ცაჰიაგინ ელბეგდორჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცაჰიაგინ ელბეგდორჟი

ცაჰიაგინ ელბეგდორჟი (მონღ. Цахиагийн Элбэгдорж; დ. 30 მარტი 1963, ზერეგი, მონღოლეთი) — მონღოლეთის პრეზიდენტი 2009 წლის 18 ივნისიდან. 1990 წლის მშვიდობიანი რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი არჩევით შეწყდა სახალხო-რევოლუციური პარტიის თითქმის 75-წლიანი მმართველობა. ორჯერ ეკავა მონღოლეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ერთხელ დიდი სახალხო ხურალის ვიცე-სპიკერის, იყო პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი, სამჯერ არჩეულ იქნა ხურალში. 2009 წლის 24 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 51 % და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ნამბარინ ენხბაიარი. მონღოლეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა 24 ივნისს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ნამბარინ ენხბაიარი
მონღოლეთის პრეზიდენტი

2009 - დღემდე
შემდეგი: