ჯუზეპე მოტა
ჯუზეპე მოტა (ინგლ. GIuseppe Motta; დ. 29 დეკემბერი, 1871 – გ. 23 იანვარი, 1940) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი, პრეზიდენტი, დიპლომატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთა ლიგაში შვეიცარიის დელეგაციის მუდმივი თავმჯდომარე. ის იყო შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი (1911-1940) წლებში და ერთა ლიგის პრეზიდენტი (1924-1925). წმინდა მიქაელის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ჯუზეპე მოტა სამართლის სპეციალობას ფრაიბურგის, მიუნხენის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში დაეუფლა.
1893 წელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი მიიღო. 1895 წლიდან ადვოკატად და ნოტარიუსად მუშაობდა. 1911 წლის დეკემბერში ფედერალური საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის 16 მაისის რეფერენდუმზე ხალხმა, ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პირობით, ერთა ლიგაში შესვლას მხარი დაუჭირა. 1924 წელს ჯუზეპე მოტა ერთა ლიგის გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს. ჯუზეპე მოტა ხუთჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი სხვადასხვა დროს: 1915, 1920, 1927, 1932 და 1937 წლებში. ქართული ემიგრაციული პრესა დადებითად აფასებდა ჯუზეპე მოტას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის მხარდაჭერას როგორც საქართველოში, ასევე, მთავრობის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში. გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო“ წერდა:
„„...ერთა ლიგის პირველი ყრილობა მან გახსნა. მან, წინააღმდეგ აგრარული რეფორმით უკმაყოფილო ჩვენში მობინადრე შვეიცარიელებისა, რომელთაც ჩამოერთვათ მამულები,მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას და ხმამაღლა წამოიძახა: „დიახო“. 1922 წელს ერთა ლიგის მე-6 კომისიის დებატებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად წარდგენილი რეზოლუციის შესახებ და ბრანტინგთან, დე ბრუკერთან და ერიხთან ერთად ხელი შეუწყო მის გატარებას. 1924 წელს მისი თავმჯდომარეობით ერთა ლიგამ კვლავ მიიღო რეზოლუცია საქართველოს აჯანყების დროს და ბოლოს 1934 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ერთა ლიგაში დაშვების საკითხი დაისვა და როცა ამ დაშვებას ბევრი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მხარს უჭერდნენ,პრეზიდენტმა მოტამ წინააღმდეგ მისცა ხმა...““
|
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 284-285.