ჰებრიდის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰებრიდის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall
Hebridesmap.png
შიდა და გარე ჰებრიდის კუნძულები
გეოგრაფია
კოორდინატები 57°00′00″ ჩ. გ. 7°00′00″ დ. გ. / 57.00000° ჩ. გ. 7.00000° დ. გ. / 57.00000; -7.00000
კუნძულთა რაოდენობა დაახლოებით 500
მთავარი კუნძული ლევის ენდ ჰარისი
ფართობი 7200 კმ²
შოტლანდიის დროშა შოტლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 44 759 (2001)
სიმჭიდროვე 6,217 /კმ²

ჰებრიდის კუნძულები, ჰებრიდი (ინგლ. Hebrides, ირლ. Innse Gall) — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, შოტლანდიის დასავლეთ ნაპირებთან. ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს. აერთიანებს 500-მდე კუნძულს, აქედან 100 — დასახლებულია. არქიპელაგის საერთო ფართობი 7 200 კმ²-ია. განასხვავებენ შიგა და გარე ჰებრიდის კუნძულებს, რომლების ერთმანეთისაგან გამოყოფილია ნორთ-მინჩისა და ლილტ მინჩის სრუტეებით და ჰებრიდის ზღვით. შიგა ჰებრიდის კუნძულებზე ძლიერ დანაწევრებული ბორცვიანი და დაბალმთიანი რელიეფია (სიმაღლე 200 – 600 ). აგებულია კაინოზოური ეფუზივებით. ლავურ პლატოებზე აღმართულია კონუსური მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 1 009 მ-დეა. გარე ჰებრიდის კუნძულებზე ცოკოლიანი დაბლობიებია (სიმაღლე 100 – 150 მ), რომლებიც აგებულია არქეული გნაისებით. არქიპელაგზე გვხვდება მთის მასივები, რომელთა სიმაღლე 799 მეტრს აღწევს. პლეისტოცენური გამყინვარების ნიშნები. ჰავა ნოტიო ზღვისაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა 12 – 14°C-ია, იანვრის — 4 – 6°C. ნალექები 1 000 – 2 000 მმ წელიწადში. კუნძულებზე არის მდელოები, ტორფნარი, იშვიათად არყის ხის რაყები. ჰებრიდზე განვითარებულია თევზჭერა, მეცხოველეობა, შალის ქსოვილების (ტვიდის) წარმოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]