Adobe Photoshop

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Adobe Photoshop
Adobe Photoshop CC icon.svg
Adobe Photoshop screenshot.png
Adobe Photoshop CC
მწარმოებელი Adobe Systems
ბოლო გამოშვება CC 2015.1 / ნოემბერი 30, 2015; 6 თვის წინ (2015-11-30)[1][2]
პროგრამირების ენა C++;[3] formerly Pascal (v1.0.1)[4]
ოს Windows, Mac OS X[5][6]
პლატფორმა IA-32 და x86-64
ენა 27 ენა
სტატუსი აქტიური
ჟანრი რასტრული გრაფიკის რედაქტორი
ლიცენზია პირობითად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა

Adobe Photoshop ([əˈdəubɪ ˈfəutəʃɔp], ედო’უბი ფოტოშოპ), ან უბრალოდ Photoshop — გრაფიკული რედაქტორი, გამოშვებული Adobe Systems-ის მიერ. ეს პროდუქტი ამჟამად ერთ-ერთი ლიდერია ორგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკულ რედაქტორთა შორის კომერციულ სფეროში და ყველაზე ცნობილი პროგრამაა Adobe-ის პროგრამებს შორის.

მისი უკანასკნელი სტაბილური ვერსია, Photoshop CC 2015.1 (Creative Cloud) გამოვიდა 2015 წლის 30 ნოემბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს ტომას კნოლმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის PhD-ის ფაკულტეტის სტუდენტმა, დაიწყეს პროგრამის წერა მაკინტოშზე, რათა ეჩვენებინათ გრეისკალური სურათები მონოქრომულ დისპლეიზე. ამ პროგრმას დაარქვეს დისპლეი, რომელმაც მიიპყრო ტომას კნოლის ძმის ჯონ კნოლის ყურადღება, Industrial Light & Magic-ში მომუშავის, რომელმაც ურჩია ტომას რომ ეს პროგრმა კარგად დაემუშავებინა. ტომასი ექვს თვით ჩამოშორდა სწავლებას 1988 წელს და თანამშრომლობა დაიწყო ძმასთან. მათ შექმნეს პროგრამა და დაარქვეს ImagePro. მოგვიანებით, ტომასმა გადაარქვა პროგრამას სახელი და დაარქვა ფოტოშოპი.

ამავე წელს, ჯონმა მოგზაურება დაიწყო სილიკონის ველში და პრეზენტაციას უკეთებდა ამ პროგრამას, იგი წარუდგინა Apple Computer Inc.-ს და რასელ ბრაუნს, Adobe-ის სამხატვრო დირექტორს. ორივე პრეზენტაცია წარმატებული გამოდგა, და Adobe-მა გადაწყვიტა, ეყიდა ამ პროგრამის ლიცენზია. სანამ ჯონი მუშაობდა plug-in-ებზე კალიფორნიაში, ტომასი ქალაქ ან არბორში იმყოფებოდა და პროგრამის კოდს წერდა. Photoshop 1.0 გამოუშვეს 1990 წელს ექსკლუზიურად მაკინტოშისთვის.

გამოშვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომ წლებში ახალ-ახალი ვერსიები გამოდიოდა. 1992 წლის ნოემბერში, მაიკროსოფტ ვინდოუსის პლატფორმაზე გამოვიდა 2.0 ვერსია, ერთი წლის შემდეგ კი SGI IRIX და Sun Solaris-ის პლატფორმებზე. 1994 წლის სექტემბერში, გამოვიდა 3.0 ვერსია, რომელშც გამოჩნდა ლეიერები და პალიტრები. 2003 წლის თებერვალში პროგრამა აღიჭურვა Camera RAW 1.x -ის პლაგინით, რომელიც საშუალებას იძლევა RAW ფორმატის ფაილები იქნეს იმპორტირებული სხვადასხვა ციფრული კამერებიდან პირდაპირ Photoshop-ში. 2004 წლის ოქტომბერში, პროგრამას დაერქვა Adobe Photoshop CS. CS არის აბრევიატურა პროდუქტებისა Adobe Creative Suite.

