კესელრინგის შროშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lilium kesselringianum)
Jump to navigation Jump to search
კესელრინგის შროშანი
კესელრინგის შროშანის ყვავილები
კესელრინგის შროშანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lilium kesselringianum (Miscz., 1914)

კესელრინგის შროშანი (ლათ. Lilium kesselringianum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, შროშანისებრთა ოჯახის (Liliaceae) შროშანის (Lilium) გვარისა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შროშანის ამ სახეობამ სახელი ბოტანიკოს ფრიდრიხ ვილჰელმ კესელრინგის (1876-1966) პატივსაცემად მიიღო, რომელმაც შროშანის ეს სახეობა კულტურულ მებაღეობაში დანერგა და სრულყოფილი კულტივაცია შეძლო.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოადგენს 60-100 სანტიმეტრის სიმაღლის მრავალწლოვან ბალახოვან კულტურას. ბოლქვები კვერცხისებური აქვს. ფოთლები კი ხაზისებურ-ლანცეტის მაგვარი, მჯდომარე, რიგად გაჰყვება მთელ სიგრძეზე. ფორმა პირამიდესებური, ყვავილები მოყვითალო-ღია რძისფერი და მტვრიანები მუქი იისფერი აქვს.[1] ნაყოფი კოლოფს წარმოადგენს. ყვავილობს ივნისსა და ივლისში.

გავრცელებულია ტყის სარტყლის მინდვრებსა და ველებზე, ისევე როგორც სუბალპური სარტყლის მაღალმთიან მდელოებზე.[2][3]

გავრცელების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში, საქართველოში, გვხვდება თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც.[4]

სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა. შეტანილია წითელ წიგნში. ნადგურდება და მცირდება ძირითადად იმის გამო, რომ მის ბოლქვებს გარეული ცხოველები ჭამენ. გარდა ამისა, მებაღეები ბოლქვებს მიწიდან იღებენ ან ყვავილებს აგროვებენ თაიგულებისათვის, რაც სახეობას ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]