სანჩო (მაიორკა)
სანჩო | |
---|---|
Sancho I el Pacific | |
მაიორკის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1311 |
მმართ. დასასრული: | 1324 |
წინამორბედი: | ხაიმე II |
მემკვიდრე: | ხაიმე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1274 |
დაბ. ადგილი: | მონპელიე |
გარდ. თარიღი: | 4 სექტემბერი, 1324 |
გარდ. ადგილი: | კაპსირი |
მეუღლე: | მარია ნეაპოლიტანელი |
დინასტია: | ბარსელონის დინასტია |
მამა: | ხაიმე II |
დედა: | ესკლარამუნდა დე ფუა |
სანჩო I წყნარი (ესპ. Sancho I el Pacific; დ. 1274 — გ. 4 სექტემბერი, 1324) — მაიორკის მეფე 1311–1324 წლებში. ხაიმე II-ისა და ესკლარამუნდა დე ფუას შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაიმე II-ის სიკვდილის შემდეგ სანჩოს ერგო მემკვიდრეობით მაიორკის სამეფო იმიტომ, რომ მისმა ძმამ ხაიმემ უარი თქვა ტახტზე და ფრანცისკანელი ბერი გახდა. სანჩომ გააგრძელა მამამისის პოლიტიკა სტაბილურობისა და შინაგანი გაძლიერების ერთსულოვნებისთვის სამეფოში. მან განახორციელა ომი პალმის მაცხოვრებლების წინააღმდეგ, რომლებიც ითხოვდნენ ქალაქის ავტონომიას. სანჩო ცნობილი იყო იმით, რომ ფულს ძალავდა ებრაელებს ფლოტის მშენებლობისათვის. 1324 წელს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო ტაძრის მშენებლობა პერპინიანში სადაც დაკრძალეს მოგვიანებით.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანჩო დაქორწინებული იყო კარლ II ნეაპოლელისა და მარია უნგრელის შვილზე, მარია ნეაპოლიტანელზე, მათი ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა, ამიტომ სანჩოს მემკვიდრე გახდა მისი ძმისშვილი ხაიმე III.