ნაცაგიინ ბაგაბანდი
Jump to navigation
Jump to search
ნაცაგიინ ბაგაბანდი | ||
![]() ნაცაგიინ ბაგაბანდი | ||
მონღოლეთის პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
20 ივნისი 1997 – 24 ივნისი 2005 | ||
წინამორბედი | პუნსალმაგიინ ოჩირბატი | |
მემკვიდრე | ნამბარინ ენხბაიარი | |
დაბადებული | 1950, 22 აპრილი ძაბხანის აიმაკი | |
ეროვნება | მონღოლი |
ნაცაგიინ ბაგაბანდი (მონღ. Нацагийн Багабанди; დ. 22 აპრილი, 1950, ძაბხანის აიმაკი, მონღოლეთი) — მონღოლი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 1997–2005 წლებში.
დაიბადა გლეხის ოჯახში, სწავლობდა ლენინგრადის ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიების ინსტიტუტში. 1979 წელს გაწევრიანდა სახალხო-რევოლუციურ პარტიაში. 1997 და 2001 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. საგარეო პოლიტიკაში უპირატესი პარტნიორები იყვნენ რუსეთი და ჩინეთი.
დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.
წინამორბედი: პუნსალმაგიინ ოჩირბატი |
მონღოლეთის პრეზიდენტი 1997 – 2005 |
შემდეგი: ნამბარინ ენხბაიარი |
|