ძველი იტალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იტალიის ბუნება და მოსახლეობა ძველად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის დასავლეთით, ხმელათაშუა ზღვაში მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძული. ფორმით იგი ძალინა წააგავს ჩექმას. მის სამხრეთით კუნძული სიცილიაა. ისინი თითქოს ბუნებრივად ყოფენ ორ ნაწილად ხმელთაშუა ზღვას. სიცილიის გარდა, აპენინის ნახევარკუნძულის დასავლეთიდან ორი დიდი კუნძული აკრავს–სარდინია და კორსიკა. ჩრდილოეთიდან ნახევარკუნძულს ალპების მთები ესაზღვრება. იგი მას ზამთრობით ჩრდიოლოეთის ცივი ქარებისგან იფარავს, ამიტომ ზამთარი აქ რბილია. თოვლი მხოლოდ მაღალ მთებსა და ქვეყნის ჩრდილოეთშია ჩვეულებრივი მოვლენა. სამხრეთში იგი ძალზე იშვიათია. ნახევარკუნძულს მთელ სიგრძეზე საშუალო სიმაღლის აპენინის მთები კვეთს. იგი ერთმანეთისგან გამოყოფს ნახევარკუნძულის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპირო დაბლობებს. ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით სანაპირო ზოლის შუა და სამხრეთ ნაწილი ძირითადად კლდოვანია და სანაოსნოდ გამოუსადეგარია. სხვა მხარეების ნაპირები კი მყუდრო ყურეებითა და უბეებით არის დაღარული. მათ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ სადგომად და თავშესაფრად ადგილობრივი თუ მოსული ზღვაოსნები. აპენინის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთიდან ადრეატიკის, სამხრეთიდან იონიის, დასავლეთიდან კი ტირენის ზღვები აკრავს. ყველა მათგანი ხმელთაშუა ზღვის ნაწილს წარმოადგენს. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე დიდ და მეტად ნაყოფიერ დაბლობზე იტალიის ყველაზე დიდი მდინარე პო მიედინება. იდი ადრეატიკის ზღვას ჩაერთვის. ძველად ეს დაბლობი ჭაობიანი იყო და ხალხიც ნაკლებად სახლობდა. ძვ.წ მე-5 საუკუნის ბოლოს აქ შემოიჭრნენ და დამკვიდრნენგალები. ამიტომ მოგვიანებით პოს ველს რომაელებმა გალია ანუ გალების ქვეყანა უწოდეს. საბერძნეთისგან განსხვავებით, აპენინის ნახევარკუნძულის კლიმატი ნოტიოა. აქ იშვიათად იცის გაბმული გვალვები და ხშირად წვიმს. ამიტომ ეს მხარე, უძველესი დროიდან, მდიდარი და თვალწარმტაცი ბუნებით ხიბლავდა მნახველს. პირველი ბერძნები გაკვირვებულნი დარჩენილან აქაური ტყე-მდლოების სილამაზითა და პირუტყვის სიმრავლით. ერთ-ერთი ვერსიით, ამიტომ უწოდებდნენ ამ ქვეყანას "იტალიას" ანუ "ხბორების ქვეყანა". სხვა გადმოცემის მიხედვით, ამ ქვეყნის სახელი, აქ მცხოვრები იტალიკების ტომებისგან მომდინარეობდა. ასეა თუ ისე, ეს სახელწოდება ჯერ კიდევ ბერძენთა დიდი კოლონიზაციის დროს გაჩნდა და დღესაც ჰქვია ამ ქვეყანას. ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში იტალიაში მრავალი სხვადასხვა წარმომავლობისა და ტომის ხალხი ცხოვრობდა. მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო მათი ძირითადი საქმიანობა. ისინი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ და გამუდმებით ებრძოდნენ ერთმანეთს ტერიტორიებისათვის. პირველი,ვინც სახელმწიფო ჩამოაყალიბა აქ, იყვენენ ეტრუსკები.

ეტრუსკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტრუსკების ცივილიზაციის გავრცელების არე.

