
Xbox 360
Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო
სტელსი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი პატრის დეზილე
პროდიუსერ(ებ)ი ჯეიდ რეიმონდი
დიზაინერ(ებ)ი მაქსიმ ბელანი
მხატვარი რაფაელ ლაკოსტა
სცენარისტი კორი მეი
კომპოზიტორი ჯასპერ კიდი
მოთხოვნილებები

Assassin’s Creed (ქართ. ასასინის მრწამსი) — Ubisoft-ის მიერ შექმნილი მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. იგი არის პირველი ნაწილი სერიიდან Assassin's Creed. თავდაპირველად, Microsoft-ში ჩატარებულ X ’05 გამოფენაზე თამაში წარდგებილი იყო სახელით Project Assassin. 2006 წელს თამაში ოფიციალურად დაანონსდა PlayStation 3-ისათვის, სახელით Assassin’s Creed. მოგვიანებით Ubisoft-მა გამოაცხადა თამაშის PC და Xbox 360 პლატფორმებზე გამოსვლის შესახებ. ვერსია ახალი თაობის კონსოლებისათვის გამოვიდა 2007 წლის ნოემბერში, ხოლო მობილური ტელეფონებისათვის 2008 წლის აპრილში. თამაში შექმნილია მათ მიერ, ვინც მუშაობდა თამაშზე Prince of Persia: The Sands of Time. თამაშისათვის მუსიკა დაწერა ჯასპერ კიდმა. მისი შემოქმედება ტრიალებს თამაშის ყველა თრეილერში. პერსონალურ კომპიუტერზე გამოსულია ამ თამაშის ორი ნაწილი.

2008 წლის 5 თებერვალს გამოვიდა Assassin's Creed: Altaïr's Chronicles Nintendo DS-სათვის. 2008 წლის 8 აპრილს გამოვიდა Assassin’s Creed-ის გაფართოებული ვერსია მობილური ტელეფონებისათვის - Assassin’s Creed Director’s Cut Edition.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1191 წელი, დალოცვილი ბრძოლა მაცხოვრის საფლავის გადარჩენისთვის, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, გადავიდა პირადულ დავაში ქრისტიანულ და მუსლიმანურ ქვეყნებს შორის. ნავსადგურ აკოს აღების შემდეგ რიჩარდ ლომგული სალადინისთვის იერუსალიმში საბოლოო დარტყმის მისაყენებლად ემზადება. ამავე დროს დალოცვილ მიწას აცარიელებენ მრავალრიცხოვანი ადგილობრივები, რომლებმაც შეიგრძნეს თავიანთი ძალაუფლება, ადმინისტრაციული კონტროლის დაკარგვის შემდეგ. თუ არ იქნება არავინ, ვისთვისაც სარგებელია ომი, მაშინ დადგება მშვიდობა, და მიზანი მკვლელებისა ანუ ასასინებისა იქნება შესრულებული.

თამაშის პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალტაირ ინბ ლა-აჰადი — თამაშის მთავარი მოქმედი პირი, მაღალი კლასის მებრძოლი, ასასინების ორდენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ასასინებს შორის ავტორიტეტი და ნებისმიერი გუშაგის რისხვა. მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისას კანონის გადახვევის გამო,როდესაც მან დაარღვია ასასინების კოდექსის სამი ძირითადი პუნტი, ჩამოაქვეითეს ახალბედას რანგამდე. მთელი თამაშის მიმდინარეობისას იგი ასრულებს ასასინების ორდენის მეთაურის ალ-მუალინის ბრძანებებს, პარალელურად ცდილობს გაიგოს მისი საიდუმლო მოტივები.
  • ალ-მუალიმი — ასასინების ორდენის ოსტატი, ალტაირის მასწავლებელი. არ მოსწონს ალტაირი თავისუფლებისმოყვარეობის და კოდექსისადმი უპატივცემულობის გამო, მაგრამ აფასებს ტალანტისა და ოსტატობის გამო. იგი იყენებს თავის ასასინებს პირადი მიზნებისათვის, პალესტინის წმინდა მიწისაკენ მსოფლიოს სწრაფვას ამოფარებული, ისინიც თაყვანს სცემენ თავიანთ მასწავლებელს და მზად არისან შეასრულონ მისი ნებისმიერი ბრძანება.

