ალემანია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალემანია
Alamannia

Flag of None.svg







13001798 Hohenstaufen family arms.svg






Alamannien Hochburgund ca 1000.png
ალემანია (ყვითლად) და ზემო ბურგუნდია (მწვანედ) X საუკუნეში
დედაქალაქი არ იყო არჩეული
მართველობის ფორმა მონარქია
ისტორია
 - მიგრაციის პერიოდი ადრეული შუა საუკუნეები
 - ალემანები იპყრობენ ზემო გერმანიას III საუკუნე
 - ექცევა ფრანკთა იმპერიის სიუზერენის ძალაუფლების ქვეშ 496
 - ტომობრივი საჰერცოგო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში 843
 - საღვთო რომის იმპერიის შექმნა 911

ალემანია — ტერიტორია რომელზეც გერმანული ტომი ალემანები 213 წელს ზემო გერმანია-რეტიის ლიმესის გადალახვის შემდეგ ცხოვრობდა.

ალემანებმა III საუკუნეში დაიპყრეს ტრიტორიები მაინის ბასეინში და IV საუკუნეში რაინის მარცხენა სანაპიროზე არსებული რომაული დასახლებები.

ალემანებს IV-V საუკუნეებში მართავდნენ ტომების მეფეები კონუნგები. ალემანიას დამოუკიდებლობა VI საუკუნეში ფრანკთა იმპერიამ დააკარგვინა და 911 წელს საღვთო რომის იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ ის შვაბიის საჰერცოგო გახდა. X-XIII საუკუნეებში ტერმინი შვაბია ხშირად ალემანიის ნაცვლად გამოიყენებოდა.

ალემანიის ტერიტორია რომელსაც ის VII-IX საუკუნეებში მოიცავდა დღეს დაახლოებით ემთხვევა გერმანიის რეგიონ შვაბიას, ელზასს საფრანგეთში და შვეიცარიის ზეგანის აღმოსავლეთ ნაწილს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Reuter, Timothy. Germany in the Early Middle Ages 800–1056. New York: Longman, 1991.