წყალტუბოსწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალტუბოსწყალი
Tskaltubostskali, Tskaltubo Park 1.jpg
წყალტუბოსწყალი წყალტუბოს პარკში
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ქალაქები წყალტუბო
სათავე 42°18′50″ ჩ. გ. 42°35′39″ ა. გ. / 42.313972° ჩ. გ. 42.594333° ა. გ. / 42.313972; 42.594333
შესართავი გუბისწყალი
42°15′40″ ჩ. გ. 42°30′20″ ა. გ. / 42.261222° ჩ. გ. 42.505583° ა. გ. / 42.261222; 42.505583
სიგრძე 23 კმ
წყლის ხარჯი (საშ.) 1,5 მ³/წმ
წყალტუბოსწყალი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg წყალტუბოსწყალი ვიკისაწყობში

წყალტუბოსწყალი — მდინარე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ერთვის მდინარე გუბისწყალს მარცხენა მხრიდან, სოფელ მაღლაკთან. სათავე აქვს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, 100 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 23 კილომეტრი. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,5 მ³/წმ.[1]

მდინარეში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ქაშაპი, შამაია, წვერა, კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum), ღორჯო (Gobius cephalarges), ფარგა (Lucioperca lucioperca) და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]