მერაბ დვალიშვილი
| მერაბ დვალიშვილი | |
|---|---|
|
| |
| საერთო ინფორმაცია | |
| მეტსახელ(ებ)ი | „მანქანა“ (The Machine) |
| მოქალაქეობა |
|
| ეროვნება | ქართველი |
| დაიბადა |
10 იანვარი, 1991 ვანი, იმერეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
| წონის კატეგორია | ზემსუბუქი წონა |
| სიმაღლე | 168 სმ |
| მწვრთნელი | რეი ლონგო, მეტ სერა |
| პრომოუტერი | UFC |
| პროფესიონალური კარიერა | |
| ბრძოლა | 26 |
| მოგება | 21 |
| მოგება ნოკაუტით | 3 |
| წაგება | 5 |
| სხვა ინფორმაცია | |
| საიტი | ufc.com |
მერაბ დვალიშვილი (დ. 10 იანვარი, 1991, ვანი, იმერეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC). UFC-ის ზემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი. 2025 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, UFC-ის მამაკაცთა შორის pound-for-pound რეიტინგში მე-8 ადგილზეა.[1]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.[2][3][4][5]
ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. მერაბი შეერთებულ შტატებში 21 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა გამხდარიყო MMA-ს მებრძოლი და ვარჯიში რეი ლონგოსა და მეტ სერას ხელმძღვანელობით დაიწყო.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.[6]
UFC
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწყვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.[7][8]
მერაბ დვალიშვილმა ბოლოს წინა ბრძოლა UFC-ში 2024 წლის 18 თებერვალს, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.[9]
2024 წლის 14 სექტემბერს, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.[10]
2025 წლის 18 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, როდესაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. MMAfighting.com-ის ცნობით, ქართველმა ჩემპიონმა გამოიმუშავა 500 000 აშშ დოლარი, ამ თანხას დაემატა საღამოს საუკეთესო ბრძოლის $50 000-იანი ბონუსი.[11] უმარ ნურმაგომედოვთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.[12] ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 117-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.[13]
2025 წლის 8 ივნისს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით მოასპარეზე შონ ო’მალი მეორედ დაამარცხა. დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და ამჯერად კარიერაში მეორედ დაიცვა. მერაბ დვალიშვილი UFC 316-ზე გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „Performance of the Night“-ის, ანუ „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსით დაჯილდოვა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, UFC 320-ზე, მერაბ დვალიშვილმა ტიტული მესამედ კორი სენდჰეგენთან დაიცვა.[14] მან ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.[15]
2025 წლის 6 დეკემბერს, UFC 323-ზე, მეოთხე ტიტულის დასაცავად, დვალიშვილი ყოფილ ჩემპიონს, პიოტრ იანს, დაუპირისპირდა.[16] გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი გახდებოდა UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ტიტულს ოთხჯერ დაიცავდა. თუმცა, მან ჩემპიონის ტიტული მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაკარგა.[17]
შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა 26 შეხვედრიდან 21-ში გაიმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა. მას აქვს 14-მატჩიანი მოგებათა სერია. ამ მაჩვენებლით მან ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჟორჟ სენ-პიერს, მაქს ჰოლოვეისა და ჯონ ჯონსს გადაუსწრო. მასზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს (15), ისლამ მახაჩევსა (16) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.[18]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ROC — Ring of Combat
- Ultimate Fighting Championship
UFC-ის ჩემპიონი ზემსუბუქ წონაში- ტიტულის ორი წარმატებული დაცვა
- მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველია, ვინც UFC-ის ტიტული მოიპოვა.[19]
- „საღამოს საუკეთესო გამოსვლა“ (ორჯერ) მარლონ მორაისისა და შონ ო’მალის წინააღმდეგ
- „საღამოს საუკეთესო ბრძოლა“ (ორჯერ) რიკი სიმონისა და უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ
- ყველაზე მეტი (10) გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით UFC-ის ზემსუბუქი წონის ისტორიაში
- UFC-ის ზემსუბუქ წონაში ყველაზე მეტი (14) გამარჯვებების სერია
- UFC-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თეიქდაუნი (117)
- გამარჯვებები ოთხ ყოფილ UFC-ის ჩემპიონზე: ხოსე ალდო, პეტრ იანი, ჰენრი სეხუდო და შონ ო’მალი.
- გულშემატკივრის რჩეული: „წლის დაბრუნება“ მარლონ მორაისის წინააღმდეგ (2021)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მერაბ დვალიშვილი — UFC-ის ოფიციალურ საიტზე
- მერაბ დვალიშვილი — FightTime
- მერაბ დვალიშვილი — Sherdog
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ UFC Rankings, Division Rankings, P4P rankings, UFC Champions | UFC.com. ციტირების თარიღი: 2025-12-09
- ↑ „მოჩხუბარაძიდან“ „ცუკერას გლადიატორამდე“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის მასწავლებელი - kvirispalitra.ge
- ↑ დვალიშვილი: სოფელში გავიზარდე, მიზანი დავისახე, მსურს სამაგალითო ვიყო - crystalsport.ge
- ↑ მერაბის ცხოვრება ერთი დიდი კინოა, რომლის პირველი სერია ვანში დაიწყო, თბილისში გაგრძელდა, ახლა კი ნიუ იორკის სერია გადის...“- რას წერს გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილზე
- ↑ ვანის მერის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი
- ↑ Blaine Henry. Stepan Kobenov: Combat Sambo World Champion. Fight-Library.com.
- ↑ LI’s Dvalishvili to debut at UFC Fresno. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-01. ციტირების თარიღი: 2023-07-25.
- ↑ UFC Fight Night 123 results: Frankie Saenz outworks Merab Dvalishvili for split decision.
- ↑ „მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა“. 1tv.ge.
- ↑ „მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა“. 1tv.ge.
- ↑ რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
- ↑ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
- ↑ UFC Records - All Fighters. ციტირების თარიღი: 2025-10-04
- ↑ Alexander Behunin. (2025-07-22) UFC 320: Ankalaev vs. Pereira 2 main event set, Merab vs. Sandhagen co-headlines Las Vegas card. mmamania.com. ციტირების თარიღი: 2025-07-22
- ↑ Staff. (2025-10-05) UFC 320: Merab Dvalishvilli Dominant Again, Defends Title Against Cory Sandhagen. cagesidepress.com. ციტირების თარიღი: 2025-10-05
- ↑ Alexander K. Lee. (2025-10-13) Merab Dvalishvili vs. Petr Yan 2, flyweight title fight and more announced for UFC 323. mmafighting.com. ციტირების თარიღი: 2025-10-13
- ↑ Jay Anderson. (2025-12-07) UFC 323: Petr Yan Dethrones Merab Dvalishvili in Rematch. cagesidepress.com. ციტირების თარიღი: 2025-12-07
- ↑ მერაბ დვალიშვილმა „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი მიიღო
- ↑ Merab Dvalishvili's streak reaches historic status in title win vs. Sean O'Malley