ძველი ეტრურია იტალიის ჩრდილო დასავლეთით გაშლილ დაბლობზე მდებარეობდა. დღეს ამ მხარეს ტოსკანა ჰქვია. ეტრუსკებს ბერძნები "ტირენებს" ეძახდნენ. ამიტომ დაერქვა მათი ტერიტორიების მომიჯნავე ხმელთაშუა ზღვის ნაწილს ტირენის ზღვა. ეტრუსკების წარმომავლობა დღესაც ბურუსით არის მოცული. ძველ ბერძენ ისტორიკოსთა გადმოცემით, ისინი მცირე აზიიდან მოვიდნენ. დღეს მეცნიერთა დიდ ნაწილს მიააჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია ისინი ტროელი კოლონისტების შთამომავლები ყოფილიყვენენ. ეტრუსკებმა, იტალიის ხალხთაგან პირველებმა, ბერძნებისგან გადმოიღეს ანბანი და შექმნეს საკუთარი დამწერლობა. როგორც ჩანს მათ დიდი გავლენა მოახდინეს ლათინური ანბანის ჩამოყალიბებაზეც. ეტრუსკების წინაპრები მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მისდევდნენ. მათ გაყავდათ არხები და აშრობდნენ ჭაობიან მიწებს. ბორცვებსა და გორაკებზე ისინი გამაგრებულ დაბებს აგებდნენ. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით (ძვ.წ.მე-9 საუკუნეში) ქალაქ-სახელმწიფოებად გადაიქცა. მმართველობის სისტემით ისინი ძალიან წააგავდნენ პერძნულ პოლისებს, განსაკუთრებით სპარტას. ქალაქებს გვაროვნული არისტოკრატია მართავდა. მათ ლუკუმონები ერქვათ. უხუცესთა საბჭო იყო უმაღლესი მმართველი ორგანო. იგი ირჩევდა მეფეს და ზღუდავდა მის ხელისუფლებას. მეფე ტიტულს სიკვდილამდე ინარჩუნებდა,მაგრამ ძალა-უფლება შთამომავლობით არ გადადიოდა. ძვ.წ.მე-7_მე-6 საუკუნეებში, ბევრ ქალაქში მეფობა გაუქმდა და იგი არჩევითმა თანამდებობებმა შეცვალა. ეტრუსკები გამუდმებით ებრძოდნენ ერთმანეთს პირველობისთვის. ბრძოლა საბოლოოდ უშედეგოდ დამთავრდა. ეტრურია არასდროს არ შეკრულა ერთ მტკიცე სახელმწიფოდ. მართალია მათ შექმნეს "12 ქალაქის კავშირი", მაგრამ ეს გაერთიანება ძალზე მყიფე, უსუსური და დროებითი გამოდგა. ძვ.წ. მე-6_მე-7 საუკუნეებში ეტრუსკთა ქალაქაბმა პოლიტიკური ძლიერების მწვერვალს მიაღწიეს. მათ იტალიის თითქმის ნახევარი დაიმორჩილეს. დიდხანს ებრძოდნენ ისინი კართაგენსა და ბერძენ კოლონისტებსაც. გამუდმებულმა ბრძოლებმა საბოლოოდ დაასუსტა ისინი. ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ეტრუსკთა პოლისები, ერთიმეორეს მიყოლებით, აღმავლობის გზაზე მდგარმა რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა. ეტრუსკულმა კულტურამ დიდი ზეგავლენა მოახდინა რომზე. მარტო ის რად ღირს, რომ რომის ქალაქ-სახელმწიფოს მართვის სისტემა თითქმის მთლიანად ეტრუსკული წარმომავლობისა იყო. აშკარაა ეტრუსკთა გავლენა რომაულ არქიტექტურაზე,ზეპირსიტყვიერებასა და ყოფაზე. თვით გლადიატორთა ბრძოლებიც კი რომაელებმა ეტრუსკებისგან გადმოიღეს.

რომის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]