ხარკოვის მეტროპოლიტენი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ხარკოვის მეტროპოლიტენი უკრ. Харківський метрополітен | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ![]() |
ქალაქი | ხარკოვი |
გახსნის თარიღი | 1975 წ. |
ხაზის სიგრძე | 38,7 კმ[1] |
სადგურთა რაოდენობა | 30[1] |
ხაზთა რაოდენობა | 3[1] |
მგზავრები დღეში | 611 036 (2018, საშ.) |
მგზავრები წელიწადში | 223 მლნ (2018)[2] |
ხაზების სქემა | |
![]() |
ხარკოვის მეტროპოლიტენი (უკრ. Харківський метрополітен) — უკრაინის ქალაქ ხარკოვის საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. ხარკოვის მეტროპოლიტენი უკრაინის რიგით მეორე და სსრკ-ის რიგით მეექვსე (მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის, თბილისისა და ბაქოს მეტროპოლიტენების შემდეგ.) ჩქაროსნული გადამყვანია. მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 633,150 (2013 წლის მონაცემებით) მგზავრი გადაჰყავს. 2013 წლის მონაცემებით, ხარკოვის მეტროთი 231.1 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება სამი ხაზისგან და 29 სადგურისგან, რომელთა საერთო სიგრძე 39.6 კილომეტრია. პირველად, 1975 წელს, ხოლოდნოგორსკო-ზავოდსკაიას ხაზი გაიხსნა, მას მოჰყვა მეორე, სალტოვსკაიას ხაზი 1984 წელს, ხოლო 1995 წელს ხარკოვის მეტროპოლიტენს ალექსეევსკაიას ხაზი შეემატა.
# | სახელწოდება | გაიხსნა | სადგურები | სიგრძე |
---|---|---|---|---|
1 | ხოლოდნოგორსკო-ზავოდსკაიას ხაზი | 1975 | 13 | 17.2 კმ |
2 | სალტოვსკაიას ხაზი | 1984 | 8 | 10.4 კმ |
3 | ალექსეევსკაიას ხაზი | 1995 | 9 | 11 კმ |
სულ: | 30 | 38.6 კმ |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-12. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2019.
- ↑ АРХІВ. ПАСАЖИРСЬКІ ПЕРЕВЕЗЕННЯ (უკრ.). Головне управління статистики у Харківській області. kh.ukrstat.gov.ua. ციტირების თარიღი: 2019-06-24.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|