პრაღის სასაფლაო
პრაღის სასაფლაო (იტალ. Il cimitero di Praga) — იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს, რომანი. გამოქვეყნდა 2010 წელს. „ვარდის სახელის“ შემდეგ მიიჩნევა ეკოს საუკეთესო რომანად.[1]
ნაწარმოებში მოქმედება XIX საუკუნის ევროპაში რელიგიური და პოლიტიკური შეთქმულებების გარშემო ვითარდება. რომანში ვხვდებით ოკულტისტებს, სატანისტებს, მასონებს, იეზუიტებს, რევოლუციეონერებს და სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო სამსახურებს. მთავარი პერსონაჟი, სიმონე სიმონინი საიდუმლო აგენტია, იგი „გეგმავს შეთქმულებებს, ინტრიგებსა და თავდასხმებს, რომლებიც ევროპის კონტინენტის ისტორიულ და პოლიტიკურ ბედს განსაზღვრავს.“ რომანი მოგვითხრობს თანამედროვე ანტისემიტიზმის აღზევების, დრეიფუსის საქმის, სიონის პროტოკოლების და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებმაც ებრაელი ხალხის მიმართ მტრობა და სიძულვილი წარმოშვა.
ისტორიული ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკოს თანახმად, რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი პროტაგონისტი სიმონე სიმონინია, მის გარდა, ყველა რეალური პიროვნებაა, მათ შორის მისი ბაბუაც.[2] ეს უკანასკნელი აბატი ბარუასთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილის ავტორია, რომელმაც თანამედროვე ანტისემიტიზმს დაუდო სათავე. ეკომ თქვა:
XIX საუკუნე სავსე იყო შემზარავი და მისტიკური მოვლენებით: იპოლიტო ნიევოს მკვლელობა, სიონის უხუცესთა პროტოკოლების გაყალბება, რამაც ჰიტლერის მიერ ებრაელთა გენოციდი წაახალისა, დრეიფუსის საქმე და სხვადასხვა ქვეყნის საიდუმლო პოლიციის მიერ წარმოებული დაუსრეულებელ ინტრიგათა ჯაჭვი, მასონების, იეზუიტების შეთქმულებები და სხვა მრავალი მოვლენა, რომელთა სიზუსტე ვერასოდეს დადასტურდება, თუმცა საფელეტონე მასალის ფუნქციას 150 წლის შემდეგაც ასრულებს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Umberto Eco Wiki დაარქივებული 2018-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Umberto Eco's Cemetery of Prague best-selling book in Italy, Spain and Argentina დაარქივებული 2016-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Haaretz review of The Prague Cemetery
- Umberto Eco’s Cemetery of Prague creates controversy
- Research paper on The Prague Cemetery from University of Zululand
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Independent Foreign Fiction Prize 2012. Booktrust. ციტირების თარიღი: 2013-10-13.
- ↑ On Giovanni Battista Simonini, see Reinhard Markner: "Giovanni Battista Simonini: Shards from the Disputed Life of an Italian Anti-Semite", in: Kesarevo Kesarju. Scritti in onore di Cesare G. De Michelis. A cura di Marina Ciccarini, Nicoletta Marcialis e Giorgio Ziffer. Firenze 2014, pp. 311-319 [1] დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ The Cemetery of Prague – Plot. Bompiani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-31. ციტირების თარიღი: 2010-09-09.