შინაარსზე გადასვლა

შონ ო’მალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შონ ო’მალი

ო’მალი 2024 წელს (29 წლის)
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1994
ჰელენა, მონტანა, აშშ
სხვა სახელები Suga
მოქალაქეობა ამერიკა
ორგანიზაცია UFC
სიმაღლე 1.80 მ
წონა 61 კგ
მეუღლე(ები) დანია გონსალე

შონ ო’მალი (ინგლ. Sean O'Malley; დ. 24 ოქტომბერი, 1994) — ამერიკელი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. იგი ამჟამად აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ზემსუბუქ წონაში ასპარეზობს, სადაც UFC-ის ქამრის ყოფილი მფლობელია.

ო’მალი ვარჯიშობდა გლენდეილში, არიზონა, MMA Lab-ში რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი მწვრთნელი John Crouch და ო’მალის დიდი ხნის მეგობარი Tim Welch. შონს მეტსახელი "Sugar" მისმა ერთერთმა MMA მწვრთნელმა მონტანაში, კარიერის დასაწყისში მიანიჭა. ო’მალიმ კარიერის პირველი 5 ბრძოლა მშობლიურ მონტანაში ჩაატარა, შემდეგ კი ჩრდილოეთ დაკოტაში გაემგზავრა და Legacy Fighting Alliance-ისთის იბრძოლა, სადაც პირველი ბრძოლა დევიდ ნუცოსთან ნოკაუტით მოიგო. ნუცოსთან გამარჯვების შემდეგ, ო’მალიმ დაიმსახურა ადგილი დანა უაითის Contender Series 2-ში, როდესაც იგი ალფრედ ხაშაკიანს დაუპირისპირდა. ო’მალიმ მას პირველ რაუნდში განსაცვიფრებელი ნოკაუტით მოუგო და UFC-ის კონტრაქტით დაჯილდოვდა.

ო’მალის დებიუტი 2017 წლის, 1 დეკემბერს Terrion Ware-ის წინააღმდეგ შედგა. მან ეს ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. შონის შემდეგი ბრძოლა კი 2018 წლის, 3 მარტს შედგა, Andre Soukhamthath-ის წინააღდეგ, სადაც მან მეტოქე ისევ მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. მან პირველად ნოკდაუნით 2020 წლის, 7 მარტს, José Alberto Quiñónez-ის წინააღმდეგ მოიგო პირველ რაუნდში. იგი დღემდე UFC-ის ორგანიზაციაშია, სადაც მას 20 ბრძოლა აქვს ჩანატარები და UFC Bantamweigh ჩემპიონიც გახდა 2023 წლის 19 აგვისტოს, UFC 292-ზე, სადაც Aljamain Sterling მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მას პირველად ქამრის დაცვა Marlon Vera-ს წინააღმდეგ მოუხდა, სადაც მან იგი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. 2024 წლის 14 სექტემბერს, UFC 306-ზე ო’მალიმ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩაატარა სატიტულო ბრძოლა სადაც მან ქამრის დაიცვა ვერ შეძლო და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.[1]

ო’მალის ბებია ირლანდიელია. შონი დაოჯახებულია დანია გონსალესზე, მათ ჰყავთ გოგო, რომელიც 2020 წელს დაიბადა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ufc stats
  2. Suga sean. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-09-07. ციტირების თარიღი: 2024-09-07.