ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობსერვატორია (ლათ. observo — ვაკვირდები) — შენობა, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი ასტრონომიული, გეოფიზიკური და სხვა დაკვირვებებისათვის; დაწესებულება, რომელშიც ასეთი დაკვირვებები წარმოებს.

ასტრონომიული ობსერვატორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონომიული ობსერვატორია — ტელესკოპებით, ლაბორატორიული იარაღებით და გამომთვლელი მანქანებით აღწურვილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც სისტემატიურად მიმდინარეობს ასტრონომიული დაკვირვებები და მათი კვლევა-ანალიზი.

ასტრონომიულ ობსერვატორიებს, როგორც წესი აგებენ ქალაქგარეთ, ქალაქის ხელოვნური განათების, მტვერისა და სამრეწველო ნაგებობათა ჭვარტლისაგან მოშორებულ ადგილებში. ამის გარდა ობსერვატორიის ადგილი მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს ცის ბუნებრივ სიწმინდეს წლის დიდი პერიოდის მანძილზე. შესაბამისად ობსერვატორიები იგება მაღლა მთაში და შორს დასახლებული პუნქტისაგან, რათა ერთის შემთხვევაში ღრუბლების ინტესივობამ და მეორეს მხრივ ხელოვნურმა მტვერმა და სინათლის გამოსხივებამ ხელი არ შეუშალოს ზუსტ სამეცნიერო მუშაობას.

ობსერვატორიის მთავარი ხელსაწყოები — ტელესკოპები დამცავ კოშკებშია მოთავსებული. ასეთი დაწესებულებები ტელესკოპის გამოგონებამდეც არსებობდა. ეს იყო მაღალი შენობები, საიდანაც აკვირდებოდნენ მზის, მთვარის, ვარსკვლავების და პლანეტების მოძრაობას და ცის თაღზე მათს გადაადგილებას. ობსერვატორიებს უმეტესად მთაში აგებენ, სადაც ჰაერი უფრო სუფთა, გამჭვირვალეა და ხილვადობაც უკეთესია. დღეს ობსერვატორიები მოწყობილია კოსმოსურ ხომალდებზეც.

ჩვ. წ.-მდე დაახლოებით 3000 წ. გაჩნდა ასტრონომიული დაკვირვებათა პირველი ჩანაწერი ჩინეთში, ეგვიპტეში და ბაბილონში.

ჩვ. წ.-მდე IV ს. ჩინელმა ასტრონომმა ში შენმა შექმნა 800 ვარსკვლავის პირველი კატალოგი (ერთგვაროვანი საგნების გარკვეული წესით შედგენილი სია).

გეოფიზიკური ობსერვატორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართული განმარტებითი ლექსიკონი“, ქსე, თბ. 1986, გვ. 361
  • ე. ხარაძე, „ასტრონომია“ (მე-11 კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1989

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Planetary nebula NGC 3918.jpg ასტრონომიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ასტრონომიის შესახებ.