ალტაირი დგას საკმაოდ სიუჟეტური ხაზის წინაშე: მან უნდა მოკლას ცხრა მნიშვნელოვანი ადამიანი სამ ქალაქში: დამასკოში, აკრაში და იერუსალიმში

  • რობერ დე საბლეტამპლიერების მაგისტრი,დიპლომატი და პოლკოვნიკი. მოქმედებდა მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას. თავისი მომხრეების სერიული მკვლელობების შემდეგ, ასასინები გამოაცხადა თავის ყველაზე დიდ მტრებად და მათი საძმოს წინააღმდეგ საბრძოლველად ცდილობდა სარაცინებთან გაერთიანებას
  • ტამირი — მდიდარი და გავლენიანი ვაჭარი დამასკოდან, ჯვაროსნების იარაღის არალეგალური წყარო. სასტიკი და უპრინციპო ადამიანი, ალტაირის პირველი მსხვერპლი ალ-მუალინის ბრძანების მიხედვით.
  • ტალალი — წარმატებული და წამყვანი ტყვეთამოვაჭრე იერუსალიმში. ზუსტი მოისარი, ცბიერი, მაგრამ მშიშარა ადამიანი. უყვარს მსხვერპლთან თამაში მის მოკვლამდე.
  • ჯუბაირი — სალადინის კარზე მყოფი მეცნიერი
  • სიბრანტიტევტონთა ორდენის მაგისტრი,
  • აბუ-ალ-ნუკვოდი — ვაჭარი
  • მაჯ-ადინი — იესრუსალიმის რეგენტი
  • უილიამ მონფერატი — მეფის ნაცვალი აკრაში
  • გარნიე დე ნაპლუზიჰოსპიტალერების ორდენის მაგისტრი
  • მალიქი — ასასინი,იერუსალიმში ასასინების შტაბის ხელმძღვანელი,ალტაირის მეგობარი
  • რიჩარდ I ლომგული — ჯვაროსანი, ინგლისის მეფე
  • რაფიკი — ასასინების შტაბის ხელმძღვანელი დამასკოში
  • რაუფი — ასასინების შტაბის ხელმძვანელი მასიაფში
  • აბას სოფიანი — ასასინი
  • კადარი — ასასინი, მალიქის ძმა
  • ნუმაირი — ინფორმატორი აკრაში
  • ჯამალი — ასასინი, მოღალატე
  • ხიშაბი — ტამპლიერი
  • ალენი — ჰოსპიტალერი

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings (X360) 82.92%[8]
(PC) 79.87%[9]
(PS3) 79.30%[10]
Metacritic (PS3) 81/100[11]
(X360) 81/100[12]
(PC) 79/100[13]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com 7.0/10
Eurogamer 7/10
Famitsu 37/40
Game Informer 9.5/10
GameSpot 9/10
GamesRadar 10/10
GamesTM 4/5
IGN 7.5/10[14]
Official Xbox Magazine 8.5/10
PSM 5/5

თამაში დადებითად მიიღეს კრიტკოსებმა. საერთო განხილვების საიტ GameRankings-ზე Xbox 360-ის ვერსია ფლობს 82.92%-ს, PC ვერსია 79.87%-ს, ხოლო PlayStation 3-ის - 79.30%-ს. რაც შეეხება Metacritic-ს, PS3 ვერსია - 81/100, X360 - 81/100, ხოლო PC ვერსია - 79/100.

იხილეთ აგრეთვე (სერიის სხვა ნაწილები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Launch date announced. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 ოქტომბერი, 2007. წაკითხვის თარიღი: 25 ოქტომბერი, 2007.
  2. Assassin's Creed game detail page at Xbox.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2008.
  3. Assassin's Creed official site. Ubisoft.
  4. Assassin's Creed (Director's Cut Edition). IGN. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2012.
  5. Assassin's Creed. EB Games Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2008.
  6. Assassin's Creed. EB Games New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 აპრილი, 2008. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2008.
  7. Assassin's Creed. GAME. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 მარტი, 2008. წაკითხვის თარიღი: 4 აპრილი, 2008.
  8. Assassin's Creed for Xbox 360 - GameRankings. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  9. Assassin's Creed for PC - GameRankings. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  10. Assassin's Creed for PlayStation 3 - GameRankings. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  11. Assassin's Creed (ps3) reviews at Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  12. Assassin's Creed (xbox360) reviews at Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  13. Assassin's Creed Director's Cut (pc) reviews at Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: August 15, 2009.
  14. http://uk.ign.com/articles/2007/11/13/assassins-creed-review