Adobe After Effects

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლოგო

Adobe After EffectsAdobe Systems-ის მიერ გამოშვებული პროგრამა ვიდეოს რედაქტირებისთვის. პროგრამა შექმნილია სხვადასხვა ციფრული ეფექტების შექმნისთვის, კომპოზიციისთვის და ანიმაციისთვის. მას იყენებენ ფილმების, მუსიკალური კლიპების და სარეკლამო რგოლების დასამზადებლად. 

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

After Effects-ის მთავარი სამუშაო დაფა შედგება რამდენიმე პანელისგან. მათ შორის, სამი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პანელებია: პროექტის, კომპოზიციის და დროის პანელები. პროექტის პანელი მუშაობს, როგორც ყუთი, სადაც შესაძლებელია სამუშაო ფაილების ჩაყრა, მაგ.: ფოტო, ვიდეო ან აუდიო ფაილი და ა.შ. ფაილებზე ეფექტების დადება, დროის, ზომის და მდებარეობის შეცვლა ხდება როგორც დროის პანელიდან, ასევე, კომპოზიციის პანელიდან.

Adobe After Effects თავისუფლად ითავსებს Adobe-ს სხვა და სხვა პროგრამებს, მაგ.: Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Premiere Pro, Adobe Encore და Adobe Flash. ასევე, პროგრამა მუშაობს 3დ პროგრამებთან, როგორიც არის Cinema 4D, LightWave 3D, და Autodesk 3D MAX.

After Effects თავდაპირველად გამოუშვა Company of Science and Art-მა Providence, Rhode Island-ზე სადაც გამოვიდა მისი პირველი ორი ვერსია: 1.0 (იანვარი, 1993[1]) და 1.1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simons, David (Mar – Apr 2013). "Adobe After Effects Turns 20". Computer Graphics World 36 (3). http://www.cgw.com/Publications/CGW/2013/Volume-36-Issue-3-Mar-Apr-2013-/Adobe-After-Effects-Turns-20.aspx. წაკითხვის თარიღი: 12 January 2015.