ლოგო ფოკუსირებულია ბუმბულის ირგვლივ, ლურჯ და მწვანე ფერებში, რომელიც ასევე გამოიყენებოდა 9.0 ვერსიაში. მეათე ვერსია Photoshop CS3-ის გამოშვებული იქნა 2007 წლის 16 აპრილს, ლურჯი იკონკით. 2008 წლის იანვარში, Wine პროგრამა) პროექტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი Photoshop CS2-ს და დართო ნება რომ გამოყენებული იქნას ეს ვერსია ლინუქსის და სხვა უნიქსის პლატფორმებზე. Photoshop არის დაწერილი C+±ის პროგრამირების ენაზე.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Photoshop მჭიდროდ არის დაკავშირებული Adobe-ის პროგრამებთან, მედია რედაქტორთან, ანიმაციასთან და ავტორინგთან. Photoshop-ის ფორმატი .PSD შეიძლება ექსპორტირებული იქნას Adobe ImageReady, Adobe Illustrator, Adobe Premiere Pro, After Effects, და Adobe Encore DVD-ში. Adobe Encore DVD წარმოადგენს პროფესიონალურ პროგრამას დივიდების შესაქმნელად, რომელსაც აქვს სპეც ეფექტები, როგორიცაა ბექგრაუნდი, ტექსტურები და ა. შ. ტელევიზიისთვის, ფილმებისთვის და ნეტისთვის. მაგალითად Photoshop CS მხარს უჭერს მენიუების და ბატონების შექმნას დივიდისთვის. .PSD შეიძლება ექსპორტირებული იქნას ენკორ დივიდის პროგრამაში, მთავარია მას ქონდეს ლეიერები და ეს პროგრამა მას აღიქვამს როგორც ბატონს ან მენიუს.

Photoshop-ს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ფერის მოდელები RGB, lab, CMYK, grayscale, ორმაგი ბიტმაპი და ორი ტონი. Photoshop-ს აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს ვექტორული და რასტერული ფორმატები, როგორიც არის: .EPS, .PNG, .GIF, .JPEG, Fireworks, და ა. შ. აგრეთვე რამდენიმე მშობლიური ფორმატი:

  • .PSD (Photoshop-ის დოკუმენტი)
  • .PSB (დიდი ფორმატის დოკუმენტი)
  • .PDD (Photoshop Deluxe-ის დოკუმენტი)

ინტერნაციონალიზაცია და ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Adobe Photoshop CS5 არსებობს შემდეგ ენებზე: ბრაზილიური პორტუგალიური, არაბული (შუა აღმოსავლური ვერსია),ჩინური ძირითადი, ჩინური ტრადიციული, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, უნგრული, ებრაული (შუა აღმოსავლური ვერსია), იტალიური, იაპონური, კორეული,ნორვეგიული, პოლონური, რუსული, პორტუგალიური, ესპანური, შვედური, თურქული და უკრაინული.[7]

დანამატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Photoshop-ის ფუნქციონირება შეიძლება გაფართოვდეს დამატებითი პროგრამების დახმარებით, რომლებსაც Photoshop-ის დანამატები ეწოდება; ისინი წარმოადგენენ მინი რედაქტორს სურათების მოდიფიკაციისთვის. მათი ყველაზე გავრცელებული სახეობა არის ფილტრები, რომლებიც სურათებს სხვადასხვა ეფექტებს აძლევენ. ეს ფილტრები მდებარეობს მენიუში „Filter“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Crank it up to 15: Introducing Adobe Photoshop CC 2014.
  2. Adobe Photoshop CC 2014 15.0.. SoftNews. წაკითხვის თარიღი: 20 June 2014.
  3. Lextrait, Vincent. (January 2010)The Programming Languages Beacon, v10.0. წაკითხვის თარიღი: 14 March 2010.
  4. Computer History Museum | @CHM : Adobe Photoshop Source Code. Computerhistory.org (2013-02-13). წაკითხვის თარიღი: 2013-12-14.
  5. Adobe Photoshop CS5 / Tech specs. Adobe Systems. წაკითხვის თარიღი: 17 December 2011.
  6. Photoshop CS5 Extended / Tech specs. Adobe Systems. წაკითხვის თარიღი: 17 December 2011.
  7. http://www.adobe.com/products/photoshop/photoshop/languages/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Adobe_Photoshop&oldid=3013024“-დან