შერეული საბრძოლო ხელოვნება
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |

შერეული საბრძოლო ხელოვნება, შერეული ორთაბრძოლები (ინგლ. Mixed Martial Arts, შემოკლ. MMA) — სრულად კონტაქტური საბრძოლო სპორტი, რომელშიც შერწყმულია დარტყმის, ჭიდაობისა და გრეპლინგის ტექნიკა. წარმოიშვა XX საუკუნეში. მის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზაცია UFC-ის, რომელიც ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ამ სპორტში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტიკური დრო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უძველესი დროიდან ადამიანები დაინტერესებული იყვნენ ხელჩართული ბრძოლით. ამიტომ მუდმივად ცდილობდნენ მის განვითარებას. შედეგად ჩამოყალიბდა უამრავი სპორტის სახეობები, რომლებშიც განვითარებული იყო დარტყმისა თუ საჭიდაო ტექნიკები. თუმცა ისეთი საბრძოლო სპორტი, როგორიც არის ჭიდაობა, არ მოიაზრებს დარტყმას, ხოლო ისეთი საბრძოლო სპორტი, როგორიც არის კარატე, არ მოიაზრებს საჭიდაო ტექნიკებს.
ადრეულ დროში მხოლოდ რამდენიმე სპორტი იყო, რომლებიც თითქმის ყველა საბრძოლო დისციპლინას მოიაზრებდა, მაგალითად, პანკრატიონი და იაპონური ჯიუ-ჯიცუ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თანამედროვე დროში მათ ვერ მოიკიდეს ფეხი, როგორც სრულყოფილმა საბრძოლო სახეობებმა.
თანამედროვე-ერა წინამორბედები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX-XX საუკუნეებში კინო-ინდუსტრიის განვითარებამ დიდი წვლილი შეიტანა საბრძოლო ხელოვნებების პოპულარიზაციაში. დასავლურმა ცივილიზაციამ შეიტყო ისეთი სპორტების შესახებ, როგორებიცაა კარატე, კუნგ-ფუ, მუაი ტაი და ასე შემდეგ, რამაც ბუნებრივია გააჩინა კითხვები თუ რომელი საბრძოლო ხელოვნება იყო უკეთესი, მაგრამ მათი შეხვედრა ვერა და ვერ ხდებოდა, რადგან არავის სურდა შეხვედროდა მეტოქეს მის დისციპლინაში. რამდენიმე გადაკვეთა მაინც მოხდა. მაგალითად, 1960-იან წლებში მოხდა კარატისა და მუაი ტაის გადაკვეთა, სადაც ღია წესებით კარატისტები აბსოლუტურად განადგურდნენ. შემდგომში კარატისტებმა შექმნეს ბრძოლა შუალედური წესებით და ასე შეიქმნა კიკ-ბოქსინგი. ასევე იყო გადაკვეთა ფრანგი სავატეს მებრძოლებსა და ინგლისელ მუშტი კრივის მებრძოლებში, ასევე იყო დაპირისპირებები იაპონიაში მოკრივეებსა და კარატისტებს შორის. მაგრამ რეალურად საშუალება არავის მისცემია თავის დისციპლინების გარეთ სრული შესაძლებლობებით ებრძოლათ.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები მაშინ საკმაოდ შეზღუდულები იყვნენ და თვლიდნენ, რომ მხოლოდ მათი გზა იყო სწორი. მაშინ სწორად არ მიიჩნეოდა კონკრეტული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი პარალელურად სხვა საბრძოლო სახეობებითაც რომ დაინტერესებულიყო.

თუმცა 1960-იანებში ამერიკაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა შეეცვალა ყველაფერი. ეს ადამიანი იყო ბრიუს ლი. ბრიუს ლი იყო კუნგ-ფუს წარმომადგენელი, თუმცა ის იყო გახსნილი აზროვნების ადამიანი და შეისწავლა ყველა საბრძოლო ხელოვნება, რისი საშუალებაც ქონდა.
