შავჩოხა (ლათ.Tricholoma portentosum) — ტრიქოლომასებრთაოჯახის სოკო. ქუდი ამობურცული აქვს, ნაცრისფერი, 3-11 სმ დიამეტრი. ქუდი ხდება წებოვანი წვიმის დროს. კიდეებში ქუდს მოყვითალო ფერი დაჰკრავს. ფირფიტები არის თეთრი ფერის, ფეხთან შეზრდილი. ფეხიც თეთრია, 3,5 სმ სიმაღლეში და 1-3 სმ სიგრძეში. სპორების ფერი თეთრია. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეში, გვიან შემოდგომით. იშვიათად გვხვდება ფოთლოვან ტყეში. ჰგავს თავისივე ოჯახის შხამიან სოკოს — ზოლებიან ტრიქოლომას. საჭმელია სოკოა, აქვს ფქვილის სუნი და გემო. რეკომენდირებულია ფეხის მოშორება მომზადებამდე. შესაძლებელია დამწნილებაც.