Assassin's Creed: Brotherhood

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Assassin's Creed: Brotherhood
Assassins Creed brotherhood cover.jpg
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft Montreal
გამომცემელი Ubisoft
სერია Assassin's Creed
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3, iOS, Android, Java (მობილური)
გამოსვლის თარიღი 19 ნოემბერი, 2010
ჟანრ(ებ)ი Action, სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი

ერთმომხმარებლიანი,

მრავალმომხმარებლიანი
შეფასება

ESRB: M — მოზრდილი PEGI: 18+

USK: 16+
საიტი ოფიციალური საიტი

Assassin’s Creed: Brotherhoodკომპიუტერული, მოქმედებითი ჟანრის თამაში, რომელიც გამოუშვა Ubisoft-მა 2010 წლის19 ნოემბერს. ეს არის მესამე ნაწილი Assassin's Creed-ის სერიიდან. თამაშში ჩნდება ახალი შესაძლებლობა — ასასინების აყვანა.

სიახლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მომხმარებელს აქვს საკუთარი ბიზნესი, ყიდის და ხსნის სამჭედლოებს, აფთიაქს, სამკერვალოებს და სამხატვრო მაღაზიებს. აქედან მას პერიოდულად შემოსავალი შესდის. მას შეუძლია კოლიზეუმის მსგავსი შენობების შეძენაც.
  • დამატებულია ხალხის გადარჩენა ჯარისკაცებისგან, ისევე, როგორც ეს Assassin Creed-ში იყო, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეს ხალხი იქცევა ასასინებად და მომხმარებელს შეუძლია ბრძოლისას მათი დახმარების გამოყენება. შეიძლება მათი დავალებებზე გაგზავნაც, რის შედეგადა ემატებათ დონე, ხოლო დონის მატებასთან ერთად - იარაღები და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლებელი ხდება მათი ვიზუალური დეტალების შეცვლაც.
  • ზოგიერთი იარაღისა და აბჯრის შესაძენად აუცილებელია მისიების შესრულება და საჭირო პროდუქტის შოვნა, რომელსაც მომხმარებელი მკვდარი ჯარისკაცების გაჩხრეკით და ყუთების გახსნით პოულობს
  • გაიზარდა დამატებითი მისიების რაოდენობა, სადაც მომხმარებელს ისეთ იარაღთან და გადასაადგილებელ საშუალებასთან აქვს საქმე, რაც ჩვეულებრივ თამაშში არ არის.
  • გაზრდილია იარაღის რაოდენობა და მისი გამოყენების საშუალება, დამატებულია არბალეტი, იარაღის გადაუცვლელად შეიძლება მეორე იარაღის გამოყენება, რამდენიმე ისრის ერთდროულად სროლა და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]