ჩეტ ატკინსი
ჩეტ ატკინსი | |
---|---|
მისტერ გიტარა | |
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჩესტერ ბარტონ ატკინსი |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1924 |
დაბ. ადგილი | ლუტრელი, ტენესი, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 ივნისი, 2001 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეშვილი, ტენესი, აშშ |
დასაფლავებულია | Harpeth Hills Memory Gardens[1] |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი, კლასიკური მუსიკა, ხალხური მუსიკა, დასავლური სვინგი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ტექსტების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვიოლინო |
აქტიური | 1942–1996 |
ლეიბლ(ებ)ი | RCA, Columbia |
ჯილდოები | გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის |
საიტი | misterguitar.com |
ჩეტ ატკინსი ვიკისაწყობში |
ჩესტერ ბარტონ ატკინსი (დ. 20 ივნისი, 1924 — გ. 30 ივნისი, 2001) — ამერიკელი გიტარისტი და მუსიკალური პროდიუსერი, რომელმაც ოუენ ბრედლისთან ერთად შექმნა ქანთრის პოლირებული სტილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ნეშვილ საუნდი, რამაც ქანთრის დააახლოვა პოპ მუსიკასთან და მეტი პოპულარობა შესძინა მას.
მისმა საშემსრულებლო ტექნიკამ, რომელიც მერლ ტრევისის, ჯანგო რენჰარდტის, ჯორჯ ბარნსის, ლეს პოლისა და მეიბელ კარტერის გავლენით ჩამოყალიბდა, ჩეტს მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა, როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ. ატკინსის პრიოდუსერობით შეიქმნა პერი კომოს, ელვის პრესლის, ედი არნოლდის, დონ გიბონსის, ჯიმ რივესის, ჯერი რიდის, კიტერი დეივისის, კონი სმიტის, ვეილონ ჯენინგსისა და სხვათა ჩანაწერები.
მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად ჩეტ ატკინსს მიღებული აქვს: 14 გრემი, 9 CMA-ს წლის ინსტრუმენტალისტის ჯილდო და გრემის ჯილდო ცხოვრების მთავარი მიღწევისთვის. იგი შეყვანილია როგორც როკ-ენ-როლისა და ქანთრის, ისე მუსიკოსთა დიდების დარბაზში
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბავშვობა და ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩეტ ატკინსი დაიბადა 1924 წლის 20 ივნისს ლუტრელში, ტენესში. 6 წლის ასაკში, ჩეტის მშობლები განქორწინდნენ, ჩეტის აღზრდა კი მამამ ითავა. იგი ორ ძმასა და ერთ დას შორის ყველაზე პატარა იყო. იგი თავდაპირველად გავაის გიტარას ეუფლებოდა, ხოლო შემდეგ ფიდლზეც (ვიოლინოს ტიპის ინსტრუმენტი) გადაინაცვლა. მას, ცხრა წლის ასაკში, ფიდლისთვის სიმების შესაძენად თავის ძმის პისტოლეტისა და კიდევ რამდენიმე ნივთის გაყიდვა დასჭირდა.[2] 1974 წელს დაბეჭდილ ავტობიოგრაფიაში ჩეტი წერს:
![]() |
„ჩვენ, ისევე როგორც ყველა ჩვენს ირგვლივ, სიღარიბის გამო დეპრესიაში ვიყავით “
|
ჯერ კიდევ ყმაწვილ, ასთმით დაავადებულ ჩეტს მამასთან მოუწია საცხოვრებლად გადასვლა, კერძოდ ფორტსონში, ჯორჯიაში.
ინდუსტრიული ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1967 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1968 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1968 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1981 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1982 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1983 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1984 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1985 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
- 1988 წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
ქანთრის დიდების დარბაზი და მუზეუმი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Country Music Television biography.. Cmt.com. ციტირების თარიღი: March 28, 2008.
|