ხალთმააგიინ ბატულგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალთმააგიინ ბატულგა
ხალთმააგიინ ბატულგა
მონღოლეთის მე-5 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 ივლისი, 2017
პრემიერ-მინისტრი  ჯარღალთულღინ ერდენებათი
უხნააგიინ ხურელსუხი
წინამორბედიცაჰიაგინ ელბეგდორჟი
მემკვიდრეამჟამად თანამდებობაზეა

დაბადებული3 მარტი, 1963 (1963-03-03) (61 წლის)
ულან-ბატორი, მონღოლეთი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია

ხალთმააგიინ ბატულგა (მონღ. Халтмаагийн Баттулга; დ. 3 მარტი, 1963, ულან-ბატორი, მონღოლეთი) — მონღოლი პოლიტიკოსი და მონღოლეთის რიგით მეხუთე პრეზიდენტი 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე. იგი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია და არჩევნებში ხმათა 50.6%-ით გაიმარჯვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალთმააგიინ ბატულგა დაიბადა 1963 წლის 3 მარტს ულან-ბატორში, მონღოლეთში. მიუხედავად ამის, მისი ორივე მშობელი წარმოშობით ბაიანხონგორის პროვინციიდანაა. 1982 წელს მან დაამთავრა მონღოლეთის სახვითი ხელოვნების კოლეჯი „მხატვრის“ ხარისხით. 1982-1986 წლებში მხატვრად მუშაობდა მონღოლეთის სახვითი ხელოვნების კომიტეტში.

მამამისი ტრადიციული მონღოლური ჭიდაობის მწვრთნელია, რის გამოც ბატულგამ ბავშვობიდანვე ისწავლა ჭიდაობა. 1979-1990 წლებში იგი მონღოლეთის ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. გარდა ამისა, იგი 1986-1989 წლებში MPR-ის ეროვნული გუნდის წევრი იყო ძიუდოსა და სამბოში. იგი 1983 წელს მონღოლეთის ჩემპიონი გახდა სამბოში, 1986 და 1990 წლებში კი მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაც მიიღო.

1992 წლიდან 1997 წლამდე იგი ჟენკას კომპანიის გენერალური დირექტორი იყო, ამის შემდეგ, 2004 წლამდე იგი კვლავ მონღოლეთის ბიზნეს სტრუქტურაში მუშაობდა.

2004 წელს იგი პოლიტიკაში წავიდა და გაწევრიანდა მონღოლეთის დემოკრატიულ პარტიაში. 2008-2012 წლებში იგი იყო მონღოლეთის გზებისა და ტრანსპორტის მინისტრი. უკვე 2012 წლიდან 2016 წლამდე იგი მონღოლეთის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

2017 წლის მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო, სადაც ხმათა 50.6%-ით გაიმარჯვა. 2017 წლის 10 ივლისიდან იგი მონღოლეთის რიგით მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

იგი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე, სულ თორმეტჯერ ეწვია საზღვარგარეთს. ხალთმააგიინ ბატულგა მშობლიური მონღოლურის გარდა, თავისუფლად საუბრობს რუსულ და ინგლისურ ენებზე. ვიზიტებისას იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და დაესწრო სინგაპურის კონფერენციას.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, იგი პირველად დაქორწინებული იყო კომპანია Enhtuya-ს დირექტორ ნდელჩინზე, რომელთანაც ტყუპი ვაჟები შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. დღეისათვის იგი დაქორწინებულია ანჟელიკა დეივზე, რომელიც არის ნახევრად რუსი და ნახევრად მონღოლური წარმოშობის. მეორე ცოლთან საერთო შვილები არ ჰყავს.

2019 წლის 27 მარტიდან, მონღოლეთში დაიწყო ე.წ. „მონღოლეთის კონსტიტუციური კრიზისი“, რომლის აღმოფხვრაზეც მთავრობა დიდი დატვირთვით მუშაობს. კრიზისი მრავალ სფეროს ეხება, დაწყებული სექსუალური უმცირესობების უფლებებით, დამთავრებული სამხედრო მოწყობით, რის გამოც მისი მოგვარება რთულდება.

საერთაშორისო ვიზიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]