გომა (მთა)
იერსახე
გომა | |
---|---|
კოორდინატები: 41°32′15″ ჩ. გ. 42°06′37″ ა. გ. / 41.53750° ჩ. გ. 42.11028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2360 მ |
ქედი | წინაველა |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფი, ანდეზიტური განფენი |
გომა — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ჩრდილო ეროზიულ-დენუდაციურ მერიდიანულ შტოქედ წინაველაზე, მდინარეების ტბეთისა (ჩირუხისწყლის მარცხენა შენაკადი) და დიდღელის (მერისის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2360 მ. აგებულია პალეოგენური ვულკანური ქანებით (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტური განფენი). გომა გუმბათის ფორმისაა. კალთები ციცაბოა, დაფარული ფართოფოთლოვანი ტყით; წვერზე სუბალპური მდელოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 86.