შავჩოხა (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Anchusa ovata)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შავჩოხა.
შავჩოხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  პატარძალა
სახეობა:  შავჩოხა
ლათინური სახელი
Anchusa ovata Lehm., 1818
სინონიმები
სია
    • Lycopsis orientalis L., 1753
      • Anchusa orientalis (L.) Rchb., 1858, nom. illeg. hom.
      • Lycopsis arvensis γ orientalis (L.) Kuntze, 1887
      • Lycopsis arvensis subsp. orientalis (L.) Kusn., 1911
      • Anchusa arvensis subsp. orientalis (L.) Nordh., 1940
    • Lycopsis micrantha Ledeb., 1820
      • Lycopsis orientalis subsp. micrantha (Ledeb.) Nyman, 1881.
    • Lycopsis paui Sennen, 1936
    • Lycopsis taurica Stev., 1857

შავჩოხა (ლათ. Anchusa ovata) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 10–40 სმ სიმაღლის, სწორი და დატოტვილი ღერო, მთელი მცენარე შებუსულია უხეში ბეწვით. ფოთლები მოგრძო, ოვალური ფორმისაა, ძირითადად, კიდემთლიანი, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა — მჯდომარე. ყვავილედი წაგრძელებულია, მცირეყვავილიანი. გვირგვინი ლურჯია. ყვავის მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.[1] გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ირანში, მცირე, ცენტრალურ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში.[2] გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მშრალ ფერდობებზე, მინდვრებზე, რუდერალურ ადგილებში, გზისპირებზე, ნათესებში.[1] თესლი შეიცავს საკვებ ზეთს.[2]

ქართლურად და ხევსურულად ეწოდება მბილა; კახურად — ყანის მხალი; ფშავურად — თიკნიყურა; მესხურად — ქიცნარა; ზემოიმერულად — ქათამბარკალა; რაჭულად — ცისნარა, ქისნარა; ლეჩხუმურად — ქისუნარე; სვანურად — მგწრანილ.[3]

ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტად ცნობილია როგორც Lycopsis orientalis ან Anchusa arvensis subsp. orientalis,[1] რომლებიც დღეს აღარ მიიჩნევა სწორ დასახელებად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 90.
  2. 2.0 2.1 (1995) „Anchusa ovata“, Flora of China. Beijing-St. Louis, Missouri: Science Press / Missouri Botanical Garden, გვ. 358. 
  3. მაყაშვილი ა., შავჩოხა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.