პუნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პუნო
Puno
პუნოს კათედრალი არმასის მოედანზე
პუნოს კათედრალი არმასის მოედანზე
დროშა გერბი
[[ფაილი:{{{დროშა}}}|160px|დროშა]] [[ფაილი:{{{გერბი}}}|90px|გერბი]]
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი პუნო
კოორდინატები 15°50′ ს. გ. 70°01′ დ. გ. / 15.833° ს. გ. 70.017° დ. გ. / -15.833; -70.017
დაარსდა 1668
მოსახლეობა 100, 168 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
პუნო (პერუ)
Red pog.svg

პუნო – ქალაქი პერუში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტიტიკაკას ტბის სანაპიროზე. პუნოს რეგიონისა და პუნოს პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი 1668 წელს დააარსა ვიცე-მეფე პედრო ანტონიო ფერნანდო დე კასტრომ, როგორც პაუკაროლას პროვინციის დედაქალაქი და მას სან-ხუან-ბაუტისტა-დე-პუნო უწოდა. მოგვიანებით ქალაქს სახელი შეეცვალა და ეწოდა სან-კარლოს-დე-პუნო, ესპანეთის მეფე კარლ II-ის პატივსაცემად. ქალაქში მრავლადაა კოლონიალიზმის პერიოდში აშენებული ეკლესია.

პუნო დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის პუნო რეგიონის აგრარული ცენტრია. ქალაქში მრავლად შეხვდებით ნახევრად დაუმთავრებელ სახლს. ამის მიზეზი მარტივია – მოსახლეობას ძალიან უჭირს და თითქმის გადასახადებსაც ვერ იხდის. ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს შავი ბაზარი, რომელიც გაჯერებულია ბოლივიიდან შემოტანილი იაფფასიანი კობტრაბანდული საქონელით. პრეზიდენტ ალან გარსიას დადგენილებით, ქალაქს მიენიჭა „სპეციალური ეკონომიკური ზონის" სტატუსი. პუნოს ემსახურება ინკა მანკო კაპაკის საერთაშორისო აეროპორტი.

მცურავი კუნძულები ტიტიკაკას ტბაში

პუნოს პერუს ფოლკლორის დედაქალაქს უწოდებენ. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. პუნოს ტერიტორია ტიტიკაკას ტბის მისადგომებთან, გარშემორტყმულია 41 მცურავი კუნძულით. ეს ადამიანის ხელით შექმნილი კუნძულები დასახლებულია ჯერ კიდევ ინკებამდელი უროსის ხალხით და წარმოადგენს საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუნო&oldid=2386017“-დან