ბრიუსს ჯეროდა რომ საუკეთესო მებრძოლი არ იყო არც კუნგ-ფუს, ძიუდოს, კრივის ან კარატეს წარმომადგენელი, არამედ ის, ვისაც შეეძლო ნებისმიერი სტილის გამოყენება შესაბამის დროს. მან ჩამოაყალიბა საკუთარი საბრძოლო ხელოვნების მიმდინარეობა, სადაც გააერთიანა საუკეთესო ტექნიკა ყველა საბრძოლო ხელოვნებიდან. ბრიუს ლი სავარაუდოდ იყო პირველი ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა შერეული საბრძოლო ხელოვნების მცნებას და ნათელი გახადა ის, რომ საბრძოლო ხელოვნების შერწყმას მივყავართ საუკეთესო შედეგებამდე.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირი ხდებოდა სინთეზური ბრძოლები, როცა 2 დისციპლინა ეკვეთებოდა ერთმანეთს და ხალხს არ ასვენებდა შეკითხვა, თუ რომელი საბრძოლო ხელოვნება იყო საუკეთესო მსოფლიოში.
თანამედროვე ერა MMA-ის დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შერეული საბრძოლო ხელოვნების განვითარებას ხელი შეუწყო ისეთი ტიპის ბრძოლების ჩამოყალიბებამ, რომელშიც შერწყმული იყო დარტყმისა და ჭიდაობის ტექნიკები.

ასეთი ბრძოლებს ორგანიზაციები ძირითადად ატარებდნენ იაპონიაში, მაგრამ მათ ქონდათ უცნაური წესები, რაც კვლავ ბევრ კითხვას ტოვებდა, რადგან ორგანიზაციები გათვლილი იყო შოუზე და ზედმეტად ძალადობრივი სანახაობები იაპონელ მაყურებელს არ იზიდავდა. აუცილებლად აღსანიშნავია ორგანიზაცია პანკრასი, მაგრამ მიუხედავად რეალური ბრძოლისა, ძალიან იყო მიმსგავსებული პრო ვრესლინგს. 1993 წლის ნოემბერს სრულად შეიცვალა საბრძოლო სამყარო, როცა გრეისების ოჯახმა დააარსა ორგანიზაცია UFC. ეს ორგანიზაცია განსხვავებული შემდეგი მიზეზების გამო იყო: ბრძოლები ტარდებოდა რვა წახნაგა გალიაში (ოქტაგონი), არ არსებობდა წესები და წონითი კატეგორიები, ნებისმიერი სტილისა და ნებისმიერი ზომის ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს და უბრალოდ ჩხუბობდნენ, არ ქონდა მნიშვნელობა ამისთვის რომელ ტექნიკას გამოიყენებდნენ, იჭიდავებდნენ თუ დაარტყამდნენ ერთმანეთს — მთავარი იყო მოგება. UFC ის მოყვა PRIDE FC,StrikeForce და კიდევ სხვა MMA ის ორგანიზაციები და ასე გახდა სპორტი პოპულარული.[2]
UFC-ის აღორძინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წესების მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
UFC-მ თავიდან ისეთი პოპულარობა ვერ პოვა რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი იყო ზედმეტად ბრუტალური ბრძოლები. ოქტაგონი სულ სისხლით იყო ხოლმე მორწყული და სერიოზული დაზიანებებიც ხშირი იყო. არც ერთ მედიას არ უნდოდა საკუთარ არხზე ეჩვენებინა ბრძოლები, სადაც შიშველი მუშტებით ერთმანეთს ან სახეს უზიანებდნენ, ანდაც საზარდულში ან სხვა სუსტ წერტილებში ურტყამდნენ ერთმანეთს. ამიტომაც, UFC-მ გადაწყვიტა რომ ცვლილებების დრო იყო. მათ შემოიღეს წონითი კატეგორიები, ხელთათმანები და ელემენტარული წესები, რამაც „ბარბაროსული ჩეხაობა“ ელიტურ საბრძოლო ხელოვნებად გადააქცია. აიკრძალა საზარდულის, თვალის, კეფის და ყელის არეებში დარტყმა. აიკრძალა თავში ფეხის დარტყმა. აიკრძალა კიმანოს ან სხვა საბრძოლო ფორმის ჩაცმა, როცა მეტოქე დავარდნილია. დაშვებული იყო მხოლოდ MMA-ის შესაბამისი შორტები. დაემატა საზარდულისა და კბილების დამცავების ტარების ვალდებულება. ამ ყველაფერმა განაპირობა საზოგადოებისთვისა და მედიისათვის მიმღებლობა.
