დეივიდ ჰეიმენი
დეივიდ ჰეიმენი | |
---|---|
ჰეიმენი 2009 წელს | |
დაბადების სახელი | დეივიდ ჯონათან ჰეიმენი |
დაბადების თარიღი |
26 ივლისი, 1961 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
საქმიანობა | კინოპროდიუსერი |
მშობლები |
მამა: ჯონ ჰეიმენი დედა: ნორმა ჰეიმენი |
დეივიდ ჯონათან ჰეიმენი (ინგლ. David Jonathan Heyman; დ. 26 ივლისი, 1961, ლონდონი) — ინგლისელი კინოპროდიუსერი, Heyday Films-ის დამაარსებელი.
დაიბადა 1961 წლის 26 ივლისს, ლონდონში. დეივიდის მამა, ჯონ ჰეიმენი იყო პროდისერი, ხოლო დედა, ნორმა ჰეიმენი - მსახიობი და ფილმების „სახიფათო კავშირები“ და „მისის ჰენდერსონი წარმოგიდგენთ“ პროდიუსერი.[1][2][3] 1983 წელს დეივიდმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. სამი წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა რეჟისორ დეივიდ ლინის ასისტენტად. იმავე წელს გახდა Warner Bros.-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1980-იანების მიწურულს დაიკავა United Artists-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
1999 წელს მოიპოვა საავტორო უფლებები „ჰარი პოტერის“ ფილმების სერიის შექმნაზე. მან მონაწილეობა მიიღო რვავე ფილმის წარმოებაში და იქცა გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ჰეიმენის ფილმოგრაფია მოიცავს ისეთ განთქმულ პროექტებს როგორებიცაა: „ჰარი პოტერის“ სერია, „მე ვარ ლეგენდა“, „ყოველთვის თქვი დიახ“, „გრავიტაცია“, „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“ და სხვები. 2013 წელს ნომინირებული იქნა ოსკარზე და გადაეცა BAFTA-ს ჯილდო.
ჰეიმენი ცხოვრობს ლონდონში. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.[4][5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დეივიდ ჰეიმენი“ ვიკისაწყობში.
- დეივიდ ჰეიმენი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ინტერვიუ დევი ჰეიმენთან
- ინტერვიუ და ბიოგრაფია დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Film Journal International-ის ინტერვიუ დაარქივებული 2014-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MacNab, Geoffrey (2011-07-02). „David Heyman: Man behind the magic“. The Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-08. ციტირების თარიღი: 2012-10-29.
- ↑ If You Missed the Book, Try the Movies; John Heyman Is Filming the Bible – Vol. 13 No. 10 (10 მარტი, 1980). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-15. ციტირების თარიღი: 2018-01-16.
- ↑ Norma Heyman.
- ↑ "David Heyman: Man behind the magic" დაარქივებული 2019-12-08 საიტზე Wayback Machine. . The Independent. წაკითხვის თარიღი 16 იანვარი, 2014
- ↑ „<h3>Grand Simplicity</h3>“. The New York Times . 15 თებერვალი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)