წინაველა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინაველა
კოორდინატები: 41°32′15″ ჩ. გ. 42°06′37″ ა. გ. / 41.53750° ჩ. გ. 42.11028° ა. გ. / 41.53750; 42.11028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული შუახევის მუნიციპალიტეტი
ქედის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი გომა
სიმაღლე 2360 
სიგრძე 15 კმ
წინაველა — საქართველო
წინაველა
წინაველა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
წინაველა

წინაველაქედი საქართველოში, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს შავშეთის ქედის ჩრდილო ეროზიულ-დენუდაციურ მერიდიანულ შტოქედს, მდინარეების მერისისა (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ტბეთის (ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობებს შორის. სიგრძე 15 კმ. სიმაღლე მთა წინაველასთან — 2194 მ, გომასთან — 2360 მ. აგებულია მესამეულის დროინდელი ვულკანოგენური ქანებით. კალთები შემოსილია კოლხური შერეული ტყით, თხემური ნაწილი — სუბალპური მდელოს ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]