კოლხური ტობი
კოლხური ტობი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კოლხური ტობი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Chondrostoma colchicum (Derjugin, 1899) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19083721 | |||||||||||||||
|
კოლხური ტობი (ლათ. Chondrostoma colchicum) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ზომიერად წაგრძელებული სხეული აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 20–30 სმ. მდინარე ყუბანში, სტავროპოლის ტერიტორიაზე გვხვდება სიგრძით 40 სმ-მდე. წონა 200 გრ. გვხვდება რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიაზე.[1] მტკნარი წყლის თევზია. ზურგის მხარე მუქია, მუცლის მხარე ღია მოთეთრო. ზურგისა და კუდის ფარფლების ბოლოები მუქი. დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი. ზურგის ფარფლში 8–9 რბილი სხივია, ანალურში 9–10.[2] სქესობრივ სიმწიფეს 3-4 წლისა აღწევს. უმეტესწილად იკვებება წყალმცენარეებითა და დეტრიტით. ტოფობას იწყებს ადრე გაზაფხულზე, მარტიდან და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის ქვიან გრუნტზე. ნაყოფიერება 2–13 ქვირითი.[3] ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხში, ჩაქვში, კინტრიშში, ნატანებში, სუფსაში, რიონში, ხობში, ენგურში, კოდორში, ბესლეთში, გუმისთაში, მჭიშთაში, ბზიფში და ამტყელის ტბაში.[4] სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სამოყვარულო თევზჭერის ობიექტია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chondrostoma colchicum, Colchic nase - FishBase
- ↑ Chondrostoma colchicum (Колхидский подуст)
- ↑ Колхидский подуст - Дирекция особо охраняемых.... დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...