შვაბიის საჰერცოგო
შვაბიის საჰერცოგო Herzogtum Schwaben (გერ.) Ducatus Allemaniæ (ლათ.) ტომობრივი საჰერცოგო | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ზემო ბურგუნდია (მწვანე) და შვაბიის საჰერცოგო (ყვითელი) | |||||||
დედაქალაქი | არ იყო განსაზღვრული | ||||||
მმართველობის ფორმა | სამთავრო | ||||||
ისტორია | |||||||
- შექმნა | 917 | ||||||
- საჰერცოგოდ გაუქმება | 1268 | ||||||
- საჰერცოგოს აღდგენა | 1279 | ||||||
- საბოლოო გაუქმება | 1313 | ||||||
შვაბიის საჰერცოგო — შუა საუკუნეებში გერმანიის სამეფოს ხუთი ტომობრივი საჰერცოგოდან ერთ-ერთი.
დასახელება შვაბია წარმოებული ტომის სვებების სახელწოდებიდან. გვიან შუა საუკუნეებში ტერმინი ხშირად ალემანიასთან ერთად ურთიერთ ჩანაცვლებით გამოიყენებოდა. საცხოვრებელი ტერიტორიები მოიცავდა რაინის და დუნაის აუზებს. ეს ტერიტორიამოიცავდა რამდენიმე ტომს და XI საუკუნემდე ზოგადად ალემანებად მოიხსენიებდნენ, ხოლო XI საუკუნედან იწყება შვაბების დომინირება.
ბურხარდ II-მ ალემანიის მმართველები 915 წელს გერმანიის მეფის კონრად I-ს დახმარებით შტოკახთან ბრძოლაში დაამარცხა და 917 წელს შვაბიის საჰერცოგოს შექმნა გამოაცხადა.
შვაბიის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ გოგენშტაუფენები, რომლებიც წარმოადგენდნენ შვაბიის საჰერცოგოს მმართველებს. პერიოდულად ისინი საღვთო რომის იმპერატორის ტიტულსაც ფლობდნენ.
საჰერცოგომ არსებობა 1268 წელს საჰერცოგოს უკანასკნელი ჰერცოგის კონრადინის დასჯის (რომელსაც ბრალი ღალატში დასდეს) შემდეგ შეწყვიტა. რუდოლფ I-მა გადაწყვიტა ტიტულის აღდგენა, რომელიც მის უმცროს შვილს შემდგომში რუდოლფ II-ს უბოძა. რომელმაც თავის მხრივ მის ვაჟ იოჰანს (იოჰან მოღალატე) დაუტოვა, თუმცა იოჰანი 1312 თუ 1313 წელს მემკვიდრის გარეშე დაიღუპა, რითიც შეწყდა აღდგენილი ტიტულის და საჰერცოგოს არსებობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Helmut Maurer: Der Herzog von Schwaben. Grundlagen, Wirkungen und Wesen seiner Herrschaft in ottonischer, salischer und staufischer Zeit. Sigmaringen 1978, ISBN 3-7995-7007-1.
- Helmut Maurer / Hansmartin Schwarzmaier / Thomas Zotz (Hgg.): Schwaben und Italien im Hochmittelalter. (= Vorträge und Forschungen; Bd. 52), Thorbecke, Stuttgart 2001, ISBN 978-3-7995-6652-0. (Rezension)