დენა ვაითი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როგორც ჩანს, გრეისების ოჯახმა შეძლო, შეექმნათ სრულყოფილი შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირი, თუმცა ფინანსური მხარე სწორად ვერ წარმართეს და ორგანიზაცია გაკოტრების პირას იყო. ამ დროს ორგანიზაცია იყიდა და სათავეები ხელში აიღო დენა ვაითმა, რომელსაც იმ დროისთვის არც ფული ქონდა და არც გამოცდილება, მაგრამ შეძლო და ყველაფერი ისე წარმართა, რომ დღეს იგი ყველაზე დიდი საბრძოლო ორგანიზაციის მფლობელია.
ჯო როგანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯო როგანი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოდკასტერია, რომელიც ასევე გახლავთ UFC-ის კომენტატორი, კომიკოსი, კომედიანტი, მსახიობი და ყოფილი სატელევიზიო წამყვანი. როცა MMA პოპულარული გახდა, ამან საფრთხე შეუქმნა კრივის პოპულარობის დაკარგვას, ამის გამო კრივის პრომოუტერები, მენეჯერეები და ზოგიერთი მებრძოლი არ იშურებდა კრიტიკას MMA-ის მიმართ. ამ დროს UFC-ში ბრძოლის შემდეგ ინტერვიუების ჩამწერად მუშაობდა იმ დროისათვის უკვე ცნობილი "არა UFC იდან" ჯო როგანი, რომელიც მზად იყო ნებისმიერთან დებატებისათვის, თუ რატომ იყო MMA საუკეთესო საბრძოლო სპორტი. როცა კრივის წარმომადგენლები მამლების ჩხუბს და უბრალო ძალადობას უწოდებდნენ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას, ჯო როგანი საპირისპიროს უმტკიცებდა და მუდმივად აღნიშნავდა, თუ რამდენად ელიტური და მაღალი კლასის სპორტი იყო MMA . UFC-ისგან იმ ტალახის ჩამოწმენდაში, რომელიც მოიაზრებდა რომ ეს არ იყო სპორტი და უბრალოდ იყო გალიაში ჩეხაობა, ჯო როგანს დიდი წვლილი მიუძღვის. ორგანიზაციის ადრეულ ეტაპზე გავრცელება დიდ წილად ჯოს დამსახურებაა.
კონორ მაქრგეგორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორგანიზაცია წარმატებული იყო და კიდევ უფრო წარმატებულს ხდიდნენ მებრძოლები. აღმავალ პერიოდზე უამრავი ვარსკვლავი იყო, რომლებიც არა მხოლოდ მათი საბრძოლო უნარებით იზიდავდნენ მაყურებლებს, არამედ მათი მედია წონით ასეთი იყვნენ: ბროქ ლესნარი, რონდა როუზი, რემფეიჯ ჯექსონი, ტიტო ორტიზი და სხვა. მაგრამ არავის ქონია ისეთი მედიაგავლენა, როგორც კონორ მაკგრეგორს. კონორი იყო ადამიანი, ვინც ყველაზე დიდ არეალზე გაავრცელა სპორტი.
სანახაობრივი ბრძოლის სტილი, უბადლო უნარები მიკროფონთან, განუმეორებელი სტილი, იუმორის შეგრძნება და თავდაჯერებულობა იყო ის, რამაც შექმნა სპორტის უდიდესი ვარსკვლავი. კონორმა შეძლო და მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს. ის ყველაზე გაყიდვადი მებრძოლია სპორტისა და ორგანიზაციის ისტორიაში.

ტერმინი MMA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი MMA არის აბრევიატურა ინგლისური სიტყვის Mixed Martial Arts, რაც ქართულად ნიშნავს შერეულ საბრძოლო ხელოვნებას. თავად ტერმინის მნიშვნელობა ისეთივე მარტივია, როგორც ჟღერს და მოიაზრება შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველა სტილის გაერთიანება.
ქართველები MMA ში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართველები აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობენ MMA-ში. 2023 წლისათვის UFC არის 5 ქართველი მებრძოლი:
- ილია თოფურია 66კგ
- მერაბ დვალიშვილი — 61კგ
- გიგა ჭიკაძე — 66 კგ
- გურამ ქუთათელაძე — 70კგ
- რომან დოლიძე 84კგ
- ალექსანდრე თოფურია
2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გახდა UFC-ის ჩემპიონი.[3]
2024 წლის 15 სექტემბერს, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვლი გახდა UFC-ის ჩემპიონი.